გალტ & თაგარტმა სომხეთში საინვესტიციო კონფერენციაზე “Power Consulting Days” გამოცდილება გააზიარა
გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ქეთევან თოიძემ სომხეთში კაპიტალის ბაზრებისა და ინვესტიციების შესახებ გამართულ კონფერენციაზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა. Power Consulting Days: Alternative Investments in Armenia სომხეთის წამყვანი პროფესიული განვითარების პროგრამაა, რომელიც კაპიტალის ბაზრებისა და საინვესტიციო სტრატეგიების სფეროში რეგიონული გამოცდილების გაზიარებასა და საუკეთესო პრაქტიკებზე მსჯელობას დაეთმო.
კონფერენცია სამ ძირითად მიმართულებას მოიცავდა, ესენია:
• კაპიტალის ბაზრები: საინვესტიციო სტრატეგიები და ინსტრუმენტები;
• კერძო ბაზრები: საოჯახო ბიზნესები და საფონდო ინვესტიციები;
• ინოვაციურ სტარტაპებში ინვესტირების გზები.
პირველ მოდულზე, რომელიც კაპიტალის ბაზრების საინვესტიციო სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებს დაეთმო, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორის მოადგილემ ქეთევან თოიძემ მიმოიხილა გალტ & თაგარტის, როგორც წამყვანი საინვესტიციო ბანკის საქართველოში, განვითარების ისტორია და გააზიარა რეგიონული გამოცდილება და პრაქტიკები კაპიტალის ბაზრების განვითარების მიმართულებით. მისი პრეზენტაციის მნიშვნელოვანი ნაწილი სომხეთში კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის (Capital Markets Support – CMS) პროგრამას დაეთმო, რომელსაც კომპანია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.
CMS პროგრამის მიზანია:
• კაპიტალის ბაზრების შესახებ ცნობიერების ამაღლება საგანმანათლებლო მექანიზმების მეშვეობით;
• კერძო კომპანიებისთვის კაპიტალის ბაზრებზე წვდომის გამარტივება თანადაფინანსების მექანიზმით;
• კორპორატიული ემიტენტების გააქტიურება სომხეთის კაპიტალის ბაზარზე.
„მოხარული ვართ, რომ გალტ & თაგარტს რეგიონში კაპიტალის ბაზრების განვითარებაში გამორჩეული წვლილი შეაქვს. Power Consulting Days კი შესანიშნავი შესაძლებლობა იყო, რეგიონული მასშტაბით გაგვეზიარებინა ის პრაქტიკები, რომლებსაც გალტ & თაგარტი ჯერ საქართველოში, შემდეგ კი სომხეთში აქტიურად ნერგავს. კონფერენციაზე მიმოვიხილეთ CMS პროგრამა, რომელიც ამ ეტაპზე სომხეთში კაპიტალის ბაზრის განვითარების ერთ-ერთ მთავარ დრაივერს წარმოადგენს. ვამაყობთ, რომ პროგრამა ემსახურება როგორც ცოდნის გაზიარებას, ისე კომპანიების რეალურ მხარდაჭერას კაპიტალის ბაზარზე გასვლის პროცესში”, - განაცხადა ქეთევან თოიძემ.
Power Consulting Days მასშტაბითა და თემატიკით როგორც სომხეთში, ისე რეგიონში გამორჩეული პლატფორმაა. კონფერენცია ექსპერტების სესიებს, პრაქტიკულ ვორკშოპებსა და ნეთქვორქინგის შესაძლებლობებს აერთიანებს, ამასთანავე, მონაწილეებს საინვესტიციო მიმართულებით უნიკალურ ცოდნას უზიარებს.
სხვა სიახლეები
24.09.2025.16:59
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ერთად 100-მდე წევრი კომპანიის წარმომადგენელთან გაფართოებული შეხვედრა გამართა, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი ესწრებოდა.
შეხვედრის ფარგლებში, დეტალურად განიხილეს ახლად დანერგილი სერვისები, რომელსაც სამსახური მოქალაქეებს და ორგანიზაციებს სთავაზობს. მათ შორისაა: სატელეფონო კონსულტაციები, პირისპირ შეხვედრები მონაცემთა დაცვის ოფიცერთან, ასევე თემატური ტრენინგები.
საუბარი შეეხო ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ'' საქართველოს კანონის განზოგადებულ პრაქტიკას, რომელიც მონაცემთა დამუშავების პროცესის აღრიცხვას და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებას ეხება.
„ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, მონაცემთა დამუშავების პროცესები სრულად შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებს და ამასთან, სუბიექტის უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვთავაზობთ კერძო სექტორს სხვადასხვა ფორმატის მხარდაჭერასა და პრაქტიკულ კონსულტაციებს," — აღნიშნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა.
ამასთან, სამსახურის წარმომადგენელმა წარადგინა ინოვაციური ონლაინ პლატფორმა — „ციფრული მრჩეველი", რომელიც ორგანიზაციებს ეხმარება კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული, პრაქტიკული სახელმძღვანელო რეკომენდაციების შემუშავებაში. ,,ციფრული მრჩეველის" მიზანია ხელი შეუწყოს კერძო სექტორს მონაცემთა დამუშავების ძირითადი სამართლებრივი ასპექტების მოწესრიგებაში. ასევე, საუბარი შეეხო სამსახურის მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელო რეკომენდაციებს, რომელიც განთავსებულია სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან, რადგან ბიზნეს სექტორისთვის ერთ-ერთი კრიტიკული საკითხია მომხმარებელთა უფლებების დაცვა.
ასეთი შეხვედრები არა მხოლოდ კანონმდებლობის დაცვას უზრუნველყოფს, არამედ ბიზნეს აძლევს შესაძლებლობას ფლობდეს სწორ და დეტალურ ინფორმაციას, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვანია როგორც სამსახურისთვის, ასევე ბიზნეს სექტორის გამართული ოპერირებისთვის" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.