მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7085.1
-0.0018
flag
AZN 1.594
-0.0003
flag
CNY 38.026
-0.0022
flag
EUR 3.1127
-0.007
flag
GBP 3.5314
-0.0134
flag
KZT 51.63
-0.0011
flag
TRY 0.0644
0
flag
USD 2.7102
-0.0007

გამარჯვება და მედლები | ქართველი ახალგაზრდა ჯუდოკები ევროპის ჩემპიონატიდან

news image

მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვმა 23-წლამდე ჯუდოკებს შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს ნაკრების წევრები ტურნირზე არაერთი მედლის მფლობელები გახდნენ: ინდივიდუალურ დონეზე, 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოვიპოვეთ. ამის შემდეგ, ქართველი კუდოკები შერეულ გუნდურ ასპარეზობაზე გადაერთნენ, სადაც ოქროს მედლები ზედიზედ მეორედ მოიპოვეს და ტიტულის შენარჩუნება მოახერხეს.

ოქროს მედალოსანი გიორგი ჯაბნიაშვილი გახდა (90 კგ.) - ფინალისკენ მიმავალ გზაზე, ესპანელი, პორტუგალიელი და აზერბაიჯანელი ჯუდოკები დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი მიჰაილ ლატიშევს დაუპირისპირდა და ურთულეს ბრძოლაში გაიმარჯვა. 4 წუთის განმავლობაში, ჯუდოკებმა გდების შესრულება ვერ მოახერხეს, თუმცა  დამატებით დროში, ჯაბნიაშვილმა მეტოქეს იუკო აუღო და ევროპის ჩემპიონი გახდა.

ჯაბნიაშვილის გარდა, ფინალურ შეხვედრაში კიდევ ორმა ქართველმა ჯუდოკამ იასპარეზა: მათე გოგობერიშვილი და მათე ბერუაშვილი ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ. აღსანიშნავია, რომ ბერუაშვილი უპირატესობას ფლობდა და ვაზარით იგებდა, თუმცა რუმინელ იოან ძიტაჩთან იპონით დამარცხდა. რაც შეეხება ბრინჯაოს მედლებს -  მისი მფლობელი კოტე კაპანაძე (81 კგ), შალვა გურეშიძე (+100 კგ) და ნინო ლოლაძე გახდნენ (57 კგ).

ძალიან საინტერესო გამოდგა შერეული გუნდური ასპარეზობა, სადაც საქართველოს ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ.), ლიზი ქვარცხავა (+70 კგ.), შალვა გურეშიძე (+90 კგ.), ნინო ლოლაძე (57 კგ.), გიორგი ტერაშვილი (73 კგ.) და ნინო წიკლაური (70 კგ.).

საქართველო ტურნირის მოქმედი გამარჯვებული გახლდათ და პირველ ნომრად იყო განთესილი. პირველი დაპირისპირება რუმინეთთან, მეოთხედფინალურ ეტაპზე შედგა. ქართველმა ჯუდოკებმა დამაჯერებელი გამარჯვება (4:2) მოიპოვეს, შემდეგ თურქეთს სძლიეს (4:1) და მთავარი ბრძოლისთვის მოემზადნენ.

ფინალში, საფრანგეთის ნაკრები გაცილებით რთული წინაღობა გამოდგა. 6 ორთაბრძოლის შემდეგ, საერთო ანგარიში ფრე იყო და გადამწყვეტი შეხვედრა -73 კგ. კატეგორიაში შედგა, სადაც გიორგი ტერაშვილმა მეტოქე შეხვედრის დაწყებიდან რამდენიმე წამში, ჩინებული იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ჩემპიონობა მოუტანა.

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი  სპონსორია.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image დამუშავებული ტვირთების რაოდენობა 17%-ით, ხოლო საკონტეინერო გემების მიღების მაჩვენებელი 14%-ით არის გაზრდილი - APM Terminals Poti

05.11.2025.22:10

APM Terminals Poti-ის მიერ გავრცელებული სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, იანვარ-ოქტომბერში კომპანიამ 532 908 TEU კონტეინერი დაამუშავა, რაც 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 17%-ით მაღალი მაჩვენებელია. 2024 წლის 10 თვეში 454 139 TEU კონტეინერი დამუშავდა. 

ამავდროულად, 10 თვის მონაცემებით, 14%-ით გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც. ფოთის პორტში APM Terminals-მა წლის დასაწყისიდან დღემდე 299 საკონტეინერო გემი მიიღო, ხოლო 2024 წლის იგივე პერიოდში - 262.

„რაც შეეხება გენერალურ ტვირთს, კომპანიის მიერ 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე 214 095 ტონა ტვირთი დამუშავდა, რაც 11%-ით მაღალი მაჩვენებელია. შარშან ამ დროს ეს რაოდენობა 192 865 ტონას შეადგენდა.
საბორნე გზით მიღებული ტვირთი 2024 წლის 10 თვესთან შედარებით მომატებულია. 2025 წლის პირველ 10 თვეში 136 805 ტონა ტვირთი შემოვიდა, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 124 018 ტონა. 
2025 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით, კომპანიის მიერ დამუშავდა 16 363 მანქანიანი კონტეინერი, ხოლო 2024-ში - 15 962 მანქანიანი კონტეინერი. ჯამში, APM Terminals Poti-ის მიერ 2025-ში დამუშავდა 63 863 ავტომობილი, ხოლო 2024-ში - 64 359 ავტომობილი“, - აცხადებენ APM Terminals Poti-ში. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა