მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7078.3
-0.0044
flag
AZN 1.5941
-0.0024
flag
CNY 38.049
-0.0123
flag
EUR 3.186
-0.0147
flag
GBP 3.6517
-0.0121
flag
KZT 50.04
0.0021
flag
TRY 0.0654
-0.0001
flag
USD 2.711
-0.0031

გასული წლის მონაცემებთან შედარებით, კომპანიის მიმართ მოთხოვნა ხუთჯერ არის გაზრდილი - "ეზობანა"

news image

„ეზობანა“  საბავშვო წვეულებების სივრცეა, რომელიც ორი წელია რაც ბაზარზე ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ანა გოგიაშვილს ესაუბრა.

„ეზობანა“ არის საბავშვო წვეულებების სივრცე, რომელიც უკვე მეორე წელია ფუნქციონირებს.

ჩვენს სივრცეში შესაძლებელია დაბადების დღის აღნიშვნა.

გარდა ამისა, გვაქვს სერვისი რომელიც გულისხმობს ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე წვეულების დაორგანიზებას და ჩატარებას.

ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სკოლებთან და საბავშვო ბაღებთან, ვაწყობთ სპეციალურ გასართობ პროგრამებს და ვორქშოპებს. ამ ეტაპზე, შემოდგომის სეზონისთვის, გვაქვს ჩურჩხელის ამოვლების ვორქშოპი, ასევე ჯინჯერის ნამცხვრების მოხატვისა და სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასები “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი. 

 

გასული წლის მონაცემებთან შედარებით, კომპანიის მიმართ მოთხოვნა ხუთჯერ არის გაზრდილი.

„მოგეხსენებათ, ჩვენი სივრცე გასულ წელს გაიხსნა და თავდაპირველად პატარა სტარტაპი ვიყავით. წლევანდელ სეზონზე, დაბადების დღეებზე მოთხოვნა წინა წელთან შედარებით დაახლოებით ხუთჯერ გაიზარდა. გარდა ამისა, ვიღებთ კორპორატიულ შეკვეთებსაც, როდესაც კომპანიებს სჭირდებათ საბავშვო ღონისძიებების ორგანიზება, იქნება ეს პირველი ივნისი თუ სხვა თარიღი. ჩვენთან ხელმისაწვდომია ყველა საჭირო სერვისი: კვება, გართობა და ყველაფერი ის, რაც სრულფასოვან წვეულებასა და დაბადების დღეს სჭირდება “, - აღნიშნავს ანა გოგიაშვილი.

„ეზობანას“ სხვადასხვა კონკურენტული უპირატესობა გააჩნია. ყველაზე მთავარი კი პოზიტიური გარემო და ის დადებითი განწყობაა, რომელიც სტუმარს ადგილზე ხვდება.

„ეზობანას“ ყველაზე დიდი უპირატესობა არის ის პოზიტიური გარემო და განწყობა, რომელიც ადგილზე მოსულ სტუმარს ხვდება. ჩვენი მიზანია, რომ ყველა სტუმარმა ჩვენი სივრცე ბედნიერმა დატოვოს.

გარემო მრავალფეროვანია : ტყის ხედები, ჰამაკები და მოსახერხებელი სივრცე, რომელიც ბავშვებსაც ძალიან უყვართ და მშობლებსაც. ამას ემატება გამორჩეული სერვისი : საინტერესო პროგრამები, ენერგიული წამყვანი და ატმოსფერო, სადაც ბავშვებიც და მშობლებიც ერთნაირად ბედნიერები არიან “, - აცხადებს ანა გოგიაშვილი.

კომპანია სამომავლოდ გაფართოებას და დახურული სივრცის დამატებას გეგმავს.

„ჩვენი სივრცე ამჟამად ღიაა და სეზონურად ფუნქციონირებს. ვგეგმავთ დახურული სივრცის დამატებას, რომელიც წლის ნებისმიერ დროს იქნება აქტიური და შესაძლებელი იქნება სხვადასხვა საინტერესო აქტივობების ჩატარება, როგორიცაა ვორქშოპები და სხვა ღონისძიებები. ჩვენი ეზო ნახევრად ტყის ტერიტორიაზეა, ნახევრად კი ქვაფენილით მოპირკეთებული და დეკორაციებით გაფორმებული “, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, სივრცე ქალაქ თბილისში, შეყლაშვილის 15 ნომერში მდებარეობს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ შეხვედრა გამართა

24.09.2025.16:59

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ერთად 100-მდე წევრი კომპანიის წარმომადგენელთან გაფართოებული შეხვედრა გამართა, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი ესწრებოდა.

შეხვედრის ფარგლებში, დეტალურად განიხილეს ახლად დანერგილი სერვისები, რომელსაც სამსახური მოქალაქეებს და ორგანიზაციებს სთავაზობს. მათ შორისაა: სატელეფონო კონსულტაციები, პირისპირ შეხვედრები მონაცემთა დაცვის ოფიცერთან, ასევე თემატური ტრენინგები.

საუბარი შეეხო ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ'' საქართველოს კანონის განზოგადებულ პრაქტიკას, რომელიც მონაცემთა დამუშავების პროცესის აღრიცხვას და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებას ეხება.

„ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, მონაცემთა დამუშავების პროცესები სრულად შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებს და ამასთან, სუბიექტის უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვთავაზობთ კერძო სექტორს სხვადასხვა ფორმატის მხარდაჭერასა და პრაქტიკულ კონსულტაციებს," — აღნიშნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა.

ამასთან, სამსახურის წარმომადგენელმა წარადგინა ინოვაციური ონლაინ პლატფორმა — „ციფრული მრჩეველი", რომელიც ორგანიზაციებს ეხმარება კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული, პრაქტიკული სახელმძღვანელო რეკომენდაციების შემუშავებაში. ,,ციფრული მრჩეველის" მიზანია  ხელი შეუწყოს კერძო სექტორს მონაცემთა დამუშავების ძირითადი სამართლებრივი ასპექტების მოწესრიგებაში. ასევე, საუბარი შეეხო სამსახურის მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელო რეკომენდაციებს, რომელიც განთავსებულია სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან, რადგან ბიზნეს სექტორისთვის ერთ-ერთი კრიტიკული საკითხია მომხმარებელთა უფლებების დაცვა.

ასეთი შეხვედრები არა მხოლოდ კანონმდებლობის დაცვას უზრუნველყოფს, არამედ ბიზნეს აძლევს შესაძლებლობას ფლობდეს სწორ და დეტალურ ინფორმაციას, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვანია როგორც სამსახურისთვის, ასევე ბიზნეს სექტორის გამართული ოპერირებისთვის" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა