მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7047.6
0.0058
flag
AZN 1.586
0.0021
flag
CNY 37.741
0.0048
flag
EUR 3.1397
0.0061
flag
GBP 3.6136
0.0059
flag
KZT 49.95
0.0006
flag
TRY 0.0655
0.0001
flag
USD 2.6971
0.0036

როგორია ეთერზეთების მწარმოებელი კომპანია „მწვანე ბუმბოს“ სამომავლო გეგმები

news image

წლის ბოლომდე გურიაში სანატორიუმი ამოქმედდება, რომელიც სუსტი ფილტვების მქონე ადამიანების რეაბილიტაციას მოემსახურება.

კომპანია „მწვანე ბუმბო“, რომელიც 100%-ით ნატურალურ სამკურნალო ეთერზეთებს აწარმოებს, სოფელ სუფსაში სანატორიუმს ხსნის. როგორც კომპანიის დირექტორმა ივანე ყუფარაშვილმა Business Insider Georgia-ს განუცხადა, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები დაახლოებით ორ თვეში დასრულდება და სანატორიუმი პაციენტების მიღებას დაიწყებს.

„სანატორიუმი ძირითადად გათვლილი იქნება ბავშვებზე, ვისაც სუსტი ფილტვები აქვს და ბრონქიტი აწუხებს. ჯერჯერობით 4 ნომერი გვექნება, თუმცა სამომავლოდ კოტეჯების რაოდენობა გაიზრდება. გარდა ამისა, ვინც ახლოს ცხოვრობს, შეძლებს დილით მოსვლას და დილიდან საღამომდე ევკალიპტის ბაღში დასვენებას. ჩვენ გვაქვს ევკალიპტების ბაღი, რომელიც გამოყოფს ეთერზეთებს და ეს სუსტი ფილტვების მქონე ადამიანებისთვის უპირველესი სამკურნალო საშუალებაა. ტერიტორია 2 ჰექტრამდეა. ევკალიპტების ბაღში მოეწყობა მოსასვენებელი ფანჩატურები, სასეირნო ბილიკები, სათამაშო კუთხე და სხვა ინფრასტრუქტურა,“ – აცხადებენ კომპანიაში „მწვანე ბუმბო“.

პაციენტებს ადგილზე ასევე შესთავაზებენ არომათერაპიულ აბაზანებს, ჰიდრომასაჟს და სხვა თერაპიულ სერვისებს, რომლებიც ევკალიპტისა და სხვა ეთერზეთებზე დაფუძნებულ ხალხურ მედიცინას ეყრდნობა.

მწვანე ბუმბო“, რომელიც ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში აწარმოებს ევკალიპტისა და დაფნის ეთერზეთებს, ფლობს პლანტაციებსა და სანერგე მეურნეობას.

ირკვევა, რომ „ბუმბოს“ ეთერზეთები ბუნებრივი და არომატული ნივთიერებებია, რომლებიც საქართველოში მოყვანილი მცენარეებისა და ხილისგან მიიღება. ისინი პროდუქციას უნიკალურ სურნელს, თერაპიულ თვისებებსა და გამორჩეულ გემოს ანიჭებს.

„ბუმბოს“ ეთერზეთები ხელმისაწვდომია სხვადასხვა შეფუთვით, ხოლო მათი კონფიგურაციები მორგებულია როგორც მწარმოებლების, ასევე საცალო ვაჭრობის მოთხოვნებზე.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენი მისიაა, ქართულ ბაზარზე შემოვიტანოთ მსოფლიო მასშტაბით აღიარებული და დამკვიდრებული ტექნოლოგიები - „პარკსტეკი“

03.09.2025.18:00

„პარკსტეკი“ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მექანიკური და ავტომატიზებული პარკინგ სისტემების მწარმოებლის KLAUS Multiparking-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის გენერალურ დირექტორს, ნიკო ზურაბიშვილს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და
რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

„პარკსტეკი“ 2025 წელს ჩამოყალიბდა საქართველოში, თუმცა, კომპანიის საფუძველს მრავალწლიანი საინჟინრო და საერთაშორისო გამოცდილება განაპირობებს. ჩვენ წარმოვადგენთ საუკუნოვანი ისტორიის მქონე გერმანული კომპანიის Klaus Multiparking-ის ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში.

„პარკსტეკი“ მომხმარებელს სთავაზობს გერმანული საინჟინრო გადაწყვეტილებების საფუძველზე შემუშავებულ მექანიზმებს, რომლებიც შეზღუდულ სივრცეში ერთ საპარკირებელ ადგილზე ორი ან მეტი ავტომობილის განთავსების საშუალებას იძლევა. ეს ინოვაციური ტექნოლოგია მაქსიმალურად ეფექტურად იყენებს არსებულ სივრცეს.

გარდა ამისა, მომხმარებლებს ვთავაზობთ ინოვაციურ საპარკინგე სისტემებს ყველა ზომისა და ტიპის პროექტისთვის, იქნება ეს კერძო სახლები, კორპუსები, ავტოსადგომები, სავაჭრო ცენტრები თუ საცხოვრებელი კომპლექსები.

ჩვენი მისიაა, ქართულ ბაზარზე შემოვიტანოთ მსოფლიო მასშტაბით აღიარებული და დამკვიდრებული ტექნოლოგიები, რომლებმაც უკვე წარმატებით გააუმჯობესეს ქალაქური ინფრასტრუქტურა მსოფლიოს მრავალ განვითარებულ ქვეყანაში.

„პარკსტეკი“, შეიძლება ითქვას, ტექნოლოგიური პარტნიორი და მრჩეველია, რომელიც უზრუნველყოფს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, მდგრად და ხანგრძლივ გადაწყვეტილებებს ყველა ტიპის პარკირების ინფრასტრუქტურული პროექტისთვის.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

საქართველოში ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, ხოლო საპარკინგე ადგილები უფრო და უფრო იშვიათი ხდება, რასაც ბუნებრივად ფასის ზრდა მოჰყვება, განსაკუთრებით ისეთ დიდ ქალაქებში, როგორებიცაა თბილისი და ბათუმი. ამ ფონზე თანამედროვე ავტოსადგომის სისტემებზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდება.

ჩვენ ვხედავთ, რომ ინტერესი როგორც სამშენებლო კომპანიების მხრიდან, ისე კერძო მომხმარებლების მხრიდან ძალიან მაღალია. დეველოპერებისთვის ეს არის შესაძლებლობა, ერთი და იმავე მიწის ფართობზე მეტი მანქანა განათავსონ და შესაბამისად, უფრო მარტივად მოერგონ სახელმწიფო რეგულაციებს სავალდებულო საპარკინგე ადგილებთან დაკავშირებით, ხოლო კერძო პირებისთვის საკუთარ ეზოსა თუ ავტოფარეხში მაქსიმალურად ეფექტურად აითვისონ სივრცე.

ჩვენი პროგნოზით, უახლოეს წლებში მოთხოვნა ასეთ სისტემებზე უფრო მეტად გაიზრდება, რადგან თბილისის და ბათუმის ურბანული პრობლემების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ პარკინგია.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

"პარკსტეკის" მთავარი კონკურენტული უპირატესობა სწორედ ის არის, რომ ჩვენ ვართ პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც თანამედროვე ავტოსადგომის სისტემების დანერგვა დაიწყო. რეალურად, დღეს ქართულ ბაზარზე ასეთ პროდუქტს არ ჰყავს კონკურენტი, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ჩამოვაყალიბოთ სრულიად ახალი მიმართულება ქვეყნის ურბანული განვითარებისათვის.

ამასთანავე, ჩვენ ვთანამშრომლობთ Klaus Multiparking-თან, გერმანიის ერთ-ერთ წამყვან მწარმოებელთან, რომელიც ცნობილია ხარისხით, ინოვაციური მიდგომებითა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ არა მხოლოდ ახალ, არამედ ევროპულ სანდო და გამოცდილ ტექნოლოგიას.
ჩვენი გუნდის გამოცდილება საინჟინრო და სამშენებლო სფეროში საშუალებას გვაძლევს, თითოეული პროექტი ინდივიდუალურად მოვარგოთ მომხმარებლის საჭიროებებს, ხოლო სრული სერვისი - კონსულტაციიდან მონტაჟამდე და შემდგომ ტექნიკურ მომსახურებამდე მომხმარებლისთვის პროცესს მაქსიმალურად კომფორტულს ხდის.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

"პარკსტეკის" მთავარი მიზანია, რომ საქართველოში პარკინგის კულტურა თანამედროვე სტანდარტებზე გადავიყვანოთ. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ჯერ თბილისში, შემდეგ კი ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში - ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში დავნერგოთ თანამედროვე საპარკინგე სისტემები.

მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენი ამოცანაა პირველი მასშტაბური საზოგადოებრივი მოხმარებისთვის განკუთვნილი პროექტების განხორციელება, რათა საზოგადოებამ საკუთარი თვალით ნახოს, როგორ მუშაობს ჩვენი სისტემები და რამდენად პრაქტიკულია ის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს მაგალითები გახდება საფუძველი უფრო ფართო გავრცელებისთვის.

გრძელვადიან გეგმებში კი შედის სერვისისა და ტექნიკური მომსახურების ქსელის გაფართოება და ასევე ჩვენი ასორტიმენის მუდმივი განვითარება ახალი მოწინავე პროდუქტებით. გვინდა, რომ „პარკსტეკი“ არა მხოლოდ ინოვაციური პროდუქტის შემომტანი, არამედ საქართველოში ურბანული განვითარების აქტიური მონაწილე გახდეს.

ცნობისთვის, დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კომპანიის საიტს ესტუმრონ : https://parkstack.ge/ka ან დარეკონ შემდეგ ნომერზე : 551 33 55 84

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა