Le Méridien Batumi ტურიზმის ეპიცენტრში – მზარდი მოთხოვნა, მრავალფეროვანი სერვისი, საერთაშორისო აღიარება და ჯილდოები
Le Méridien Batumi, Marriott International-ის პრემიუმ ბრენდი, ზაფხულის ტურისტულ სეზონს აჭარაში გამორჩეული აქტივობითა და მაღალი დატვირთულობით ხვდება. სასტუმრო უკვე მყარად არის პოზიციონირებული როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი განთავსების ობიექტი როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტებისთვის.
მზარდი მოთხოვნა და დივერსიფიცირებული ბაზარი
როგორც სასტუმროს გაყიდვების დირექტორი ნონა შოთაძე Business Insider Georgia-სთან განმარტავს, ბათუმი დღეს უკვე ოთხსეზონიანი ტურისტული დანიშნულების ადგილი გახდა, რასაც მოწმობს სასტუმროს მაღალი დატვირთულობა მთელი წლის განმავლობაში.
„ძალიან აქტიური საზღვაო ტურისტული სეზონი გვაქვს. წლის ბოლომდე ვიზიტორთა რაოდენობა სავარაუდოდ 5 მილიონს გადააჭარბებს. უკვე 1.4 მილიონზე მეტია. 42%-ით გაზრდილია საერთაშორისო ფრენები, რაც პირდაპირ აისახება სასტუმროების დატვირთულობაზე“,
Le Méridien Batumi სტუმრებს მასპინძლობს როგორც ადგილობრივი ბაზრიდან, ასევე საერთაშორისო ტურისტებიდან – განსაკუთრებით ისრაელიდან, თურქეთიდან, გალფის ქვეყნებიდან და ა.შ.
საერთაშორისო აღიარება და ჯილდოები
Le Méridien Batumi თავისი მაღალი სტანდარტებითა და ინოვაციური მიდგომებით არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელი გახდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ხარისხს და ბრენდის გლობალურ რეპუტაციას.
Georgia’s Leading Hotel 2023 – გამარჯვებული კატეგორიაში საქართველოს წამყვანი სასტუმრო, World Travel Awards
Georgia’s Leading Hotel 2024 – კვლავ აღიარებულია ქვეყნის საუკეთესო სასტუმროდ, World Travel Awards
Golden Brand Award – პრემიუმ მომსახურების, მაღალი სტანდარტისა და მომხმარებელთა ერთგულების აღიარება, როგორც ბათუმის საყვარელი ზღვისპირა სასტუმრო
ინოვაციური სერვისები და ინტერიერის დიზაინი
Le Méridien Batumi-ის წარმატების საფუძველი მისი უნიკალური შეთავაზებები და ღირებულებებზე ორიენტირებული მომსახურებაა:
„ეს არის ადგილი, სადაც დასვენება ემოციად იქცევა. ჩვენი სტუმრებისთვის განტვირთვა ხელოვნებასა და მაღალი კლასის კომფორტში ინაცვლებს,“ – განმარტავს შოთაძე.
ზრდადი ტურისტული მაჩვენებლები და ეკონომიკური გავლენა
აჭარის ტურიზმის ზრდა უკვე აისახა სასტუმრო სექტორის შედეგებზე:
აჭარაში, ზღვის ტურიზმთან ერთად, მკვეთრად იზრდება მთის ტურიზმიც სადაც 25-ზე მეტი მარშუტია მიმდინარე წელს– ბოტანიკური ბაღი, დაცული ტერიტორიები, ჩანჩქერები და კულტურული ძეგლები უკვე ტურისტული მარშრუტების ნაწილი გახდა.
სასტუმროს განსაკუთრებული მიდგომა სერვისზე და დეტალებზე ორიენტაცია არის ის, რაც მას გამოარჩევს. დიზაინი სეზონურად იცვლება – ფერები, ინტერიერი და განწყობა, რაც სტუმრებს ყოველი ვიზიტისას ახალ გამოცდილებას სთავაზობს.
ასევე, სასტუმროს გამორჩეული ელემენტია ბრენდის ექსკლუზიური ქანდაკება – "დაბადება", რომელიც არქიტექტურულადაც ქმნის ემოციურ კავშირს.
"ეს არის ადგილი, სადაც დასვენება ემოციად იქცევა. აქ ადამიანი არ მხოლოდ კომფორტს, არამედ შთაგონებას იღებს,"
მცირე დროში Le Meridien Batumi გახდა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სასტუმრო საქართველოში, რომელიც არა მხოლოდ ადგილობრივ მოთხოვნას პასუხობს, არამედ ღირსეულად წარადგენს ქართულ ტურიზმს გლობალურ რუკაზე.
სწორედ ამიტომ არის Le Meridien Batumi დღეს ბათუმის ტურიზმის ეპიცენტრში – იქ, სადაც კომფორტი, ხელოვნება და ბიზნესმიმზიდველობა ერთიანდება.
სხვა სიახლეები
01.08.2025.18:00
„ჭრებალოს მარანი“ როგორც სარესტორნო სივრცე 2022 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. ახალ სეზონზე კი კომპანია მომხმარებლებს სხვადასხვა სიახლეს სთავაზობს. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს „ჭრებალოს მარნის“ დამფუძნებელმა სალომე ლეკიშვილმა განუცხადა.
„ახალ სეზონს გაფართოებული სივრცით შევხვდით. აქამდე სტუმრებს ვიღებდით მხოლოდ ერთ დარბაზში. წელს კი გაფართოვდა ეზოს ტერიტორია, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ უფრო მეტი ადამიანი მივიღოთ. დავამატეთ დარბაზი ქვედა სართულზე, სრულიად ახალი და განსხვავებული დიზაინით. მას აქვს უნიკალური კონცეფცია, რომელიც შეიმუშავა იმავე დიზაინერულმა ჯგუფმა (DODO Designs),
რომელიც ჩვენს სივრცეს საწყისი ეტაპიდან, დღემდე ქმნის და ავითარებს.
ამ ეტაპზე უკვე შეგვიძლია სტუმრების მიღება რამდენიმე განსხვავებულ სივრცეში. მარანს აქვს შესაძლებლობა, ერთდროულად უმასპინძლოს სხვადასხვა ჯგუფს: შესაძლებელია ერთ დარბაზში იმართებოდეს ერთი ღონისძიება, ხოლო მეორეში მეორე.
სივრცეების და შესაძლებლობების გაფართოების შედეგად, სტუმრებს უკვე ვთავაზობთ მომსახურებას ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების გასამართად, როგორიცაა ქორწილები, ნათლობები, დაბადების დღეები და სხვა დღესასწაულები.
ეს არის ჩვენი მთავარი სიახლე მიმდინარე სეზონისთვის. თუმცა, პარალელურად დავიწყეთ სასტუმრო მიმართულების განვითარებაც. პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია და შემდეგი ზაფხულის სეზონისთვის მზად ვიქნებით, რომ სტუმრებს ვუმასპინძლოთ. კერძების მიმართულებით განსაკუთრებული სიახლეები ამ ეტაპზე არ გვაქვს, თუმცა დავამატეთ მეორე ბარი და მენიუში განვათავსეთ ახალი კოქტეილები, რაც დამატებით მრავალფეროვნებას ქმნის.
ახალ სივრცეში გამორჩეული, უნიკალური დიზაინია. გვაქვს ბუხრის კუთხე რბილი დასაჯდომებით, რაც განსაკუთრებით კომფორტულია ცივ სეზონზე, შემოდგომის მიწურულიდან ზამთრის განმავლობაში. ბუხრის სივრცე ყოველთვის დიდი მოთხოვნით სარგებლობდა “, - ამბობს სალომე ლეკიშვილი.
აღსანიშნავია, რომ ობიექტის მიმართ ინტერესი და მოთხოვნა სტაბილურად მზარდია.
„რემონტის გამო ოდნავ დაგვიანებით გავხსენით, თუმცა აშკარად შეინიშნება ვიზიტორთა მატება. გვყავს როგორც ბევრი ადგილობრივი, ქართველი ტურისტი, ასევე მრავლად არიან უცხოელი სტუმრებიც “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
„ჭრებალოს მარანი“ აქტიურად გეგმავს გაფართოებას ტურისტული მიმართულებით და ბუტიკური სასტუმროს შექმნას.
„ჩვენი მიზანი, სასტუმროს მიმართულებით ტურისტული პოტენციალის განვითარებაა. ვგეგმავთ ბუტიკური ტიპის სასტუმროს შექმნას, რომელსაც ექნება უნიკალური დიზაინი. ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენს მარნის სივრცეს, რომლის კონცეფციაც თავიდანვე განსაკუთრებული ვიზუალით გამოირჩეოდა.
კომპანია “დოდო დიზაინსთან” და არქიტექტორ პავლე მაისურაძესთან თანამშრომლობით შეიქმნა ძალიან საინტერესო კონცეფცია. ეს იქნება 8 ერთმანრთისგან სრულიად განსხვავებული დიზაინის ოთახი, რაც შთაგონებულია რაჭის ადგილობრივი ყურძნის ჯიშებით, როგორიცაა თეთრა, მწვანე, ცოლიკაური სხვა. თითოეული ოთახი ატარებს ამ ყურძნის ჯიშების სახელებს.
გვაქვს სურვილი, ერთ სივრცეში შევთავაზოთ სტუმრებს მაქსიმალურად კომფორტული და მრავალფეროვანი მომსახურება. ეს ჩვენი განვითარების მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა.
სასტუმროს შემდეგ კი ვგეგმავთ მომსახურების არეალის კიდევ უფრო გაფართოებას “, - აღნიშნავს სალომე ლეკიშვილი.
ცნობისთვის, „ჭრებალოს მარანი“ სარესტორნო სივრცის გარდა საკუთარ ღვინოსაც ფლობს და აწარმოებს. კომპანიის ღვინო წარმოდგენილია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.