მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7047.6
0.0058
flag
AZN 1.586
0.0021
flag
CNY 37.741
0.0048
flag
EUR 3.1397
0.0061
flag
GBP 3.6136
0.0059
flag
KZT 49.95
0.0006
flag
TRY 0.0655
0.0001
flag
USD 2.6971
0.0036

მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტზე დავით ვარდიაშვილი წარადგინა

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტზე დავით ვარდიაშვილი წარადგინა, რომელიც 2022 წლიდან დღემდე სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.  ახალი დირექტორის წარდგენას დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე.

როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას აქვს მნიშვნელოვანი ფუნქცია - ის უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მაგისტრალური გაზსადენების გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას და ხელს უწყობს ბუნებრივი გაზის შეუფერხებელ და უსაფრთხო მიწოდებას. 

მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამაზე, რომელსაც აღნიშნული კომპანია 2013 წლიდან ახორციელებს და მისი დასრულების შემდეგ, ქვეყნის მოსახლების 93 პროცენტს ბუნებრივ აირთან წვდომა ექნება.

„სახელმწიფოს ძალისხმევით, ბოლო 12 წლის განმავლობაში ბუნებრივი გაზი ხელმისაწვდომი გახდა ისეთი დასახლებებისთვის, რომლებიც მანამდე არასოდეს ყოფილა გაზიფიცირებული. გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამამ სარგებელი მოუტანა არა მხოლოდ საოჯახო მეურნეობებს, არამედ ხელი შეუწყო მიკრო და მცირე ბიზნესების განვითარებას, განსაკუთრებით, რეგიონებში," - განაცხადა მინისტრმა. 

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, კომპანიის ახალი ხელმძღვანელს აქვს ენერგეტიკულ სექტორში, განსაკუთრებით, გაზის ინდუსტრიაში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება. მან დავით ვარდიაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა კომპანიის ყოფილ ხელმძღვანელს გაწეული საქმიანობისთვის.  

დავით ვარდიაშვილს ეკავა ხელმძღვანელი პოზიციები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა" და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში". გარდა ამისა, 2016 – 2017 წლებში დავით ვარდიაშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ასევე მას აქვს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურსა და შემოსავლების სამსახურში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Business Insider Georgia Euronews-თან, Business Insider Polska-სთან, Forbes-თან, Newsweek Polska-სთან, ⁦Bankier.pl⁩-თან და სხვა ცნობილ გამოცემებთან ერთად კარპაჩის ეკონომიკური ფორუმის მედია პარტნიორია

04.09.2025.09:00

პოლონეთის საკურორტო ქალაქ კარპაჩში მიმდინარე 34-ე ეკონომიკური ფორუმის მედია პარტნიორია Business Insider Georgia - ბიზნეს პორტალი, რომელიც ეკონომიკისა და ბიზნესის შესახებ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მაღალი ხარისხის კონტენტს გთავაზობთ.

Business Insider Georgia აღნიშნული ეკონომიკური ფორუმის მედია პარტნიორია Euronews-თან, Business Insider Polska-სთან, Forbes-თან, Newsweek Polska-სთან, Bankier.pl-თან და სხვა ცნობილ გამოცემებთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში Business Insider Georgia ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ ბევრი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ღონისძიების მედია პარტნიორად ჩამოყალიბდა და ის ინფორმირებული ეკონომიკური დიალოგის ხელშესაწყობად აქტიურად თანამშრომლობს საჯარო და კერძო სექტორთან.

კარპაჩი ეკონომიკურ ფორუმს 2–4 სექტემბრის განმავლობაში მასპინძლობს და ღონისძიებაში 60 ქვეყნიდან პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ლიდერები იღებენ მონაწილეობას.

Business Insider Georgia მკითხველს, მაყურებელსა და მსმენელს სთავაზობს სრულყოფილ ანალიტიკურ/ეკონომიკურ ანალიზს სხვადასხვა პროდუქტების ფარგლებში: ანალიტიკური სტატიები, ბლოგები, ბაზრის ანალიზი, სიუჟეტები, სატელევიზიო გადაცემა/ანალიტიკა, პოდკასტი.

გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ექსკლუზიურ ინტერვიუებს, საერთაშორისო რეიტინგებსა და ადგილობრივ ავტორიტეტულ შეფასებებს, რითაც ქმნის ობიექტურ, ოპერატიულ რესურსს დაინტერესებული პირებისთვის.

Business Insider Georgia ეყრდნობა სანდო ადგილობრივ და საერთაშორისო წყაროებს და მისი მიზანია საზოგადოებისათვის დროული, სანდო და კომპეტენტური ინფორმაციის მიწოდება.

2022 წლიდან Business Insider Georgia საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მუდმივი მედია პარტნიორია, რომლის ფარგლებშიც იმართება რეგულარული მაღალი დონის დიალოგი სახელმწიფო, კერძო, ანალიტიკურ და აკადემიურ სექტორებს შორის.

დისკუსიებში ჩართული არიან თემატური ბიზნეს სექტორების ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის ლიდერები.
საქართველოს ეკონომიკური ფორუმი უკვე ჩამოყალიბდა ქვეყანაში, როგორც ერთადერთი უმაღლესი რანგის პლატფორმა — სახელმწიფოს უმაღლესი რანგის წარმომადგენლების, ბიზნეს ლიდერების, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის ხელმძღვანელების მუდმივი ჩართულობით.

აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებშიც Business Insider Georgia ქმნის ექსკლუზიურ კონტენტს მკითხველისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა