მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7038.4
-0.0092
flag
AZN 1.5839
-0.0021
flag
CNY 37.726
-0.0015
flag
EUR 3.1394
-0.0003
flag
GBP 3.624
0.0104
flag
KZT 49.88
-0.0007
flag
TRY 0.0654
-0.0001
flag
USD 2.6936
-0.0035

Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife

news image

30 Porsche, 75 მონაწილე და ერთი დიდი ოცნება, რომელიც „პორშე ცენტრი თბილისმა“ რეალობად აქცია. გერმანიის, აიფელის მთიან რეგიონში მდებარე Nürburgring Nordschleife, მსოფლიოს ყველაზე ლეგენდარული და რთული ტრასა, მხოლოდ ქართველი ენთუზიასტებისთვის დაიხურა.  

Nürburgring Nordschleife 1927 წელს გაიხსნა, ის მსოფლიოში დღემდე ყველაზე საშიშ და რთულ სარბოლო ტრასადაა ცნობილი. მისი სიგრძე 20.8 კილომეტრია, გზა 150-ზე მეტი მოსახვევითა და მკვეთრი სიმაღლის ცვლილებით გამოირჩევა. განსაკუთრებული სილამაზისა და სირთულის გამო შოტლანდიელმა პილოტმა ჯეკი სტიუარტმა მას Green Hell („მწვანე ჯოჯოხეთი“) უწოდა. Nordschleife-ზე დამყარებული რეკორდები დღეს ინჟინერიის მთავარი საზომია, ყველა სპორტული ავტომობილი — მათ შორის Porsche-ს ახალი მოდელები აქ გადის „გამოცდას“. Green Hell - ლეგენდა, რომელიც ახლა უკვე ქართველი  ენთუზიასტებისთვისაც დაუვიწყარ გამოცდილებად იქცა.

პროექტის იდეა 2023 წელს გაჩნდა, თუმცა ტრასის დახურვა არაერთ გამოწვევასთან იყო დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული Nürburgring Nordschleife, როგორც წესი, მთელი წლის განმავლობაში სრულად დატვირთულია  FIA-სა და Nürburgring-ის საერთაშორისო ღონისძიებებით. „პორშე ცენტრ თბილისს“ ტრეკის დაქირავების შესაძლებლობა 2025 წლის 15 აგვისტოს მიეცა. Nürburgring ისტორიაში პირველად დაიხურა მხოლოდ ქართველი ენთუზიასტებისთვის. ეს გახლავთ ფაქტი, რომელსაც თავად Nürburgring-ის წარმომადგენლებმა „უნიკალური“ და „უპრეცედენტო“ ღონისძიება უწოდეს.

პეტრე წაქაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: „Nürburgring-ის დახურვა „პორშე ცენტრი თბილისის“ ისტორიაში გამორჩეული ეტაპია — ნაბიჯი, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი გუნდისა და Porsche-ს ქართველი საზოგადოების უნიკალურ შესაძლებლობებს. ჩვენ შევძელით, საქართველოდან საერთაშორისო მასშტაბის  ინოვაციური გამოცდილება შეგვექმნა. პროექტს უზარმაზარი პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა როგორც ჩვენი მომხმარებლების, ისე Porsche-ს გლობალური ოფისის მხრიდან - მათ აღიარეს, რომ საქართველომ Porsche-სთვის ახალი სტანდარტი შექმნა.

ოცნებები რეალობად იქცევა, „პორშე ცენტრი თბილისი“ კი მუდამ თქვენ გვერდით იქნება - ეს არის ჩვენი გზავნილი ქართველი ენთუზიასტებისთვის. ამ გზაზე გადამწყვეტია Porsche Central and Eastern Europe-ის მხარდაჭერა, რადგან სწორედ მათი ნდობა და პროფესიონალიზმი გვაძლევს საშუალებას, პროექტები გლობალური სტანდარტებით განვახორციელოთ. 

ჩვენი ამბიციაა, რომ „პორშე ცენტრი თბილისი“ გახდეს ამინდის შემქმნელი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონის საავტომობილო ინდუსტრიაში. Nürburgring 2025 მხოლოდ დასაწყისია — წინ გველის ახალი, თამამი და ინოვაციური პროექტების ეპოქა. და ჩვენ მზად ვართ, ეს გზა პირველებმა გავხსნათ“.

თუმცა გზა წარმატებამდე მარტივი არ ყოფილა. „პორშე ცენტრი თბილისმა“ დამოუკიდებლად, პროექტის სრულ ორგანიზებასა და აღსრულებაზე პასუხისმგებლობა აიღო. საქართველოდან 30 Porsche სპეციალური ავტომზიდებით გერმანიაში გადაიყვანეს. ღონისძიება მოიცავდა როგორც თეორიულ ტრენინგებსა და სერტიფიცირებულ პროგრამას, ისე პრაქტიკულ სესიებს პროფესიონალი ინსტრუქტორების მხარდაჭერით. მონაწილეებს რბოლამდე ტრასის ყველა სპეციფიკური და რთული მონაკვეთი შეასწავლეს. 

„წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი“ - ასე აფასებს „პორშე ცენტრი თბილისის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ ხოსროშვილი Nürburgring Nordschleife-ის დახურვას. 

„გამარჯობა, გვინდა Nordschleife დავხუროთ მხოლოდ Porsche-სთვის, მხოლოდ ქართველი ენთუზიასტებისთვის“. - ამ წინადადებით იწყებოდა წერილი, რომელიც  ტრეკის მენეჯმენტს მივწერეთ... და წარმოიდგინეთ, მართლა დავხურეთ! ეს იყო ოთხი დაუვიწყარი დღე, სადაც ოცნება რეალობად იქცა. 

ჩვენ ყველა გამოწვევა დავძლიეთ და  უნიკალური გამოცდილების შექმნა შევძელით. პროექტი „პორშე ცენტრი თბილისის“ ისტორიაში გარდამტეხი წერტილი აღმოჩნდა -  ამას ადასტურებს უკუკავშირი, რომელიც მივიღეთ როგორც მონაწილეებისგან, ისე Porsche Global-ისგან. 

გუნდის დაუღალავმა შრომამ, ფიზიკურმა თუ გონებრივმა რესურსმა და საყვარელი საქმისადმი ერთგულებამ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ  ქართული საავტომობილო ინდუსტრიის ცნობადობა გაზარდა და მას მსოფლიო მასშტაბით სრულიად ახალი სახე შესძინა“, - ამბობს თამარ ხოსროშვილი.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, Manthey Racing-მა, Nürburgring-ზე დაფუძნებულმა ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა სარბოლო გუნდმა, ქართველ ენთუზიასტებს შესაძლებლობა მისცა გასცნობოდნენ, როგორ ხდება ავტომობილების მომზადება და გაძლიერება რბოლისთვის. ამან გლობალურ Porsche Motorsport-ის ეკოსისტემასთან ქართველი მონაწილეების კიდევ უფრო დაახლოება უზრუნველყო. ეს გახლავთ გამოცდილება, რომელიც ამ დრომდე ყველასთვის მიუწვდომელი იყო. 

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია  მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს.  შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენი პრიორიტეტი რჩება უცვლელი: დიდ და მსყიდველუნარიანი საექსპორტო ბაზრები - ნუცა აბრამიშვილი Schuchmann Wines-ის მოლოდინებსა და გეგმებზე

04.09.2025.18:00


კახეთში Schuchmann Wines-ი რთველს რამდენიმე დღეში დაიწყებს. როგორც Business Insider Georgia-სთან Schuchmann Group-ის გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა განაცხადა, საკუთარი ვენახებიდან კომპანია წინასწარი მონაცემებით 1000 ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდება.

„რთველი 2025“ ჩვენს ვენახებში მომდევნო კვირიდან დაიწყება. ამ ეტაპისთვის ველოდებით იმ პარამეტრების მიღებას, რომლებიც მოგვცემს რთველის ოფიციალურად დაწყების საშუალებას - შაქრიანობას და ასე შემდეგ.

გეტყვით, რომ წელს ყურძნის არაჩვეულებრივ მოსავალს ველოდებით. შარშანდელთან შედარებით მეტი მოსავალის მოლოდინში ვართ. ამ ეტაპზე რთულია ზუსტი პარამეტრების დასახელება, თუ რა მოცულობის მოსავალს მივიღებთ, თუმცა სავარაუდო მაჩვენებელი 1000 ტონამდეა, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ჩვენს პორტფელს.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს პორტფელში ღვინოების 80% მიღებული გვაქვს კახეთში მოწეული ყურძნისგან, ხოლო 20% - დასავლეთის ჯიშის ყურძნებიდან, რომელსაც, თავის მხრივ, ადგილობრივი ფერმერებიდან ვყიდულობთ. თუმცა ამ ეტაპზე ჯერ უცნობია, რა რაოდენობის ყურძენი იქნება შესყიდული, რადგან წლევანდელი ინტერესი და მოტივაცია გახლავთ, რომ ჩვენი ღვინოების 100% ჩვენსავე ვენახებში მოწეული ყურძნისგან იქნეს წარმოებული,“ - განმარტავს Schuchmann Group-ის გენერალური დირექტორი.

Schuchmann Wines Georgia-ს წლიური წარმოება დაახლოებით 1.5 მილიონი ბოთლი ღვინოა, საიდანაც 10-15% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, ხოლო დანარჩენი ექსპორტზე სხვადასხვა ქვეყანაში გადის.

„1.5 მილიონი ბოთლი ღვინო ყოველ წელს, ცხადია, არ იყიდება - ხდება ღვინოების დაძველება.
ჩვენ, როგორც მოგეხსენებათ, გვაქვს ორი ტიპის წარმოება: ეს არის ევროპული ტიპის წარმოება Schuchmann-ის ბრენდით და ტრადიციული, ანუ ქვევრის ღვინის წარმოება Vinoterra-ს ბრენდით.
შესაბამისად, ქვევრის ღვინის წარმოებას, ქართული ტრადიციული მეთოდით, სჭირდება მეტი დრო - მის წარმოების ციკლს, შემდგომ კი დავარგების ციკლს.
შესაბამისად, კომპანია Schuchmann Wines Georgia-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის ღვინოების წარმოება, რომელიც, როგორც დროს, ასევე შესაბამის ღირებულებას მოითხოვს,“ - აცხადებს ნუცა აბრამიშვილი.

Schuchmann Wines Georgia საკუთარი პროდუქციის ექსპორტს 20-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს და ბაზრების დივერსიფიკაციას მაქსიმალურად ცდილობს.

„კომპანიის მიზანია ბაზრების მეტი დივერსიფიკაცია, მეტი მსყიდველუნარიანი ბაზრები, და ჩვენი პრიორიტეტი რჩება უცვლელი: დიდ და მსყიდველუნარიან ბაზრებზე ვიყოთ წარმოდგენილები და ამით ვაბალანსოთ რისკები, რომლებიც შეიძლება იყოს სხვადასხვა გარე ფაქტორებიდან გამომდინარე,“ - განმარტავს ნუცა აბრამიშვილი.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა