Saguramo Hills – ეკოლოგიურად სუფთა ვილები თბილისთან ახლოს
Saguramo Hills არის უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი ვილების მშენებლობაზე. კომპანია ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia “საგურამო ჰილს“-ის გაყიდვების მენეჯერს ნათია გადელიას ესაუბრა.
როგორი არის კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
Saguramo Hills არის უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი ვილების მშენებლობაზე. კომპანიის საქმიანობა დაიწყო 2021 წელს, როდესაც დაიწყო პირველი სამშენებლო ფაზა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნავდარაანთკარში.
პროექტი მოიცავს ჯამურად 22 ვილას ორ ფაზად:
I ფაზა: 8 სახლი (2021–2023);
II ფაზა: 14 სახლი (2022–2024).
მომხმარებლებს ვთავაზობთ 155–229 მ² ფართობის ერთსა და ორსართულიან ვილებს, თითო ვილაზე 500 მ² მიწის ნაკვეთით, 2 მანქანის სადგომით, ბრტყელი გადახურვით, კაპიტალური ბეტონისა და ხის კონსტრუქციით. პროექტი გამოირჩევა მაღალი ხარისხის მშენებლობით, ალუმინის ტერასებით, გამწვანებული ეზოებით და სანიაღვრე სისტემით. ვილები სრულად უზრუნველყოფილია დენით, წყალმომარაგებითა და კანალიზაციით.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა სუბურბანულ საცხოვრებელ სივრცეებზე. პოსტპანდემიურმა პერიოდმა მკვეთრად გაზარდა ადამიანების სურვილი ბუნებასთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრებაზე. Saguramo Hills-ი სწორედ ასეთ მოთხოვნებს პასუხობს. სეზონურად იზრდება დაინტერესება განსაკუთრებით ზაფხულში, როცა თბილისის ტემპერატურა საგრძნობლად იზრდება. პროექტის მდებარეობა ზღვის დონიდან 800–850 მ სიმაღლეზე ქმნის თბილისში არსებულ ტემპერატურაზე 6–7°C-ით გრილ პირობებს, რაც ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.
თბილისის ეროვნული ტყე-პარკთან სიახლოვე (200 მეტრი), გამორჩეული ხედები და ეკოლოგიური სისუფთავე პროექტს განსაკუთრებულად მომზიდველს ხდის.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
Saguramo Hills-ის მთავარი უპირატესობა არის მისი უნიკალური მდებარეობა, ეკოლოგიურად სუფთა გარემო და ბუნებასთან ჰარმონიული შერწყმა.
პროექტი მომხმარებლებს სთავაზობს შემდეგს :
• მცხეთა, ქალაქიდან მხოლოდ 25 წუთის გზაზე;
• 360 გრადუსიანი ხედები, სადაც გარკვეულ დღეებში მყინვარწვერიც კი ჩანს;
• ზღვის დონიდან 800–850 მ, თბილისის კლიმატზე 6–7°C-ით გრილი ჰაერი;
• 200 მეტრში მდებარე ეროვნული ტყე-პარკი;
• ბუნებრივი ზონა, რომელიც შეტანილია წითელ წიგნში;
• მაღალი ხარისხის მშენებლობა - კაპიტალური ბეტონი, ხე, ალუმინის ტერასები, გამწვანებული ეზოები;
• თანამედროვე ვილები, შერწყმული ბუნებასთან და გარემოსთან;
• კონკურენტული ფასები, რაც პროექტს ხელმისაწვდომს ხდის სხვადასხვა ტიპის მყიდველისთვის;
• თანამშრომლობა პარტნიორ საქართველოს ბანკთან, რაც ამარტივებს იპოთეკური კრედიტის დამტკიცებას მომხმარებლებისთვის;
Saguramo Hills არ არის მხოლოდ საცხოვრებელი სივრცე, ეს არის ცხოვრების სტილი, რომელიც ეყრდნობა სიმშვიდეს, ხედებსა და ჯანმრთელ გარემოს.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
კომპანია მიზნად ისახავს შეინარჩუნოს მაღალი ხარისხის სტანდარტები და განავითაროს ეკოლოგიურად გამართული, ფუნქციური და თანამედროვე საცხოვრებელი გარემო.
ცნობისთვის, დაინტერესებულ პირებს დამატებითი დეტალების დასაზუსტებლად შეუძლიათ შემდეგ ნომერზე დაკავშირება : 577 94 44 48 / 598 92 26 54.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
07.08.2025.10:12
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში შერწყმა/შეძენის ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგება შედგა - „სილქ როუდ ჯგუფმა” სასტუმრო Rooms Kokhta-ს შენობა შეიძინა, რომელიც “აჭარა ჯგუფის” საკუთრებაში იყო. თიბისი კაპიტალმა ამ ტრანზაქციაში გამყიდველის ექსკლუზიური მრჩევლის როლი შეასრულა.
თიბისი კაპიტალის მრჩეველთა გუნდის ჩართულობით შეთანხმება უმოკლეს ვადაში, ორ თვეზე ნაკლებ დროში, განხორციელდა. გაყიდვის პროცესი მოიცავდა: ბიზნესის შეფასებას, მყიდველის მოძიებას, მხარეთა შორის მოლაპარაკებაში მონაწილეობასა და ტრანზაქციის წარმატებით დახურვას.
ბაკურიანში 2019 წლიდან გახსნილი Rooms Kokhta 95 სასტუმრო ოთახს აერთიანებს. ახალ ბრენდზე, ობიექტის მართვასა და განვითარებაზე “სილქ როუდ ჯგუფში” შემავალი კომპანია “სილქ ჰოსფითალითი” იზრუნებს. ახალი მფლობელების მიზანია, სასტუმრო გახდეს ოთხივე სეზონზე მიმზიდველი დანიშნულების წერტილი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ვიზიტორებისთვის.
“სილქ როუდ ჯგუფსა” და “აჭარა ჯგუფს” შორის ტრანზაქცია თიბისი კაპიტალისთვის შერწყმა/შეძენის მე-9 გარიგებაა. საინვესტიციო ბანკს ამ მიმართულებით 3 ქვეყანაში - საქართველოში, უკრაინასა და უზბეკეთში - ჯამურად 350 მილიონი დოლარის მოცულობის ტრანზაქციები აქვს განხორციელებული.
„თიბისის მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის ორ ყველაზე მსხვილ კომპანიასთან. მოხარული ვარ, რომ ამ ორ ჯგუფს შორის გარიგება სწორედ თიბისი კაპიტალთან თანამშრომლობით განხორციელდა. ჩვენი გუნდი კლიენტებს ეხმარება ახალი შესაძლებლობების მოძიებასა და შემდგომ სტრატეგიული გადაწყვეტილებების აღსრულებაში. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი წარმატებული ტრანზაქცია ხელს შეუწყობს ამ მიმართულებაში ახალ გარიგებებს“,- ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.
„თიბისი ბანკი აჭარა ჯგუფის მრავალწლიანი პარტნიორია. მნიშვნელოვანია, რომ ბანკი ჩვენს გუნდსა და სამომავლო ხედვას პირველივე ნაბიჯებიდან ენდობა და ფინანსურ პარტნიორობას უწევს. თიბისი კაპიტალთან კი აჭარა ჯგუფი მისი დაარსების დღიდან თანამშრომლობს, რაც არაერთ წარმატებულ პროექტში გამოიხატება, მათ შორის, ამ შეთანხმებაში. წარმატებას ვუსურვებთ „სილქ როუდ ჯგუფს“ როგორც სასტუმროს, ასევე რეგიონის განვითარების ხედვის განხორციელებაში“,- ლუკა თავზარაშვილი, „აჭარა ჯგუფის“ ფინანსური დირექტორი.
“მოხარული ვართ, რომ გარიგება “აჭარა ჯგუფთან” წარმატებით დაიხურა. “სილქ ჰოსფითალითის” პორტფელს კიდევ ერთი საინტერესო აქტივი შეემატა. ქონების გამოსყიდვის პროცესი დასრულებულია და ჩვენი გუნდი უმოკლეს დროში შეძლებს საოპერაციო კუთხით სასტუმროს გადმობარებას. “სილქ როუდ ჯგუფი” და მისი დამფუძნებლები ათწლეულებია განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებენ სამთო-სათხილამურო სპორტს, მის განვითარებასა და პოპულარიზაციას. ამ ხედვის კვალდაკვალ კიდევ უფრო დიდი შემართებით მოხდება ბაკურიანის კურორტისა და კონკრეტულად სასტუმროს განვითარება”,- ნონა ონიანი, “სილქ როუდ ჯგუფის” ფინანსური დირექტორი.