რომელია შენი ბიზნესის ყველაზე შემოსავლიანი თვე? გაიგე ბიზნეს მენეჯერში
თანამედროვე ბიზნესგარემო სწრაფად ცვალებადია. მომხმარებელთა ქცევები, მოთხოვნები და ბაზრის დინამიკა მუდმივ რეაგირებას საჭიროებს. ასეთ პირობებში, წარმატებული კომპანიები ოპერაციულ და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს არა ინსტინქტზე, არამედ მონაცემებზე დაყრდნობით იღებენ.
ბიზნესის მენეჯმენტში ერთ-ერთი უცვლელი კითხვაა - როდის იზრდება შემოსავალი და რატომ? შემოსავლიანი თვეების, სეზონურობისა და მომხმარებლის ქცევის ანალიზი კი ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, სწორი სტრატეგია შეიმუშაოს, ეფექტიანობა გაზარდოს და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მიიღოს.
საქართველოს ბანკის პლატფორმა ბიზნეს მენეჯერი სწორედ ამ მიზანს ემსახურება — დაეხმაროს მცირე, საშუალო თუ მსხვილ კომპანიებს ყოველდღიური ოპერაციების ანალიზში, თვეების მიხედვით შემოსავლის დინამიკის შეფასებასა და ეფექტური ქმედებების დაგეგმვაში.
ანალიტიკის მოდული – მონაცემების ტრანსფორმაცია მოქმედებად
ბიზნეს მენეჯერის ანალიტიკის მოდული ბიზნესს როგორც გადახდების სტატისტიკაზე, ასევე მომხმარებლის ქცევაზე სიღრმისეულ მონაცემებს აწვდის. გრაფიკების სახით წარმოდგენილი ინფორმაცია ბიზნესს ეხმარება, სწრაფად, მარტივად და ეფექტურად გაიგოს:
• რომელი თვე იყო შემოსავლების მხრივ ყველაზე ძლიერი;
• როდის დაფიქსირდა აქტივობის კლება;
• როგორ იცვლება მომხმარებლების ქცევა დროის განმავლობაში;
• რომელი გადახდის არხი ან მეთოდი სარგებლობს ყველაზე დიდი პოპულარობით ამა თუ იმ პერიოდში;
ამ მონაცემებზე დაყრდნობით, კომპანიებს შეუძლიათ სეზონურ ტენდენციებს დააკვირდნენ, პასიური თვეების განმავლობაში გაყიდვების სტიმულირება დაიწყონ ან მიზნობრივი შეთავაზებები შექმნან.
გადახდების ანალიტიკა – ფინანსური დინამიკის ამსახველი სურათი
ანალიტიკის მოდულის ერთ-ერთი ძირითადი განყოფილება გადახდების ანალიტიკაა, რომელიც კომპანიას მიღებული ტრანზაქციების მოცულობასა და სხვა პარამეტრებზე ინფორმაციას აწვდის. ესენია:
• გადახდების დინამიკა: მიღებული გადახდების რაოდენობის ზრდა ან კლება კონკრეტულ პერიოდში.
• საშუალო გადახდა: მომხმარებლების მიერ თვის ჭრილში შესრულებული გადახდების საშუალო მოცულობა:
• გადახდის არხები და მეთოდები: გადახდების განაწილება ტერმინალებსა და ონლაინ არხებზე, აგრეთვე ინფორმაცია გადახდის მეთოდებზე;
• ბარათების ტიპების ანალიზი: მაგ. SOLO, PLUS, AmEx და სხვ.
ეს ყველაფერი შესაძლებლობას აძლევს ბიზნესს, შენელებული აქტივობის შემთხვევაში, კონკრეტულ სეგმენტებზე მორგებული შეთავაზებები შექმნას.
ანალიტიკიდან მოქმედებამდე – კამპანიების დაგეგმვა Ads მენეჯერის მეშვეობით
მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზი არა მხოლოდ ბიზნესის ფინანსური დიაგნოსტიკისთვის, არამედ სამოქმედო გეგმის განსაზღვრისთვისაც უმნიშვნელოვანესია. ანალიტიკის მოდულში მიღებული ინფორმაციის გამოყენებით ფასდაკლების, ქეშბექის ან PLUS ქულების შეთავაზებების შექმნა შესაძლებელია Ads მენეჯერში, რომელიც იმავე პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.
მაგალითად, თუ დააკვირდებით, რომ ნაკლებად აქტიური არიან რომელიმე ბარათის მფლობელები, შესაძლებლობა გაქვთ, იმავე სეგმენტზე კონკრეტული შეთავაზება შექმნათ და კომუნიკაცია დაგეგმოთ. შექმნილი შეთავაზება კი გავრცელდება ისეთ არხებში, რომლითაც 1 600 000 მომხმარებელი სარგებლობს. ესენია: საქართველოს ბანკის მობილბანკი, sCoolApp და Offers.bog.ge.
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერის ანალიტიკის მოდული ბიზნესებს აძლევს უნარს, რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით იმოქმედონ. აღმოაჩინეთ ბიზნეს მენეჯერის შესაძლებლობები ვებგვერდზე manager.bog.ge.
ინფორმაციისთვის, ბიზნეს მენეჯერში შესვლა შესაძლებელია მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომელიც ვალიდურია საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში.
სხვა სიახლეები
01.08.2025.18:00
„ჭრებალოს მარანი“ როგორც სარესტორნო სივრცე 2022 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. ახალ სეზონზე კი კომპანია მომხმარებლებს სხვადასხვა სიახლეს სთავაზობს. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს „ჭრებალოს მარნის“ დამფუძნებელმა სალომე ლეკიშვილმა განუცხადა.
„ახალ სეზონს გაფართოებული სივრცით შევხვდით. აქამდე სტუმრებს ვიღებდით მხოლოდ ერთ დარბაზში. წელს კი გაფართოვდა ეზოს ტერიტორია, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ უფრო მეტი ადამიანი მივიღოთ. დავამატეთ დარბაზი ქვედა სართულზე, სრულიად ახალი და განსხვავებული დიზაინით. მას აქვს უნიკალური კონცეფცია, რომელიც შეიმუშავა იმავე დიზაინერულმა ჯგუფმა (DODO Designs),
რომელიც ჩვენს სივრცეს საწყისი ეტაპიდან, დღემდე ქმნის და ავითარებს.
ამ ეტაპზე უკვე შეგვიძლია სტუმრების მიღება რამდენიმე განსხვავებულ სივრცეში. მარანს აქვს შესაძლებლობა, ერთდროულად უმასპინძლოს სხვადასხვა ჯგუფს: შესაძლებელია ერთ დარბაზში იმართებოდეს ერთი ღონისძიება, ხოლო მეორეში მეორე.
სივრცეების და შესაძლებლობების გაფართოების შედეგად, სტუმრებს უკვე ვთავაზობთ მომსახურებას ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების გასამართად, როგორიცაა ქორწილები, ნათლობები, დაბადების დღეები და სხვა დღესასწაულები.
ეს არის ჩვენი მთავარი სიახლე მიმდინარე სეზონისთვის. თუმცა, პარალელურად დავიწყეთ სასტუმრო მიმართულების განვითარებაც. პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია და შემდეგი ზაფხულის სეზონისთვის მზად ვიქნებით, რომ სტუმრებს ვუმასპინძლოთ. კერძების მიმართულებით განსაკუთრებული სიახლეები ამ ეტაპზე არ გვაქვს, თუმცა დავამატეთ მეორე ბარი და მენიუში განვათავსეთ ახალი კოქტეილები, რაც დამატებით მრავალფეროვნებას ქმნის.
ახალ სივრცეში გამორჩეული, უნიკალური დიზაინია. გვაქვს ბუხრის კუთხე რბილი დასაჯდომებით, რაც განსაკუთრებით კომფორტულია ცივ სეზონზე, შემოდგომის მიწურულიდან ზამთრის განმავლობაში. ბუხრის სივრცე ყოველთვის დიდი მოთხოვნით სარგებლობდა “, - ამბობს სალომე ლეკიშვილი.
აღსანიშნავია, რომ ობიექტის მიმართ ინტერესი და მოთხოვნა სტაბილურად მზარდია.
„რემონტის გამო ოდნავ დაგვიანებით გავხსენით, თუმცა აშკარად შეინიშნება ვიზიტორთა მატება. გვყავს როგორც ბევრი ადგილობრივი, ქართველი ტურისტი, ასევე მრავლად არიან უცხოელი სტუმრებიც “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
„ჭრებალოს მარანი“ აქტიურად გეგმავს გაფართოებას ტურისტული მიმართულებით და ბუტიკური სასტუმროს შექმნას.
„ჩვენი მიზანი, სასტუმროს მიმართულებით ტურისტული პოტენციალის განვითარებაა. ვგეგმავთ ბუტიკური ტიპის სასტუმროს შექმნას, რომელსაც ექნება უნიკალური დიზაინი. ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენს მარნის სივრცეს, რომლის კონცეფციაც თავიდანვე განსაკუთრებული ვიზუალით გამოირჩეოდა.
კომპანია “დოდო დიზაინსთან” და არქიტექტორ პავლე მაისურაძესთან თანამშრომლობით შეიქმნა ძალიან საინტერესო კონცეფცია. ეს იქნება 8 ერთმანრთისგან სრულიად განსხვავებული დიზაინის ოთახი, რაც შთაგონებულია რაჭის ადგილობრივი ყურძნის ჯიშებით, როგორიცაა თეთრა, მწვანე, ცოლიკაური სხვა. თითოეული ოთახი ატარებს ამ ყურძნის ჯიშების სახელებს.
გვაქვს სურვილი, ერთ სივრცეში შევთავაზოთ სტუმრებს მაქსიმალურად კომფორტული და მრავალფეროვანი მომსახურება. ეს ჩვენი განვითარების მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა.
სასტუმროს შემდეგ კი ვგეგმავთ მომსახურების არეალის კიდევ უფრო გაფართოებას “, - აღნიშნავს სალომე ლეკიშვილი.
ცნობისთვის, „ჭრებალოს მარანი“ სარესტორნო სივრცის გარდა საკუთარ ღვინოსაც ფლობს და აწარმოებს. კომპანიის ღვინო წარმოდგენილია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.