Sanex ქვეყნის მასშტაბით გაფართოებას და ახალი მიმართულების დამატებას გეგმავს - რა არის გადამზიდავი კომპანიის კონკურენტული უპირატესობა
კომპანია Sanex, რომელიც ახორციელებს ამანათების, პირადი გზავნილებისა და ასევე კომერციული ტვირთის საჰაერო, სატვირთო ტრანსპორტირებას მიმდინარე წელს ტვირთბრუნვის გაორმაგებაზე საუბრობს.
როგორც Business Insider Georgia-სთან Sanex-ის დამფუძნებელმა თამარ აბულაძემ განაცხადა, კომპანიამ საქმიანობა 2020 წელს ჩინეთიდან ამანათების ტრანსპორტირებით დაიწყო და ეტაპობრივად სხვადასხვა მიმართულებები დაამატა.
„დღეის მონაცემებით ჩვენს მაგალითზე ყველაზე აქტიური მიმართულება ჩინეთია და მასზე ჩვენი გადაზიდვების თითქმის 80%-ი მოდის.
ყველაზე მოთხოვნადი ჩინეთიდან საჰაერო გზით ტრანსპორტირებაა, რადგანაც კვირაში 3-4 რეისი გვაქვს. აქედან გამომდინარე ეს მომხმარებლების დაინტერესებას და კმაყოფილებას იწვევს. ჩვენ ისეთი ამანათების ტრანსპორტირებას ვახდენთ, რასაც სხვა ბევრი კომპანია ვერ უზრუნველყოფს“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
მისი განმარტებით, Sanex-ს საჰაერო გადაზიდვებით ჩინეთიდან შეუძლია ელემენტების წამოღება, ფოვერბანკების ჩამოტანა, ასევე სუნამოების და სითხეების ჩამოტანა, რასაც სხვა გადამზიდავები ვერ უზრუნველყოფენ.
გადაზიდვების ბაზაზე Sanex-ის კონკურენტულ უპირატესობას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს.
„რამდენიმე პუნქტია .პირველი ის, რომ Sanex უზრუნველყოფს სწრაფ საჰაერო გადაზიდვას და ამისთვის მინიმუმ 3-4 რეისი გაქვს კვირაში. მეორე - არ გაქვს მოცულობითი წონა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დიდი ზომის და გაბარიტების ნივთები ჩვეულებრივად ჩამოგვაქვს. ჩვენ ტვირთი ჩამოგვაქვს რეალური წონით. მესამე არ გვაქვს „პინის“ ბარიერები, მომხმარებლები მოდიან, გვეკონტაქტებიან. მეოთხე - გვაქვს ფილიალების მზარდი ქსელი“, - აცხადებს Sanex-ის დამფუძნებელი.
Sanex-ი სერვისების გაფართოებაზე ინტენსიურად მუშაობს და ბოლო პერიოდში კომპანიამ საქართველოდან ევროპის მიმართულებით ამანათების ტრანსპორტირების სერვისი დაამატა.
„საკმაოდ კომფორტულ სერვისს ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს. მოდიან ოფისში, გვაბარებენ ამანათებს და ჩვენ უზრუნველყოფთ შემდგომ მის ადგილზე 1 კვირაში ჩატანას“,- აცხადებს თამარ აბულაძე.
Sanex-ის გეგმებში შედის ასევე, სერვისებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა, საიტის განახლება და ასევე მობილური აპლიკაციის ჩაშვება.
Sanex-ი ინფრასტრუქტურის გაფართოებასაც განაგრძობს და სექტემბერში თბილისში რიგით მესამე ოფისს დაამატებს. ასევე გეგმებშია ახალი მიმართულებების დამატება, რაზედაც კომპანია ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
აღსანიშნავია, რომ Sanex-ი თანამშრომლობს ყველაზე გამოცდილ და სანდო სატვირთო ავიაკომპანიებთან. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს მისამართს ჩინეთის და თურქეთის საწყობში, სადაც ხდება ამანათების შეჯგუფება, გადაფუთვა და შემდგომ მათი უსაფრთხო ტრანსპორტირება საქართველოში.
ჩამოსული ამანათების გატანა შესაძლებელია კომპანიის თბილისის ოფისებიდან, ასევე ბათუმისა და ქუთაისის ფილიალებიდან, ან საკურიერო მომსახურების მიღება მთელი საქართველოს მასშტაბით.
Sanex-ის ფილიალების მისამართებია
თბილისი, დიღმის მასივი 3კვ 3კორპ
სამუშაო საათები: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 11:00-18:00 საათამდე
შაბათს: 11:00-17:00 საათამდე.
593 809 809
თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალის N 30ა
სამუშაო საათები: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 11:00-18:00 საათამდე
შაბათს: 11:00-17:00 საათამდე.
593 809 809
თბილისი, მოსკოვის გამზირი 29დ
სამუშაო საათები: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 11:00-18:00 საათამდე
შაბათს: 11:00-17:00 საათამდე.
510 003 350
ქუთაისი, თამარ მეფის ქ. #53
სამუშაო საათები: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 11:00-18:00 საათამდე
შაბათს: 11:00-17:00 საათამდე.
514 809 809
ბათუმი, დ. თავდადებულის #67
სამუშაო საათები: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 11:00-18:00 საათამდე.
შაბათს: 11:00-17:00 საათამდე.
557 809 809
ზუგდიდი, ც. დადიანის ქ. #1
სამუშაო საათები: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 11:00-18:00 საათამდე.
შაბათს: 11:00-17:00 საათამდე.
514 10 20 20
რუსთავი, მესხიშვილის ქ. #16/47
სამუშაო საათები: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 11:00-18:00 საათამდე.
შაბათს: 11:00-17:00 საათამდე.
514 10 20 70
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
23.07.2025.12:00
ბლუმი • Bloom არის ქართული ბრენდი, რომელმაც ბაზარზე ოპერირება სულ ახლახანს დაიწყო და მომხმარებელს ახალშობილებისთვის და მათი მშობლებისთვის საჭირო სასაჩუქრე ბოქსებს სთავაზობს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს სოფიო მუზაშვილს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
Bloom არის ახალი ქართული ბრენდი, რომელიც ახალშობილთა მშობლებისთვის შექმნილ სასაჩუქრე ბოქსებს აწარმოებს. ჩვენს ბოქსებში თავს იყრის ნივთები და სერვისები, რომლებიც ეხმარება მშობლებს ბავშვის დაბადების შემდგომ მენტალური და ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
ბაზარზე ოპერირება დავიწყეთ სულ რამდენიმე კვირის წინ და ამ ეტაპზე ვმუშაობთ მხოლოდ ონლაინ რეჟიმში.
ბრენდი შეიქმნა ზრუნვის, სითბოსა და მხარდაჭერის იდეის გარშემო. გამომდინარე იქედან, რომ მე თავად ვარ ორი შვილის დედა, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვის გაჩენის შემდეგ ოჯახის წევრების, მეგობრებისა და ახლობლების დახმარება, მხარდაჭერა და მზრუნველობა. თითოეული ბოქსი ქმნის განცდას რომ მშობლები მარტო არ არიან, რომ მათზე ზრუნავენ. ეს არის საუკეთესო საჩუქარი მათთვის, ვინც ახლახანს შეუდგა მშობლობის სასიამოვნო, მაგრამ მეტად რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს.
როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?
ამ ეტაპზე გვაქვს სამი სახის ბოქსი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან კომპლექტაციით, დიზაინითა და ფასით. ესენია :
თითოეული ნივთი და სერვისი, რომლებსაც ჩვენს ბოქსებში იხილავთ, დიდი სიფრთხილით არის შერჩეული. საკუთარ და სხვის გამოცდილებაზე დაკვირვებით, ასევე პროფესიონალების რჩევის გათვალისწინებით ჩამოვყალიბდით ისეთ ნივთებზე და სერვისებზე, რომლებიც მშობლებს დაეხმარება ბავშვის მოვლაში, დასვენებაში, სტრესის მოხსნასა და განტვირთვაში. მაგალითად: პერსონალური განვითარების ქოუჩის ვაუჩერი, რომლის საშუალებითაც ისინი კვალიფიციურ რჩევებს მიიღებენ მათთვის მეტად მნიშვნელობან საკითხებზე; იოგას მასტერკლასის ვაუჩერი ჩვენ გვჯერა რომ, მშობლის მენტალური ფიზიკური ჯანმრთელობა მეტად მნიშვნელოვანია ბავშვის სწორი აღზრდისათვის; კერამიკის მასტერკლასი წყვილებისთვის, რაც მათ საშუალებას მისცემს ბავშვის გაჩენის შემდეგაც დაუთმონ დრო პარტნიორულ ურთიერთობებს; ვიდეო ძიძა, რომელიც ეხმარება მშობლებს ბავშვის მოვლის ყოველდღიური რუტინის გამარტივებაში; წიგნები, რომლებიც მშობლების მრჩეველები გახდებიან შვილებთან ჯანსაღი ურთიერობების ჩამოყალიბების საკითხებში; პრემიუმ ხარისხის თავის მოვლის საშუალებები. ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმ საჭირო და საინტერესო ნივთებისა, რასაც ჩვენს ბოქსებში აღმოაჩენთ.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
BLOOM-ის მთავარი უპირატესობა მისი სიღრმე და შინაარსია. ჩვენ არ ვყიდით შემთხვევით ნივთებს, როგორიც შეიძლება იყოს ეტლი, ბავშვის ტანსაცმელი ან საწოვარა ბოთლი, რაც ისედაც გავრცელებული და ბანალური საჩუქარია. გვინდოდა, რომ თავად მშობლებისთვისაც და სხვებისთვისაც შეგვეხსენებინა რომ ამ დროს ბავშვზე არანაკლებ მნიშვნელობანი მშობელი, მისი ფსიქო-ემოცური და ფიზიკური მდგომარეობაა. ჩვენ ვქმნით გამოცდილებას, რომელიც რეალურად ეხმარება ახალბედა მშობლებს. ბოქსები გამოირჩევა ელეგანტური, დახვეწილი სასაჩუქრე დიზაინით, რაც იძლევა სიხარულის და კმაყოფილების განცდას, პროდუქტი თავისი ვიზუალითაც და შინაარსითაც იდეალურია მათთვის, ვინც ეძებს გააზრებულ, საჭირო და გამორჩეულ საჩუქარს ოჯახის წევრისთვის, მეგობრისთვის, თანამშრომლისთვის თუ პარტნიორისთვის, რომელიც დგას ახალი გამოწვევის წინაშე. BLOOM-ის ჩუქებისას თქვენ ჩუქნით სითბოს, მზრუნველობას, მხარდაჭერასა და სიყვარულს.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
მიზნად გვაქვს ფიზიკური გაყიდვების წერტილის დამატება. ასევე ვაპირებთ ახალი ბოქსების ხაზის დამატებას, რომლებიც სხვადასხვა თემატიკასა და საჭიროებას მოიცავს, მათ შორის შეიძლება იყოს ბოქსები ორსულებისთვის, ბავშვის პირველი დაბადების დღისთვის და ა.შ.
გრძელვადიან პერიოდში გვინდა BLOOM გახდეს ასოციაცია- ორსულების, მომავალი მამების და ახალბედა მშობლების თავშყრის ადგილი, სადაც ისინი თავის გამოცდილებას გაუზიარებენ ერთმანეთს. მათ გვერდით იქნებიან პროფესიონალები პედიატრები, ფსიქოლოგები, გინეკოლოგები, ძიძები და ა. შ. რომლებისგანაც მშობლები მიიღებენ სანდო და კვალიფიციურ ინფორმაციას მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. გაეცნობიან თანამედროვე მიდგომებს ბავშვის გაზრდასთან და მშობლების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. დაიგეგმება ტრენინგები, ჯგუფური შეხვედრები და თემატური ღონისძიებები. გაიზრდება ცნობიერება იმასთან დაკავშირებით, რომ მშობლობა მხოლოდ მოვალეობა კი არა, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული, უანგარო სიყვარულით სავსე პროცესია, რომელიც უკეთეს საზოგადოებას ქმნის.
ცნობისთვის, ამჟამად მომხმარებლებს ბოქსების შეძენა მხოლოდ ონლაინ შეუძლიათ.