მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7069.8
-0.0064
flag
AZN 1.5907
-0.0015
flag
CNY 37.678
-0.0029
flag
EUR 3.1366
-0.0166
flag
GBP 3.6275
-0.018
flag
KZT 50.32
-0.0002
flag
TRY 0.066
-0.0001
flag
USD 2.7051
-0.0017

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბახმაროს თასი 2025 გაიმართება

news image

საქართველოს ბანკი, პარტნიორი ბიზნესებისა და მათი ინიცირებული პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, გასული წლების მსგავსად, ბანკი „ბახმაროს თასის“ მთავარი მხარდამჭერია.

„ბახმაროს თასი“ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ისტორიული სპორტული ღონისძიებაა, რომლის ტრადიციას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. ბახმაროში დოღზე მონაწილეობას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან არაერთი მხედარი იღებს, სანახაობას კი ათობით ათასი სტუმარი ესწრება.

გამარჯვებულები ოთხი გარბენის ფარგლებში გამოვლინდებიან:

• „ნაბეღლავის თასი“;

• „გურიის თასი“;

• „გმირების თასი“;

• „ბახმაროს თასი“ მარულა;

„საქართველოს ბანკი უკვე მრავალი წელია, „ბახმაროს თასს“ მხარს უჭერს. მსგავსი ინიციატივები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისა და სპორტის პოპულარიზაციისთვის. გვახარებს, რომ როგორც მონაწილეების, ისე მაყურებლების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მსგავსი საინტერესო პროექტების მხარდაჭერას,“ – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

დოღი 19 აგვისტოს, 13:00 საათზე, მდინარე ბახვისწყლის მიმდებარედ დაიწყება. ღონისძიება წყაროს წყალი „ბახმაროს", „ნაბეღლავისა" და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ბავშვთა საერთაშორისო ტურნირი “თენ-პრო საქართველო და კოკა-კოლას თასი” 23 აგვისტოდან - 31 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება

23.08.2025.19:14

ბავშვთა საერთაშორისო ტურნირი “თენ-პრო საქართველო და კოკა-კოლას თასი”, ლეილა მესხის ჩოგბურთის კორტებზე, 2025 წლის  23 აგვისტოდან - 31 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. შეჯიბრება ,,საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცის”, კომპანია “კოკა-კოლა  ბოთლერს ჯორჯიასა”  და  თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება. 

“კოკა-კოკა ბოთლერს ჯორჯია” საერთაშორისო ტურნირის მთავარი მხარდამჭერია, რითაც ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის გრძელვადიან ტრადიციას აგრძელებს. კომპანია ხელს უწყობს ახალგაზრდების  სპორტულ განვითარებას და აქტიური, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. “კოკა-კოლა” ათწლეულებია, როგორც გლობალურად ისე ქვეყნის მასშტაბით, მხარს  უჭერს საერთაშორისო ტურნირებსა და სპორტულ ღონისძიებებს. ეს არის კომპანიის ურყევი დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა - ახალი თაობის წარმატებისა და ჯანსაღი საზოგადოების მშენებლობისადმი. ტურნირზე “კოკა-კოლასთან” ერთად წარდგენილია, ნატურალური, მინერალური წყალი  “მთის”.

საერთაშორისო ტურნირის გახსნის ცერემონიალი ლეილა მესხის ჩოგბურთის კორტებზე 23 აგვისტოს გაიმართება. 24 აგვისტოდან კი თამაშები დაიწყება.  ერთი კვირის განმავლობაში შეჯიბრება ერთეულთა თანრიგში, 10-დან 16 წლამდე ბავშვებში, როგორც ვაჟებში ასევე გოგონებში გაიმართება. თამაშები წრიული სისტემით წარიმართება. თითოეული მონაწილე მინიმუმ 4 თამაშზე იასპარეზებს.  ტურნირის ფარგლებში შესაძლებელი იქნება  2 ასაკობრივ  კატეგორიაში თამაში. ამ შემთხვევაში ჩოგბურთელი 8 მატჩს ითამაშებს.

საერთაშორისო შეჯიბრებაში 17 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. საჩოგბურთო ტურნირის მონაწილე ქვეყნები არიან:  საქართველო, უკრაინა, აშშ,  ესპანეთი, გერმანია, ნიდერლანდები, აზერბაიჯანი, თურქეთი, ეგვიპტე, ქუვეითი, ისრაელი, რუსეთი, თურქმენეთი, ყაზახეთი, ინდოეთი, პაკისტანი და კვიპროსი.

ფინალური მატჩების შემდეგ,  საერთაშორისო ტურნირი 31 აგვისტოს დაჯილდოების ცერემონიალით დაიხურება. პროექტის მიზანია: ჩოგბურთის განვითარების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ახალგაზრდა ჩოგბურთელების ოსტატობისა  ამაღლება და  სპორტული ტურიზმის განვითარება.

ბავშვთა საერთაშორისო ტურნირი “თენ-პრო საქართველო და კოკა-კოლას თასი”, 2025 წლის საჩოგბურთო ტურნირების მესამე და დასკვნითი ეტაპია. იქამდე ლეილა მესხის ჩოგბურთის კორტებმა საერთაშორისო შეჯიბრებას ივნისსა და ივლისში უმასპინძლა.  მასში 15 ქვეყნიდან, 270 - მა ჩოგბურთელმა მიიღო  მონაწილეობა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა