შეკვეთილში მდებარე HOTEL Sea-Line-მა „გემო ფესტზე“ გურული სამზარეულოს ორიგინალური ვარიაციები წარადგინა
გურიაში გამართული გასტრონომიული ფესტივალის „გემო ფესტის“ ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე სასტუმრო HOTEL Sea-Line გახდა, რომელმაც სტუმრებს გურული ტრადიციული გემოები ახლებურად გააცნო.
სასტუმროს შეფმზარეულმა, მათე ყურაშვილმა, ფესტივალისთვის სპეციალურად შექმნილი კერძები წარადგინა.
„გემო ფესტისთვის“ სპეციალურად მოვამზადე შებოლილ კარაქში შემწვარი კალმახი, ცხარე ნესვის სალსასა და ბრინჯის ბურბუშელასთან ერთად. დესერტად გვქონდა გურული ჩაის ნაყინი და ფეიხოას ნაყინი – გურიისთვის დამახასიათებელი გემოების კომბინაცია. ასევე წარმოვადგინე გამომცხვარი მჭადი, რომელიც გურულ აჯიკაზე იყო დამზადებული და კეჟერა ფხალთან ერთად მივაწოდეთ სტუმრებს,“ – ამბობს მათე ყურაშვილი.
მისი თქმით, გურიაში ფხალეულის მრავალფეროვანი არჩევანია, თუმცა კეჟერა განსაკუთრებული იყო, რადგანაც ამ დროს მისი სეზონი არ არის და მხოლოდ დამწნილებული ფორმით მოიპოვება, რაც კერძს განსაკუთრებულ გემოს სძენს.
„გაყიდვები საკმაოდ კარგი გვქონდა. არ ველოდი, რომ ფესტივალზე ასეთი რაოდენობის ხალხი იქნებოდა. ეს პლატფორმა პირველ რიგში მეწარმეებისთვისაა კარგი - მათი პროდუქტების და იდეების პოპულარიზაციისთვის, ტურისტების მოსაზიდად და გამოცდილების გასაღრმავებლად, როგორც ჰორეკა სექტორში, ასევე ტურიზმის მიმართულებით“, - ამბობს Sea-Line-ს შეფმზარეული.
მათე ყურაშვილის თქმით, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე სასტუმრო საკმაოდ დატვირთული იყო, თუმცა „გემო ფესტში“ მონაწილეობამ მისი ცნობადობა კიდევ უფრო გაზარდა.
„მოსალოდნელია, რომ ფესტივალის შემდეგ უფრო მეტ სტუმარს მივიღებთ“, - ამბობს Sea-Line-ს შეფმზარეული.
აღსანიშნავია, რომ 23-24 აგვისტოს შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გასტრონომიული ფესტივალი „გემო ფესტი“ გაიმართა.
ფესტივალში მონაწილეობის მსურველებს გამოცდილმა შეფმზარეულებმა ტრენინგი ჩაუტარეს და შედეგად 13 მონაწილე შეირჩა ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებიდან.
მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წარმოედგინათ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი გურული კერძები, რომლებიც ფესტივალის სტუმრებმა დააგემოვნეს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
27.08.2025.18:00
MEMO • მემო არის ბრენდი, რომელიც „Georgia Start Here“-ის ფარგლებში შეიქმნა და მისი მიზანია საქართველოს სილამაზისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და გაზიარება უნიკალური, ხელნაკეთი ქმნილებების საშუალებით. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელსა და დირექტორს ალექსანდრე სუსარეიშვილს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და
რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
MEMO • მემო -ს ბრენდი Georgia Starts Here-ის ფარგლებში შეიქმნა და მისი მიზანია საქართველოს სილამაზისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება უნიკალური ქართული ხელნაკეთი (ტექსტილი, კერამიკა, სამკაულები და სხვა მრავალი) კოლექციებით. „მემოს“ დაბადების იდეა 2024 წლის ბოლოს გაჩნდა და განხორციელების ეტაპს მალევე შევუდექით. უკვე 2025 წლის ივნისის თვეში კი ფიზიკური მაღაზიაც გამოჩნდა კოტე აფხაზის 31 ნომერში.
ნებისმიერი სტუმარი ვინც გვეწვევა აუცილებლად იპოვის მისთვის საინტერესო, საქართველოს სიყვარულით შექმნილ ნივთს. ჩვენ ვთანამშრომლობთ კერამიკის ცნობილ სტუდიებთან და მათთან ერთად ვქმნით ექსკლუზიურ პროდქუციას, რომელიც ხელმისაწვდომი მხოლოდ „მემოს“ მაღაზიაშია.
აქსესუარების, თუ სამკაულების ხაზი იმდენად ლამაზი და მრავალფეროვანია შეუძლებელია გულგრილად ჩაუარო. ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ კოლექციების განახლებისთვის ჩვენს პარტნიორებთან ერთად, უამრავ იდეას ვამუშავებთ რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული შესაბამისი მიმართულებები განვავითაროთ.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
ძალიან საინტერესო ტენდეციები იკვეთება ამ მხრივ, რამდენდაც მაღაზია კოტე აფხაზის 31 ნომერში მდებარეობს და ყველამ ვიცით ეს ქუჩა ტურისტულად აქტიური ზონაა, მოლოდინი რა თქმა უნდა იყო რომ უცხოელი სტუმრები ბევრი გვეყოლებოდა და ასეც არის, მოთხოვნა მაღალიაა განსახვებული ფორმის, დიზაინის კერამიკაზე, აქსესუარებზე, რომელიც ზომიერად ატარებს, როგორც ქართულ ტრადიციულ ისე თანამედროვე ელემენტებს. თუმცა ჩვენი მიზანი იყო პირველ რიგში ქართველებთან დავმეგობრებულიყავით და გვიხარია, რომ ყოველდღიურად იზრდება ქართველი ვიზიტორების რაოდენობა მაღაზიაში. ასევე MEMO- ს აქვს ონლაინ მაღაზიაც და ონლაინ გაყიდვების ზრდაც შეინიშნება. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს არაჩვეულებრივ მარკეტინგის გუნდს. ისინი ძალიან ბევრს მუშაობენ რომ თითოეული ნაკეთობა ონლაინ სივრცეში მთელი სილამაზით იყოს წარმოჩენილი, მიუხედავად ამისა, ყველას ვინც სოციალური მედიიდან გვიკავშირდება ვურჩევთ ფიზიკურად გვესტუმრონ მაღაზიაშია რათა მაღაზიაში არსებული კონფეცფია შეიგრძნონ, რადგან ამ გარემოს შექმენაზე ბევრი ვიმუშავეთ.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
პირველ რიგში კონცეფციას, MEMO • მემო ბრენდია რომელიც ისტორიას ჰყვება. ის შექმნილია საქართველოს სიყვარულით და ყველაფერი რაც „მემოსთვის“ იქმნება შთაგონებულია ჩვენი ქვეყნის დიდი ისტორიით.
ამასთანავე, ჩვენ შევძელით ერთ სივრცეში გაგვეერთიანებინა სხვადასხვა უნიჭიერესი ხელოვანის ნამუშევარი, რომელიც ასევე სიყვარულით ქმნის თითოეულ ნივთს, აქსესუარს, სამკაულს. ჩვენს პარტნიორებთან ყოველი კომუნიკაცია ახალი იდეების დაბადებას ნიშნავს, მუდამ რაღაცას ვგეგმავთ, ვავითარებთ და ყველას მხოლოდ ერთი რამ აერთიანებს, სიყვარული საქართველოსადმი.
აქვე აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ უშუალოდ ჩვენი მეორე კომპანია Georgia Starts Here, რომლის ფარგლებშიც დაიბადა MEMO.
ეს არის ინგლისურენოვანი პლატფორმა, სადაც საქართველოზე ვყვებით, როგორც ქართველებისთვის ასევე უცხოელებისთვის. თითოეული ვიდეო თუ ფოტო რომელსაც ჩვენი გადამღები ჯგუფი ქმნის საოცარი ენერგიის და მუხტის მატარებელია. „მემოს“ მაღაზიაში ასევე ნახავთ Georgia Starst Here -ის გუნდის მიერ შექმნილ პროდუქციას, პოსტერებს, მაგნიტებს, პოსტქარდებს, რომელიც უნიკალურია და თითქმის 6 თვიანი მუშაობის შედეგად შექმნეს ჩვენმა ილუსტრატორებმა.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
ვგეგმავთ მეორე მაღაზიის გახსნას ბათუმში და ამაზე უკვე აქტიურად ვმუშაობთ. ამასთანავე, ძალიან გვინდა „მემოს“ ბრენდის გატანა ქვეყნის გარეთ და ამ მიმართულებითაც აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები. მუდმივად ვავითარებთ ახალ კოლექციების იდეებს და ამჟამად უკვე ვემზადებით ახალი წლისთვის. MEMO -ში განსხვავებული, ზღაპრული ახალი წელი უნდა მოვიდეს, სადაც სტუმრებს ექნებათ შესაძლებელობა უნიკალური ხელნაკეთი საახალწლო სათამშოები და დეკორაციები შეიძინონ, ახალი წელი ხომ ჯადოსნურია და „მემოს“ პირველი ახალი წელიც ასეთი გვინდაიყოს.
შემოდგომაზე კიდევ ერთ დიდ სიურპრიზს შევთავაზებთ მომხმარებლებს. გადავწყვიტეთ ყველასთვის საყვარელი ქართველი მომღერლებისა და კომპოზიტორების შემოქმედების ვინილის ფირფიტებზე გაცოცხლება. 3 წლის განმავლობაში 10 ალბომი გამოვა ლიმიტირებული რაოდენობით. პირველი ალბომი კი გოგი დოლიძის დაუვიწყარი შემოქმედება იქნება. ამ მიმართულებით უკვე ვმუშაობთ და სულ ცოტა დარჩა როცა ფიზიკურად ვინილის ჩანაწერი ხელმისაწვდომი გახდება. წინ საკმაოდ ბევრი გეგმა გვაქვს.
ცნობისთვის, დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კომპანიის საიტს ესტუმრონ : https://memories.ge/ka-ge/.