თიბისი კონცეპტის ტრადიციულად მრავალფეროვანი- Back To School შეთავაზებები
სექტემბერი თითქმის ყველასთვის ახალ დასაწყისების თვეა, ამიტომ Back To School კამპანიის ფარგლებში, თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს შეთავაზებები, ტრადიციულად, მრავალფეროვან კატეგორიებში მოუმზადა.
6-7 სექტემბერს, 50-მდე პარტნიორ ობიექტში, თიბისის პოს-ტერმინალზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით გადახდისას, თანხის 40%, ჯამში მაქსიმუმ 200 ლარი, მომენტალურად დაგიბრუნდებათ.
ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, ტექნიკა - შეთავაზებები დაგხვდებათ პარტნიორი ობიექტების ყველა იმ კატეგორიაში, რაც სექტემბერში განსაკუთრებით გჭირდებათ.
ობიექტების ჩამონათვალი, სადაც 6-7 სექტემბრის Back To School შეთავაზებით ისარგებლებთ:
Bata, Bambino, AW-Lab, Geox Studio, Shoes Gallery, Ecco, Corso, Okaidi, Replay, Jacadi, Scarpiera, Pepe Jeans, Mayoral, Original Marines, Dressarium, Dressarium Kids, Shoes Loft, Dan John, Adidas, Nike, Puma, Giordano, Under Armour, Topsport, Crocs, OVS/OVS kids, Matalani, Xiamo/icity, Wortmann, Salamnder, iSpace, Espacho, Superdry, Kids Gallery, Lee, Wrangler, Vero Moda, Jack & Jones, Hummel, Gstar, Grayder, Bershka, Stradivarius, Pull & bear, Mango, Mango kids, Zippy, Aldo, Parfois, Kiko Milano, Charles & Keith.
თუ ყველა სასურველი ნივთის შესაძენი თანხა 6-7 სექტემბრისთვის არ გაქვთ გათვალისწინებული, იდენტური შეთავაზება მოქმედებს ერთგულ საკრედიტო ბარათზეც, რომლის აღება და დამტკიცება უკვე რამდენიმე წუთში, თიბისის მობაილბანკიდანაც შეგიძლიათ.
შეთავაზების დამატებითი პირობები იხილეთ ბმულზე.
გახდით კონცეპტ მომხმარებელი, ისარგებლეთ პრივილეგირებული საბანკო მომსახურებით და მუდმივად გამორჩეული შეთავაზებებით!
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
07.08.2026.18:24
1-ლი სექტემბრიდან ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები შეღავათიანი ტარიფებით ისარგებლებენ.
აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მოსწავლეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა სრულად უფასო იქნება, ხოლო სტუდენტები მგზავრობის საფასურზე 50%-იან შეღავათს მიიღებენ.
შეღავათიანი ტარიფით სარგებლობა შეუძლიათ იმ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი აქტიური სტატუსი და ფლობენ საქართველოს ბანკის sCool Card ან Student Card. ბარათების მფლობელებისთვის შეღავათი პირველი სექტემბრიდან ავტომატურად გააქტიურდება.
ინფორმაციისთვის, ქუთაისის უმაღლეს სასწავლებლებში წელს ჩარიცხული სტუდენტები შეღავათიანი ტარიფით სარგებლობას სტუდენტური სტატუსის გააქტიურებისთანავე შეძლებენ.
მომხმარებლებს, რომლებსაც საქართველოს ბანკის sCool Card ან Student Card ჯერ არ აქვთ, მისი შეკვეთა, ონლაინ, მარტივად, რამდენიმე წამში მობილბანკიდან და sCoolApp-დან არის შესაძლებელი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.