მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7076.2
0.0339
flag
AZN 1.5922
0.0045
flag
CNY 37.707
0.0084
flag
EUR 3.1532
0.0082
flag
GBP 3.6455
0.0018
flag
KZT 50.34
0.002
flag
TRY 0.0661
0.0001
flag
USD 2.7068
0.0068

წელს პირველად მივიღეთ სტუმრები ამერიკიდან - Nika Hotel and Club

news image

Nika Hotel and Club გაფართოვდა. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს სასტუმროს დამფუძნებელმა ლარისა გავრილიუკმა განუცხადა.

„ამ სეზონზე დავამატეთ ორი ახალი კოტეჯი და ასევე ფოტო ზონა. ამ ეტაპზე ვმუშაობთ სტუმრების ტრანსპორტირების სერვისის დამატებას, რომელიც მოხდება ბათუმიდან “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

კომპლექსს სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ. გასულ წელთან შედარებით, კონტიგენტი შეცვლილია.

„სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, კონტიგენტი გარკვეულწილად შეიცვალა. წინა წელთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა რუსულენოვანი სტუმრების რაოდენობა. ,ისრაელიდან ვიზიტორთა რაოდენობა უცვლელი დარჩა, ხოლო დამატებით, ამ სეზონზე მნიშვნელოვნად გაიზარდა სტუმრების რაოდენობა საუდის არაბეთიდან. აქამდე ძირითადი ვიზიტორები ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის ქვეყნებიდან გვყავდა. ასევე, ზრდა დაფიქსირდა დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსულ სტუმრებშიც. გარდა ამისა, წელს პირველად მივიღეთ ვიზიტორები ამერიკიდან, რაც წინა წლებში არ ყოფილა “, - აცხადებს ლარისა გავრილიუკი.

ცნობისთვის, ტურისტული კომპლექსი შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩანჩხალოში მდებარეობს. სასტუმრო კომპლექსში 5 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმეტესობა ადგილობრივია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სექტემბრის ბოლომდე კოტეჯი სრულად დაჯავშნილია - მზიანი•Sunny

21.08.2025.18:00

მზიანი•Sunny არის ადგილი სადაც შესაძლებელია დროის მშვიდად გატარება და დასვენება. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს თამარ ველთაურს ესაუბრა.

„საქმიანობა 2019 წლიდან, კოვიდის პერიოდში დავიწყეთ და სწორედ მაშინ გავხსენით სამკუთხედი ქოხი. იმ პერიოდში საქართველოში მსგავსი ტიპის სივრცე ძალიან იშვიათი იყო, შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ 2-3 არსებობდა. გათვლა სწორად გავაკეთეთ, რადგან საზღვარგარეთ მოგზაურობა შეზღუდული იყო და სწორედ ეს გახდა ჩვენი უპირატესობა. ქოხი თებერვალში გავხსენით და გახსნის დღიდანვე მე და ჩემი მეუღლე აქტიურად ვმონაწილეობდით ყველაფერში. მთელი თვე სრულად დაჯავშნილი გვქონდა.

დიდ მოთხოვნას რამდენიმე მიზეზი განაპირობებდა: ერთის მხრივ, ეს იყო სრულიად ახალი გამოცდილება, მეორეს მხრივ კი ლოკაცია. ქოხი დუშეთში, ბაზალეთის ტბასთან ახლოს მდებარეობს, საოცარი ხედით. იმ ზამთარს თოვლიც დაემთხვა და გარემო კიდევ უფრო ზღაპრული გახდა.

ფასიც ხელმისაწვდომი გვქონდა, ორი ადამიანისთვის 130 ლარი. დამატებითი უპირატესობა იყო სიახლოვე თბილისთან. სტუმრებს თავად ვხვდებოდით, სივრცეს ჩვენვე ვუვლიდით და მაქსიმალურად ვიყავით ჩართულები ყველა პროცესში “, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.

კოტეჯი აღჭურვილია ყველა აუცილებელი საშუალებით, რათა სტუმრებმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ.

„კოტეჯში არის ყველაფერი სტუმრების კომფორტისთვის: გათბობა, გაგრილება, ტელევიზორი, მაცივარი, გაზქურა, სარეცხის მანქანა, ჭურჭელი, 8 ადამიანისთვის განკუთვნილი თეთრეული და პირსახოცები.

საერთო ფართი შეადგენს 40 კვ.მ. გამოყოფილია სამზარეულოს კუთხე, სველი წერტილი, მისაღები სივრცე, საძინებელი.

გარდა ამისა, ყოველდღიურად ვეკითხებით სტუმრებს, ხომ არ აკლიათ რაიმე, რათა გავითვალისწინოთ.

20 სექტემბრამდე ჯავშნები მთლიანად შევსებულია. ახლახანს დავამატეთ ჯაკუზი, რის პარალელურადაც სტუმრებს ვთავაზობთ ხალათებს, შეზლონგებს და ეზოში მოწყობილ ფანჩატურს. მეტი უსაფრთხოებისთვის ეზოში დამონტაჟებულია კამერებიც “, - აღნიშნავს თამარ ველთაური.

მოთხოვნა „მზიანის“ მიმართ სტაბილურად მზარდია. სექტემბრის ბოლომდე კოტეჯი სრულად დაჯავშნილია.

„მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და სტაბილურად იზრდება. მიუხედავად დიდი კონკურენციისა, ვფიქრობ, ჩვენი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ თავადვე ვართ პროცესში ჩართულები და მაქსიმალურად ვდებთ ენერგიასა და რესურსს. სექტემბრის ბოლომდე კოტეჯი სრულად დაჯავშნილია “, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი.

ცნობისთვის, 1 დღე-ღამის ფასი 2 ადამიანზე 150 ლარი, 3-4 ადამიანზე 250 ლარი, 5-6 ადამიანზე 350 ლარი, 7-8 ადამიანზე კი 400 ლარია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა