მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7027
-0.0076
flag
AZN 1.5878
-0.0012
flag
CNY 37.564
-0.0023
flag
EUR 3.1317
0.0133
flag
GBP 3.5944
0.0038
flag
KZT 50.23
0.0002
flag
TRY 0.0664
0
flag
USD 2.6993
-0.002

ვოლვო EX30 ბათუმში - „ვოლვო ქარ საქართველოს“ ახალი ინსტალაცია

news image

ბათუმის ცენტრში „ვოლვო ქარ საქართველოს“ კრეატიული ინსტალაცია გამოჩნდა. კომპანიამ უახლესი მოდელი, Volvo EX30, მომხმარებელს ამჯერადაც საინტერესო ფორმით გააცნო და ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით საზღვაო თემატიკა გამოიყენა.

„ვოლვო ქარ საქართველოს“ ინსტალაციები, როგორც ყოველთვის, საუკეთესოდ ასახავს ბრენდის იდენტობას, მეორე მხრივ კი კარგად ერგება გარემოსა და რეალობას. ამ შემთხვევაში, გამჭვირვალე ყუთი, რომელშიც ყველაზე კომპაქტური და ეკომეგობრული SUV განთავსდა, მედუზების ვიზუალებითგაფორმდა, რამაც „ვოლვო“ ბათუმთანაც დააკავშირა და წარმოაჩინა ამ ბრენდის ავტომობილების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა - გამძლეობა, რომლის სიმბოლოც სწორედ მედუზაა.

ეკა კევლიშვილი, „ვოლვო ქარ საქართველოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ბათუმშივოლვო EX30-ის წარდგენა ბათუმისთვის ავთენტიკურად და კრეატიულად წარიმართა.  გვსურდა, უახლესი ინსტალაცია ზაფხულის სეზონისთვის წარგვედგინა. ჩვენი მიზანი იყო, გამჭვირვალე ყუთი მხოლოდ ვიზუალური სრულყოფილების გამო კი არ გაგვეფორმებინა, არამედ ეს უნდა ყოფილიყო კონკრეტული შინაარსის მატარებელი. სწორედ ამიტომ ავიღეთ ზღვის თემატიკა და დიზაინში მედუზები შემოვიტანეთ, რისი საშუალებითაც ინსტალაცია ბათუმისთვის ათენტიკური გავხადეთ. გარდა ამისა,გამოვხატეთ „ვოლვოს“ სათქმელიც - მედუზა გამძლობასთან და ხანგრძლივ ცხოვრებასთან ასოცირდება. ინსტალაცია მოქალაქეებისთვის ძალიან მიმზიდველი და სანახაობრივი გამოვიდა, რასაც მის ირგვლივ ყოველდღიურად შეკრებილი ადამიანების რაოდენობა ადასტურეს“.

„ვოლვო EX30-ის ინსტალაციის განთავსების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილია გარემოზე ზრუნვა, რადგან ეს არის 100%-ით ეკომეგობრული, სრულად ელექტრული ავტომობილი, ნულოვანი გამონაბოლქვით. ამ გზით ბრენდი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად მნიშვნელოვანია ეკოლოგიაზე, გარემოსა და მდგრად განვითარებაზე ზრუნვა. მდგრადობა შვედური ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა და „ვოლვოს“ ელექტრომობილი ამას ძალიან კარგად ასახავს. 

შვედური ბრენდის სხვა ავტომობილების მსგავსად, EX30 აღჭურვილია ვოლვოს უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით. აქვს საკმაოდ მოცულობითი სალონი. წარმოდგენილია როგორც ორი, ისე ოთხივე წამყვანი თვლით. 

მოსახერხებელი ზომით, ჭკვიანი ტექნოლოგიითა და სხვადასხვა კონფიგურაციით „ვოლვო EX30ყველაზე თანამედროვე და ახალგაზრდული მოდელია. ელექტრომობილში ჩაშენებულია ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიები, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება, რა თქმა უნდა, უსაფრთხოებას ექცევა. აქვს ციფრული გასაღების ფუნქცია, რაც საკმაოდ მოსახერხებელს ხდის ავტომობილის სხვებთან გაზიარებას. 

ელექტრომობილს სრული დამუხტვით 500 კმ-მდე მანძილის დაფარვა შეუძლია და შორ გზებზე გადაადგილებისას, განსაკუთრებით საკურორტო სეზონებზე, ძალიან მოსახერხებელია.

აღსანიშნავია, რომ „ვოლვო ქარ საქართველო“ ამ მოდელზე მომხმარებელს სპეციალურ ფასს სთავაზობს - Volvo EX30 - EXT Range – Plus-ის შეძენა 38 500 ევროს ნაცვლად შესაძლებელია 29 900 ევროს ეკვივალენტით ლარში, Volvo EX30 - Twin Motor – Ultra-ს ფასი კი 39 500 ევროს ნაცვლად 31 500 ევროს ეკვივალენტია ლარში.

თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.

 

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისი კაპიტალის ჩართულობით, „სილქ როუდ ჯგუფი“ ყოფილი სასტუმრო Rooms Kokhta-ს მფლობელი გახდა

07.08.2025.10:12

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში შერწყმა/შეძენის ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგება შედგა - „სილქ როუდ ჯგუფმა” სასტუმრო Rooms Kokhta-ს შენობა შეიძინა, რომელიც “აჭარა ჯგუფის” საკუთრებაში იყო. თიბისი კაპიტალმა ამ ტრანზაქციაში გამყიდველის ექსკლუზიური მრჩევლის როლი შეასრულა. 

თიბისი კაპიტალის მრჩეველთა გუნდის ჩართულობით შეთანხმება უმოკლეს ვადაში, ორ თვეზე ნაკლებ დროში, განხორციელდა. გაყიდვის პროცესი მოიცავდა: ბიზნესის შეფასებას, მყიდველის მოძიებას, მხარეთა შორის მოლაპარაკებაში მონაწილეობასა და ტრანზაქციის წარმატებით დახურვას.  

ბაკურიანში 2019 წლიდან გახსნილი Rooms Kokhta 95 სასტუმრო ოთახს აერთიანებს. ახალ ბრენდზე, ობიექტის მართვასა და განვითარებაზე “სილქ როუდ ჯგუფში” შემავალი კომპანია “სილქ ჰოსფითალითი” იზრუნებს. ახალი მფლობელების მიზანია, სასტუმრო გახდეს ოთხივე სეზონზე მიმზიდველი დანიშნულების წერტილი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ვიზიტორებისთვის.  

“სილქ როუდ ჯგუფსა” და “აჭარა ჯგუფს” შორის ტრანზაქცია თიბისი კაპიტალისთვის შერწყმა/შეძენის მე-9 გარიგებაა. საინვესტიციო ბანკს ამ მიმართულებით 3 ქვეყანაში - საქართველოში, უკრაინასა და უზბეკეთში - ჯამურად 350 მილიონი დოლარის მოცულობის ტრანზაქციები აქვს განხორციელებული.  

„თიბისის მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის ორ ყველაზე მსხვილ კომპანიასთან. მოხარული ვარ, რომ ამ ორ ჯგუფს შორის გარიგება სწორედ თიბისი კაპიტალთან თანამშრომლობით განხორციელდა. ჩვენი გუნდი კლიენტებს ეხმარება ახალი შესაძლებლობების მოძიებასა და შემდგომ სტრატეგიული გადაწყვეტილებების აღსრულებაში. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი წარმატებული ტრანზაქცია ხელს შეუწყობს ამ მიმართულებაში ახალ გარიგებებს“,- ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.  

„თიბისი ბანკი აჭარა ჯგუფის მრავალწლიანი პარტნიორია. მნიშვნელოვანია, რომ ბანკი ჩვენს გუნდსა და სამომავლო ხედვას პირველივე ნაბიჯებიდან ენდობა და ფინანსურ პარტნიორობას უწევს. თიბისი კაპიტალთან კი აჭარა ჯგუფი მისი დაარსების დღიდან თანამშრომლობს, რაც არაერთ წარმატებულ პროექტში გამოიხატება, მათ შორის, ამ შეთანხმებაში. წარმატებას ვუსურვებთ „სილქ როუდ ჯგუფს“ როგორც სასტუმროს, ასევე რეგიონის განვითარების ხედვის განხორციელებაში“,- ლუკა თავზარაშვილი, „აჭარა ჯგუფის“ ფინანსური დირექტორი.

“მოხარული ვართ, რომ გარიგება “აჭარა ჯგუფთან” წარმატებით დაიხურა. “სილქ ჰოსფითალითის” პორტფელს კიდევ ერთი საინტერესო აქტივი შეემატა. ქონების გამოსყიდვის პროცესი დასრულებულია  და ჩვენი გუნდი უმოკლეს დროში შეძლებს საოპერაციო კუთხით  სასტუმროს გადმობარებას. “სილქ როუდ ჯგუფი”  და მისი დამფუძნებლები ათწლეულებია განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებენ სამთო-სათხილამურო სპორტს, მის განვითარებასა და პოპულარიზაციას. ამ ხედვის კვალდაკვალ კიდევ უფრო დიდი შემართებით მოხდება ბაკურიანის კურორტისა და კონკრეტულად სასტუმროს განვითარება”,- ნონა ონიანი, “სილქ როუდ ჯგუფის” ფინანსური დირექტორი. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა