მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7078.3
-0.0044
flag
AZN 1.5941
-0.0024
flag
CNY 38.049
-0.0123
flag
EUR 3.186
-0.0147
flag
GBP 3.6517
-0.0121
flag
KZT 50.04
0.0021
flag
TRY 0.0654
-0.0001
flag
USD 2.711
-0.0031

VR Holding-ი კომპანიის დამფუძნებელ ნოშრევან ნამორაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

news image

ნოშიკო ნამორაძის ქვეყნიდან წასვლის შესახებ შეთხზული განცხადებების საწინააღმდეგოდ, ჩვენ ცალსახად ვადასტურებთ, რომ ეს ბრალდებები სრულიად ყალბია და განზრახ მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, - ამის შესახებ აღნიშნულია VR Holding-ის გუნდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

„არაერთხელ და დღესაც იძულებულები გავხდით, ვუპასუხოთ ოპოზიციასთან დაკავშირებული რამდენიმე მედიასაშუალების მიერ ბოლო დროს გავრცელებულ ცრუ და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას ბატონ ნოშრევან ნამორაძის, ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესმენის დისკრედიტაციასთან დაკავშირებით.

ნოშიკო ნამორაძის ქვეყნიდან წასვლის შესახებ შეთხზული განცხადებების საწინააღმდეგოდ, ჩვენ ცალსახად ვადასტურებთ, რომ ეს ბრალდებები სრულიად ყალბია და განზრახ მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, კერძოდ კი მისი რეპუტაციის შელახვას. მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულება არ გაგვაჩნია ვისაუბროთ ჩვენი დამფუძნებლის პირადი ცხოვრების შესახებ, თავს მაინც ვალდებულად ვთვლით, რომ მკაფიოდ განვაცხადოთ - ნოშრევან ნამორაძე ამჟამად მოკლე, წინასწარ დაგეგმილ მოგზაურობაში იმყოფება ოჯახთან ერთად და მომდევნო ორი დღის განმავლობაში დაბრუნდება თბილისში. დაბრუნების შემდეგ, იგი გეგმის მიხედვით გააგრძელებს თავის ბიზნეს და საზოგადოებრივ საქმიანობას.

მოვუწოდებთ საზოგადოებასა და მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ დაუდასტურებელი და პოლიტიკურად მოტივირებული დეზინფორმაციის გავრცელებისგან. მოცემული უსაფუძვლო ბრალდებების გამო კომპანია და მისი დამფუძნებელი გამოვიყენებთ ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას ნებისმიერი პარტიისა ან მედიასაშუალების წინააღმდეგ, რომელიც გააგრძელებს ჩვენს შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას. ასეთი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება და აუცილებლად მოყვება შესაბამისი სამართლებრივი შედეგები.

მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს, მაცხოვრებლებსა და საზოგადოებას მათი მუდმივი ნდობისა და მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნულია VR Holding-ის გუნდის განცხადებაში. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ შეხვედრა გამართა

24.09.2025.16:59

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ერთად 100-მდე წევრი კომპანიის წარმომადგენელთან გაფართოებული შეხვედრა გამართა, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი ესწრებოდა.

შეხვედრის ფარგლებში, დეტალურად განიხილეს ახლად დანერგილი სერვისები, რომელსაც სამსახური მოქალაქეებს და ორგანიზაციებს სთავაზობს. მათ შორისაა: სატელეფონო კონსულტაციები, პირისპირ შეხვედრები მონაცემთა დაცვის ოფიცერთან, ასევე თემატური ტრენინგები.

საუბარი შეეხო ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ'' საქართველოს კანონის განზოგადებულ პრაქტიკას, რომელიც მონაცემთა დამუშავების პროცესის აღრიცხვას და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებას ეხება.

„ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, მონაცემთა დამუშავების პროცესები სრულად შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებს და ამასთან, სუბიექტის უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვთავაზობთ კერძო სექტორს სხვადასხვა ფორმატის მხარდაჭერასა და პრაქტიკულ კონსულტაციებს," — აღნიშნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა.

ამასთან, სამსახურის წარმომადგენელმა წარადგინა ინოვაციური ონლაინ პლატფორმა — „ციფრული მრჩეველი", რომელიც ორგანიზაციებს ეხმარება კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული, პრაქტიკული სახელმძღვანელო რეკომენდაციების შემუშავებაში. ,,ციფრული მრჩეველის" მიზანია  ხელი შეუწყოს კერძო სექტორს მონაცემთა დამუშავების ძირითადი სამართლებრივი ასპექტების მოწესრიგებაში. ასევე, საუბარი შეეხო სამსახურის მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელო რეკომენდაციებს, რომელიც განთავსებულია სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან, რადგან ბიზნეს სექტორისთვის ერთ-ერთი კრიტიკული საკითხია მომხმარებელთა უფლებების დაცვა.

ასეთი შეხვედრები არა მხოლოდ კანონმდებლობის დაცვას უზრუნველყოფს, არამედ ბიზნეს აძლევს შესაძლებლობას ფლობდეს სწორ და დეტალურ ინფორმაციას, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვანია როგორც სამსახურისთვის, ასევე ბიზნეს სექტორის გამართული ოპერირებისთვის" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა