მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7019.5
-0.0016
flag
AZN 1.5861
0.0002
flag
CNY 37.534
-0.0035
flag
EUR 3.1367
-0.0099
flag
GBP 3.6223
0.0164
flag
KZT 49.93
-0.0011
flag
TRY 0.0663
0
flag
USD 2.6964
-0.0006

ზაფხული შენს გზაზე - „მაზდა ცენტრი თეგეტას“ სეზონური ფოტოგადაღება

news image

ზაფხული - წლის ყველაზე ფერადი სეზონი თავგადასავლებთან, მოულოდნელობებთან და სიყვარულთან ასოცირდება. სწორედ ამ ემოციების ფირზე აღბეჭდვა და შემდეგ მნახველამდე მიტანა იყო „მაზდა ცენტრი თეგეტას“ საიმიჯო ფოტოპროექტის მიზანიც. რიგით მეორე ფოტოგადაღებამ ამჯერად ბრენდის ვინტაჟური ავტომობილი მხატვრულ, კინემატოგრაფიულ გარემოში ასახა. ფოტოები ფირითაა გადაღებული, რაც განსაკუთრებულ იდუმალებას სძენს ნამუშევრებს. ფირის ფოტოგრაფიის გარდა შეიქმნა AI ვიზუალებიც.

საიმიჯო ფოტოსესიის იდეა რამდენიმე თვის წინ გაჩნდა. მაშინ „მაზდა ცენტრი თეგეტასა“ და ფოტოხელოვან მარიამ სიჭინავას თანამშრომლობა საგაზაფხულო ფოტოგადაღებით დაიწყო, ახლა კი ის საზაფხულო ფოტოპროექტით გაგრძელდა.  ამჯერად „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ზაფხული ბრენდის მიერ 1993 წელს გამოშვებულ Mazda MX-5 Miata -ს ასახავს. რომანტიკული, საზაფხულო ფოტოსესიისთვის ვინტაჟური კაბრიოლეტი სპეციალურად შეირჩა. საზაფხულო ფოტოსესია ქალაქგარეთ დაიგეგმა. 

საბა მჭედლიშვილი, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „ისევე, როგორც საგაზაფხულო ფოტოსესიის შემთხვევაში, ამჯერადაც გვინდოდა, გვეჩვენებინა ავტომობილის, ბუნებისა და ადამიანების ერთობლიობა. გადმოგვეცა ზაფხულის ფერები და ხასიათი. ამ სეზონის სიმსუბუქიდან და სილაღიდან გამომდინარე, არჩევანი სასიყვარულო თემატიკაზე შევაჩერეთ. ფოტოსესიის მთავარი გზავნილია - ზაფხული შენს გზაზე. ნამუშევრები ასახავს რომანტიკულ ურთიერთობას, სპონტანურ გასეირნებასა და თავგადასავალს, რომელიც თბილ დღეებს თან ახლავს. სიმწვანე, ლურჯი ცა, სითბო, ფირის ფოტოგრაფიის სიღრმე და უნიკალური ტექსტურა ცოცხალსა და ბუნებრივს ხდის ნამუშევრებს“.

ფოტოხელოვანი მარიამ სიჭინავა ამბობს, რომ ზაფხული მისთვის დასვენებასთან, თავგადასავლებთან, თბილ ფერებთან, სიმწვანესა და თავისუფლებასთან ასოცირდება. სწორედ ბუნებასთან მჭიდრო კავშირისა და სიმარტივის გადმოცემა დაისახა მიზნად ფოტოხელოვანმა. „ლოკაციებისა და ამინდის ცვლილებამ ბუნებრივი განათების პირობები რამდენჯერმე სრულიად შეცვალა. ჩვენ მივყვებოდით პროცესს და ვერგებოდით რეალობას, რომელსაც ბუნება გვთავაზობდა“ - ასე აღწერს მარიამ სიჭინავა გადაღების პროცესს.

მარიამ სიჭინავა, ფოტოხელოვანი:„ვფიქრობ, გარკვეულწილად მოვახერხე ზაფხულის განწყობის ფოტოებში ასახვა - როგორც განათებითა და ფერებით, ისე იმ დინამიკით, რაც გმირებსა და გარემოს შორის შეიქმნა. ფოტოები ჰყვება ამბავს ორ ადამიანზე, რომლებმაც გადაწყვიტეს, ყველაფრისთვის თავი დაენებებინათ და, უბრალოდ, წასულიყვნენ გზის, ერთმანეთისა და საკუთარი თავის საძიებლად. ესაა ამბავი გზაზე, სადაც მთავარია არა დანიშნულება, არამედ პროცესი.

ეს უკვე მეორე სეზონური ფოტოსესიაა, რომელიც „მაზდა ცენტრი თეგეტასთვის” გადავიღე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა დამკვეთი მაქსიმალურად გაკავშირებს პროცესთან და გენდობა, როგორც შემოქმედს. ეს თავისუფლება და მხარდაჭერა მეხმარება, რომ იდეები ბოლომდე და გულწრფელად გამოვხატო. ზაფხულის ფოტოსესიის დროს, ჩემი მიზანი იყო, მეჩვენებინა სეზონის ის მუხტი, რომელიც თავისუფლებასთან, მოძრაობასთან და ადამიანურ ურთიერთობებთანაა დაკავშირებული. მინდოდა, ფოტოები ყოფილიყო თბილი, მზიანი და ცოტა მელანქოლიური. მსურდა, ამესახა გულწრფელი ემოციები. ამის შთაგონებად იქცა, პირველ რიგში, თავად Mazda MX-5 Miata - ავტომობილი, რომელიც ჩემთვის ზაფხულს, მოძრაობასა და თავგადასავლებს უკავშირდება“.

ფოტოპროექტის ნაწილია მარიამ სიჭინავას მიერ შექმნილი AI ვიზუალებიც. ის ამ მიმართულებით უკვე ორი წელზე მეტია მუშაობს, თუმცა საავტომობილო ბრენდთან თანამშრომლობით AI ინტეგრირება პირველი ექსპერიმენტი იყო. ტექნოლოგიამ პროექტს განსხვავებული სცენები და გარემო შემატა. რეალური ფოტოები და ხელოვნური ინტერპრეტაცია პროექტში ერთმანეთს ავსებს და შთამბეჭდავ ვიზუალურ სამყაროს ქმნის.

„მაზდა ცენტრი თეგეტასა“ და მარიამ სიჭინავას თანამშრომლობა არც აქ სრულდება. ბრენდის საიმიჯო ფოტოგადაღება ყველა სეზონზე დაიგეგმება. კომპანია „ზაფხულის“ შემდეგ „მაზდას“ „შემოდგომას“ წარმოადგენს.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 201წლიდან ოპერირებს. კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და სერვისსაც სთავაზობს.

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ქართველი მოსწავლეები ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულებს შორის არიან - საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი

09.08.2025.10:20

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით,საქართველომ პირველად წარადგინა ეროვნული AI ნაკრები ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე პეკინში და პირველივე წელს მედლის მოპოვებაც შეძლო. 

ბრინჯაოს მედლის მფლობელი თემიკო მაჭავარიანი გახდა. საპატიო სიგელი კი ანტონ ინგოროყვამ მოიპოვა. საპატიო სიგელი იმ მონაწილეებს გადაეცემათ, რომლებიც ოლიმპიადის ორი დღიდან რომელიმე დღეს მონაწილეების ნახევარზე უკეთეს შედეგს აჩვენებენ. ოლიმპიადაში 60-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. ოლიმპიადის ამოცანები საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტმა შეადგინა და საქართველოს ნაკრებმა კონკურენტულ შეჯიბრში წარმატებით იასპარეზა.

ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც 2024 წლიდან ტარდება და უკვე აერთიანებს ხელოვნური ინტელექტით და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნიდან. IOAI უკვე გახდა მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ნაწილი. 2024 წელს ოლიმპიადა ბულგარეთში ჩატარდა, წელს კი მას პეკინმა უმასპინძლა.

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით და თიბისის და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერით, საქართველოში პირველი ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდა. სწორედ ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტდა მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები.

ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის გაზიარების კულტურას, პროფესიონალების განვითარების პროცესსა და საქართველოს ღირსეული ადგილის დამკვიდრებას გლობალურ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში.

თიბისი განათლებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ქმნის და ახალგაზრდებს, რომლებსაც სჯერათ, რომ განათლებით საკუთარი ამბის შექმნა შეუძლიათ, მათ ტექნოლოგიური განათლების პროგრამებს სთავაზობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა