„ბი ვი ქონსალთინგის“ ახალი სერვისები და წარმატებული საქმეების 95% - როგორ პასუხობს იურიდიული კომპანია ბაზრის მოთხოვნებს
იურიდიულმა კომპანია „ბი ვი ქონსალთინგმა“ საქართველოს ბაზარზე ოპერირება 2021 წელს დაიწყო და დღემდე წარმატებით ახორციელებს საქმიანობას. 2025 წელს კომპანიის საქმიანობის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს კომპანიის მმართველი პარტნიორი, ვახტანგ შურღაია ესაუბრა.
როგორ აფასებს ბი ვი ქონსალთინგი მიმდინარე წლის 6 თვის მუშაობის შედეგებს, რომელ სერვისებზე იყო მეტი მოთხოვნა და თქვენი აზრით რატომ?
ბი ვი ქონსალთინგში მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი გამოწვევებით ხასიათდებოდა. ჩვენი საქმიანობის მთავარი მიმართულებები კვლავ ნარჩუნდება და მკვეთრად იზრდება მოთხოვნა შემდეგ სერვისებზე:
რამდენად მზარდია „ბი ვი ქონსალთინგის“ სერვისის მიმღები სუბიექტების რაოდენობა და თქვენს მაგალითზე რა ტიპის ბიზნესები უფრო საჭიროებენ თქვენს ჩართულობას?
ბი ვი ქონსალთინგის სერვისის მიმღები სუბიექტების რაოდენობა მუდმივად იზრდება, რაც კომპანიაში ხარისხზე ორიენტირებული და პრაქტიკაზე მორგებული მიდგომის შედეგია. ჩვენი გამოცდილებით, ყველაზე ხშირად იურიდიული მხარდაჭერა ესაჭიროებათ საშუალო და მსხვილ ბიზნესებს. განსაკუთრებული აქტიურობა შეინიშნება ფარმაცევტული, სადაზღვევო და სხვა სექტორებიდან, რომლებიც საქმიანობენ რეგულირებულ სფეროებში ან/და შეხება აქვთ კონკურენციის სამართალთან.
ბი ვი ქონსალთინგი ბაზრისთვის 6 სერვისის მიწოდებას ახდენს, გეგმავს თუ არა კომპანია სერვისების დამატებას და კონკრეტულად რა სერვისზეა საუბარი?
დიახ, კომპანია უკვე მუშაობს დამატებითი სერვისის დანერგვაზე, რომელიც უკავშირდება FIDIC სტანდარტების დანერგვას - სამშენებლო სექტორისათვის მაღალკვალიფიციური იურიდიული მომსახურების გაწევას. ეს ნაბიჯი განპირობებულია სექტორში მზარდი მოთხოვნით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობაზე და კომპანიების საჭიროებით, მიიღონ სპეციალიზებული სამართლებრივი მხარდაჭერა ინფრასტრუქტურულ პროექტებში.
დღეისათვის ბი ვი ქონსალთინგის პორტფელი რამდენ მოგებულ საქმეს აერთიანებს და რა მიგაჩნიათ ბაზარზე კომპანიის მთავარ კონკურენტულ უპირატესობად?
ბი ვი ქონსალთინგის მიერ წარმოებული საქმეების 95% წარმატებით დასრულდა, რაც ადასტურებს ჩვენი გუნდის პრაქტიკულ გამოცდილებასა და სტრატეგიულ ხედვას. ბაზარზე ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა მაღალი ხარისხის მომსახურება, განსაკუთრებით ისეთ სპეციფიკურ სექტორებში, სადაც სამართლებრივი და კომერციული ინტერესები იკვეთება. ბი ვი ქონსალთინგი განაგრძობს თავის პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა უზრუნველყოს ხარისხიანი და ადაპტირებული სერვისების მიწოდება.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
13.08.2025.17:00
საქართველოსა და ბრაზილიის სავაჭრო ურთიერთობები მეტ-ნაკლებად მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ ნახევარში საქრთველომ ექსპორტზე 2 633.9 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 781.9 ათასი დოლარის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან ბრაზილიაში ექსპორტი 237%-ითაა გაზრდილი.
ირკვევა, რომ ქვეყნიდან ბრაზილიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოებია, რომელზედაც ამ ქვეყანაში ექსპორტის 54%-ი მოდის.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ბრაზილიაში ყიდის:
რაც შეეხება ბრაზილიიდან იმპორტს, 2025 წლის პირველ ნახევარში ის 37 720.5 ათასი დოლარის დონეზე იყო, 2024 წლის იანვარ-ივნისში კი 44 886.2 ათასი დოლარის. კლება 16%-მდეა. ბრაზილიიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი გაყინული ხორცია. მას ამ ქვეყნიდან იმპორტის 50%-ი უკავია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ბრაზილიიდან ყიდულობს: