მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7045.4
-0.0017
flag
AZN 1.5906
-0.0007
flag
CNY 37.506
-0.0099
flag
EUR 3.0872
-0.0064
flag
GBP 3.5606
-0.0169
flag
KZT 49.81
-0.0028
flag
TRY 0.0665
-0.0002
flag
USD 2.705
-0.0011

სებ-მა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.7%-დან 7.4%-მდე გააუმჯობესა

news image

2025 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.7 პროცენტიდან 7.4 პროცენტამდე გადაიხედა, - ამის შესახებ სებ-ის პრესრელიზშია აღნიშნული, რომელიც ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაავრცელა, რომლის მიხედვითა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.

„2025 წლის ივნისის მდგომარეობით, საქართველოში ფასების საერთო დონე წლიურად 4 პროცენტით გაიზარდა. მიზნობრივ, 3 პროცენტიან, მაჩვენებელთან შედარებით  ინფლაციის ზომიერ ზრდას ძირითადად სურსათის  ფასების მატება განაპირობებს, რაც გარკვეულწილად საერთაშორისო სასურსათო ბაზრებზე არსებული ტენდენციისა და გასული წლის დაბალი ინფლაციის საბაზო ეფექტის ასახვაა. მნიშვნელოვანია, რომ ინფლაციური მოლოდინები სტაბილურია. კერძოდ, მომსახურების სექტორის ინფლაცია, რომლის ფასების ცვლილება შედარებით ხისტია და გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს კარგად ასახავს, მიზნობრივ 3 პროცენტზე დაბლა შენარჩუნდა და 2.3 პროცენტს გაუტოლდა. ასევე, თითქმის ორი წელია მიზნობრივ დონეზე დაბალია საბაზო ინფლაცია. პარალელურად, იმპორტირებული პროდუქტების ფასები კვლავ დეფლაციურია, მეტწილად საწვავის ფასების წლიურად შემცირების ხარჯზე. სებ-ის ცენტრალური სცენარის მიხედვით, წინა კვარტალის პროგნოზის მსგავსად, მეტწილად გლობალურად არსებული ტენდენციებისა და წინა წლის საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, 2025 წელს ინფლაცია დროებით 3 პროცენტიანი მაჩვენებლის ზემოთ შენარჩუნდება და საშუალოდ 3.8 პროცენტის ფარგლებში იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში, მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს დასტაბილურდება.   


კვლავ ძლიერი ნარჩუნდება ეკონომიკური აქტივობა. წინასწარი მონაცემებით, პირველი ხუთი თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 8.8 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული მეტწილად ეკონომიკის გაუმჯობესებული საწარმოო პოტენციალით არის განპირობებული, რაც  ჭარბი ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს ანეიტრალებს. ფუნდამენტური ფაქტორების შედარებით ნელი ნორმალიზებისა და პირველ ხუთ თვეში ძლიერი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სებ-ის ცენტრალური სცენარით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წელს 6.7 პროცენტიდან 7.4 პროცენტამდე გადაიხედა.


გლობალურად მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ეკონომიკური გაურკვევლობა მაღალია. შესაბამისად ინფლაციაზე, როგორც ზრდის, ასევე შემცირების, მიმართულებით მოქმედი რისკები კვლავ საგულისხმოა. აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა როგორც მაღალინფლაციური, ისე დაბალინფლაციური რისკების სცენარები. ერთი მხრივ, აშშ-ის სატარიფო პოლიტიკის დღის წესრიგი არაერთხელ გადაიხედა, რომლის ხელახალი გამწვავებაც გლობალურად ეკონომიკის ფრაგმენტაციას მოსალოდნელზე მეტად გაამწვავებს. აღნიშნული მიწოდების ჯაჭვების შეფერხებებს წარმოქნის, რაც სტაგფლაციურ გარემოს ჩამოაყალიბებს. ამასთან, ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური ვითარების ხელახალი ესკალაცია რეგიონის რისკიანობას გაზრდის და ნავთობის გლობალურ ბაზარზე მნიშვნელოვან წნეხს წარმოქმნის. ამავდროულად, საყურადღებოა ადგილობრივი ეკონომიკის ტენდენციები. კერძოდ, ძლიერი ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური წნეხი.  ამ რისკების რეალიზება კი, ცენტრალურ სცენართან შედარებით,  მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო მაღალ ტრაექტორიას მოითხოვს.


მეორე მხრივ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა დაბალინფლაციური რისკების სცენარი, რომლის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო დაბალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. კერძოდ, ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებების ფონზე, პროდუქტიულობა შედარებით მაღალ დონეზე ნარჩუნდება. ასევე, აღნიშნულ სცენარში მოიაზრება დოლარის ინდექსის გლობალურად შესუსტებული პოზიცია და სურსათის საერთაშორისო ბაზარზე ნედლეული პროდუქტების ფასების სწრაფი ნორმალიზება. ამ ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, გამყარებული გაცვლითი კურსი და სურსათის საერთაშორისო ფასები, იმპორტირებული პროდუქტების დაბალი ინფლაციის გზით, მთლიან ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს.

 

მაკროეკონომიკური ანალიზისა და არსებული რისკების შეფასების შედეგად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ოპტიმალურად მიიჩნია განაკვეთის შემდგომი ნორმალიზების მიმართ ფრთხილი მიდგომის შენარჩუნება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, უცვლელად, 8 პროცენტზე დატოვა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება განახლებულ მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებსა და რისკების ანალიზზე.


საქართველოს ეროვნული ბანკი ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასების საერთო დონის ზრდა საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტთან ახლოს იქნება“, - აღნიშნულია სებ-ის პრესრელიზში. 


მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 10 სექტემბერს ჩატარდება.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩსა და „აბუ დაბი პორტს გრუფის" რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა - რა განიხილეს

01.08.2025.19:51

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს აჰმედ ალნუაიმის და „აბუ დაბი პორტს გრუფის" რეგიონულ გენერალურ დირექტორს აბდულაზიზ ალშამსის შეხვდა.

საუბარი წარიმართა ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობის პრიორიტეტულ საკითხებზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორშითანამშრომლობაზე, მათ შორის, "თბილისის მშრალი პორტი"-ს პროექტის ფარგლებში. აღინიშნა, რომ ისეთი პროექტები, როგორიცაა „თბილისის მშრალი პორტი", ხელს უწყობს საქართველოს, როგორც სატრანსპორტო - ლოგისტიკური ჰაბის მეტად პოზიციონირებას რეგიონული მასშტაბით, აგრეთვე შუა დერეფანში დამატებითი ტვირთების მოზიდვას.

შეხვედრაზე განხილულ იქნა „თბილისის მშრალი პორტის" შემდგომი განვითარება. პროექტის უმსხვილესი ინვესტორია „აბუ დაბი პორტს გრუფი". აღინიშნა, რომ პროექტის განვითარება 3 ფაზას მოიცავს 286 000 კვ.მ ტერიტორიაზე, ამ ეტაპზე დასრულებულია და ფუნქციონირებს პირველი ფაზა, რომელშიც 21 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია უკვე განხორციელდა.    

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაყოფიერ თანამშრომლობას ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმების ამოქმედებამ  - აღნიშნული შეთანხმება ქართველ მწარმოებლებს პრეფერენციული ტარიფით ექსპორტის განხორციელებას საშუალებას აძლევს, რაც ორმხრივ სავაჭრო ბრუნვაზე პოზიტიურად აისახა. ასევე საუბარი წარიმართა თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე ისეთ სექტორებში როგორიცაა ტურიზმი, სამოქალაქო ავიაცია, ენერგეტიკა და სხვ.

შეხვედრას დაესწრო მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა