ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2099 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7258 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7258 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7405 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0147 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2099 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.2234 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0135 ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
24.09.2025.19:00
ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს 7 იუსტიციის სახლის მშენებლობა, - აცხადებს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, რომელიც რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. მისი თქმით, გარდა იუსტიციის სახლების რაოდენობის გაზრდისა, გაიზრდება მობილური იუსტიციის სახლების რაოდენობაც.
„დღეს საქართველოში ფუნქციონირებს 125 იუსტიციის სახლი, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის ყველა ცენტრალურ ქალაქს იუსტიციის სახლი ფარავს. შეიძლება ითქვას, რომ პატარა დასახლებებშიც კი ვართ წარმოდგენილი იუსტიციის სახლებით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ რადგან ჩვენი მთავარი პრინციპი არის, რომ ყველა სერვისი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, ვსაუბრობთ 500-მდე სერვისზე, რომელიც პერიოდულად იზრდება და ეს ტენდენცია მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება, რადგან ეს სერვისები ყველასთან რაც შეიძლება ახლოს უნდა მივიტანოთ, ბუნებრივია, ჩვენ წავედით ორი მიმართულებით.
ერთი - ეს არის იუსტიციის სახლების მშენებლობის პროცესი. მაგრამ ისეთ პატარა დასახლებულ პუნქტებში, სადაც ეკონომიკურად და ფინანსურად არ იქნება გამართლებული, რომ აშენდეს შენობა, იქ ამ ტერიტორიებს ვფარავთ მობილური იუსტიციის სახლებით. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ სოფელში, დასახლებულ წერტილში ჩვენ წარმოდგენილები ვართ იმისთვის, რომ ნებისმიერი სერვისი იყოს ძალიან მარტივად, სწრაფად ხელმისაწვდომი ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდება. და ბუნებრივია, როგორც მობილური იუსტიციის სახლების რაოდენობა გაიზრდება, ისე ჩვენ გეგმაში გვაქვს, რომ რამდენიმე იუსტიციის სახლი ასევე ავაშენოთ.
ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს 7 იუსტიციის სახლის მშენებლობა. შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მალე, რამდენიმე დღეში გვექნება გლდანის იუსტიციის სახლის გახსნის ცერემონია. მოგეხსენებათ, გლდანი არის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ნაწილი თბილისის. აქედან გამომდინარე, ჩვენ დღეს რეალურად ვფიქრობთ, რომ ამით ძალიან დიდ პრობლემას მოვაგვარებთ. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ შევამციროთ რიგები ცენტრალურ იუსტიციის სახლში, შევამციროთ ლოდინის რეჟიმი, თუმცა ეს ლოდინის პერიოდი არის ძალიან მცირე, თუ განსაკუთრებული აქცია არ არის იუსტიციის სახლში.
ასევე ჩვენი მიმდინარე მშენებლობები არის მცხეთაში. და მოგეხსენებათ, რომ განსაკუთრებით ტურისტული პერიოდი არის ძალიან დატვირთული მცხეთაში. ასე რომ, მცხეთელებს შემდეგ წლის პირველ ნახევარში უკვე ექნებათ ახალი იუსტიციის სახლი, სადაც ყველა იმ სერვისს მიიღებენ, რაც ნებისმიერ სხვა იუსტიციის სახლში ხელმისაწვდომია.
ასევე ვაშენებთ იუსტიციის სახლს ახმეტაში. ამ პერიოდამდე არ გვქონდა იუსტიციის სახლი. აქედან გამომდინარე, ახმეტაშიც განსაკუთრებულად ლამაზი არქიტექტურის შენობა იქნება. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ნებისმიერი იუსტიციის სახლი, რომელსაც ვაშენებთ, იყოს განსხვავებული არქიტექტურის - ლამაზი, ისეთი გამორჩეული, რომ ადამიანს დაამახსოვრდება, როგორც ვიზუალურად, ისე და ყველაზე მთავარი რა თქმა უნდა, სერვისის გაცემის ნაწილია, სადაც ნებისმიერი მოქალაქე უნდა იყოს მაქსიმალურად კმაყოფილი. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი.
ასევე მშენებლობები მიდის ხელვაჩაურში და ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე იქაც დავასრულებთ ამ პროცესს. ზოდში, ტოლებში - ეს მცირე დასახლებებია: ერთი გურიაში, მეორე იმერეთში“, - აცხადებს ვახტანგ ჟვანია.