TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ზეითუნის ზეთის იმპორტს ახდენს
მიმდინარე წელს ქვეყანამ 1 584.2 ათასი დოლარის ღირებულების ზეითუნის ზეთი იყიდა. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 227.4 ტონა ზეითუნის ზეთის იმპორტი განახორციელა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 233.5 ტონა. შესაბამისად მიმდინარე წელს ზეითუნის ზეთის იმპორტი 3%-იან შემცირებას აჩვენებს.
საქართველოში ზეითუნის ზეთის ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ზეითუნის ზეთის იმპორტს ახდენს:
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში ზეითუნის ზეთის იმპორტი გაზრდილია. 2024 წლის სტატისტიკით საქართველოში 444.3 ტონა ზეითუნის ზეთის იმპორტია დაფიქსირებული.
სხვა სიახლეები
01.08.2025.19:51
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს აჰმედ ალნუაიმის და „აბუ დაბი პორტს გრუფის" რეგიონულ გენერალურ დირექტორს აბდულაზიზ ალშამსის შეხვდა.
საუბარი წარიმართა ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობის პრიორიტეტულ საკითხებზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორშითანამშრომლობაზე, მათ შორის, "თბილისის მშრალი პორტი"-ს პროექტის ფარგლებში. აღინიშნა, რომ ისეთი პროექტები, როგორიცაა „თბილისის მშრალი პორტი", ხელს უწყობს საქართველოს, როგორც სატრანსპორტო - ლოგისტიკური ჰაბის მეტად პოზიციონირებას რეგიონული მასშტაბით, აგრეთვე შუა დერეფანში დამატებითი ტვირთების მოზიდვას.
შეხვედრაზე განხილულ იქნა „თბილისის მშრალი პორტის" შემდგომი განვითარება. პროექტის უმსხვილესი ინვესტორია „აბუ დაბი პორტს გრუფი". აღინიშნა, რომ პროექტის განვითარება 3 ფაზას მოიცავს 286 000 კვ.მ ტერიტორიაზე, ამ ეტაპზე დასრულებულია და ფუნქციონირებს პირველი ფაზა, რომელშიც 21 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია უკვე განხორციელდა.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაყოფიერ თანამშრომლობას ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმების ამოქმედებამ - აღნიშნული შეთანხმება ქართველ მწარმოებლებს პრეფერენციული ტარიფით ექსპორტის განხორციელებას საშუალებას აძლევს, რაც ორმხრივ სავაჭრო ბრუნვაზე პოზიტიურად აისახა. ასევე საუბარი წარიმართა თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე ისეთ სექტორებში როგორიცაა ტურიზმი, სამოქალაქო ავიაცია, ენერგეტიკა და სხვ.
შეხვედრას დაესწრო მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი.