როგორია სავაჭრო ურთიერთობები საქართველოსა და თურქეთს შორის - სტატისტიკა
თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ თურქეთიდან 1 556 177.0 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 522 987.4 ათასი დოლარის. ზრდა 2%-ია. მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, საქართველო თურქეთიდან ყველაზე დიდი რაოდენობით წამლებს ყიდულობს.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო თურქეთიდან ყიდულობს:
რაც შეეხება თურქეთში ექსპორტს 32%-იანი კლებაა. 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ თურქეთში 196 244.3 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2024 წლის 7 თვეში კი 286 877.9 ათასი დოლარის. საქართველოდან თურქეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი მაისურებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო თურქეთში ყიდის:
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
04.09.2026.17:01
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0364 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6126 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6126 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6180 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0054 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0364 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0366 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0002 ლარი შეადგინა.