მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7078.3
-0.0044
flag
AZN 1.5941
-0.0024
flag
CNY 38.049
-0.0123
flag
EUR 3.186
-0.0147
flag
GBP 3.6517
-0.0121
flag
KZT 50.04
0.0021
flag
TRY 0.0654
-0.0001
flag
USD 2.711
-0.0031

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 14%-ითაა გაზრდილი - GCAA

news image

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი მზარდია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 5,5 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც 14%-ით მეტია 2024 წლის 8 თვის მონაცემებთან შედარებით, ხოლო 44%-ით მეტი ვიდრე 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს აეროპორტები პანდემიამდელ პერიოდში ანუ 2019 წლის იანვარ-აგვისტოში 3 646 210 მგზავრს მოემსახურა, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში 3 904 125 მგზავრს, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში 4 936 641მგზავრს, ხოლო 2025 წლის იანვარ-აგვისტოში კი 5 635 975 მგზავრს.

2025 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 539 596 მგზავრს მოემსახურა, რაც 12%-ით მეტია, ვიდრე 2024 წლის იანვარ-აგვისტოში აეროპორტის მიერ გატარებული მგზავრების რაოდენობა. 2024 წლის იანვარ-აგვისტოს განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 168 814  მგზავრს, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში 2 387 562  მგზავრს, ხოლო 2019 იანვარ-აგვისტოში კი 2 651 736 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ თუ 2025 წლის 8 თვის მაჩვენებლებს 2019 წლის 8 თვესთან შევადარებთ, მგზავრთნაკადი 33%-ითაა გაზრდილი. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ზრდა 48%-ის დონეზეა.

2019 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით მგზავრთნაკადის 89%-იანი ზრდაა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 840 893  მგზავრი გაატარა, რაც 32%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 90%-ით მეტი 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2024 წლის 8 თვის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 637 511 მგზავრს, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში 443 505  მგზავრს, ხოლო 2019 წლის იანვარ-აგვისტოში კი 444 252 მგზავრს მოემსახურა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 2025 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადის 130​%-იანი ზრდა აჩვენა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის ​11%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 18%-იანი ზრდა

2019 წლის 8 თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 537 826 მგზავრს მოემსახურა, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში 1 052 199 მგზავრს, 2024 წლის 8 თვეში 1 112 218 მგზავრს, ხოლო 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში 1 238 458 მგზავრს.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს 7 იუსტიციის სახლის მშენებლობა - ვახტანგ ჟვანია

24.09.2025.19:00


ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს 7 იუსტიციის სახლის მშენებლობა, - აცხადებს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, რომელიც რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. მისი თქმით, გარდა იუსტიციის სახლების რაოდენობის გაზრდისა, გაიზრდება მობილური იუსტიციის სახლების რაოდენობაც.

„დღეს საქართველოში ფუნქციონირებს 125 იუსტიციის სახლი, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის ყველა ცენტრალურ ქალაქს იუსტიციის სახლი ფარავს. შეიძლება ითქვას, რომ პატარა დასახლებებშიც კი ვართ წარმოდგენილი იუსტიციის სახლებით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ  რადგან ჩვენი მთავარი პრინციპი არის, რომ ყველა სერვისი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, ვსაუბრობთ 500-მდე სერვისზე, რომელიც პერიოდულად იზრდება და ეს ტენდენცია მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება, რადგან ეს სერვისები ყველასთან რაც შეიძლება ახლოს უნდა მივიტანოთ, ბუნებრივია, ჩვენ წავედით ორი მიმართულებით.

ერთი - ეს არის იუსტიციის სახლების მშენებლობის პროცესი. მაგრამ ისეთ პატარა დასახლებულ პუნქტებში, სადაც ეკონომიკურად და ფინანსურად არ იქნება გამართლებული, რომ აშენდეს შენობა, იქ ამ ტერიტორიებს ვფარავთ მობილური იუსტიციის სახლებით. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ სოფელში, დასახლებულ წერტილში ჩვენ წარმოდგენილები ვართ იმისთვის, რომ ნებისმიერი სერვისი იყოს ძალიან მარტივად, სწრაფად ხელმისაწვდომი ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდება. და ბუნებრივია, როგორც მობილური იუსტიციის სახლების რაოდენობა გაიზრდება, ისე ჩვენ გეგმაში გვაქვს, რომ რამდენიმე იუსტიციის სახლი ასევე ავაშენოთ.

ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს 7 იუსტიციის სახლის მშენებლობა. შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მალე, რამდენიმე დღეში გვექნება გლდანის იუსტიციის სახლის გახსნის ცერემონია. მოგეხსენებათ, გლდანი არის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ნაწილი თბილისის. აქედან გამომდინარე, ჩვენ დღეს რეალურად ვფიქრობთ, რომ ამით ძალიან დიდ პრობლემას მოვაგვარებთ. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ შევამციროთ რიგები ცენტრალურ იუსტიციის სახლში, შევამციროთ ლოდინის რეჟიმი, თუმცა ეს ლოდინის პერიოდი არის ძალიან მცირე, თუ განსაკუთრებული აქცია არ არის იუსტიციის სახლში.

ასევე ჩვენი მიმდინარე მშენებლობები არის მცხეთაში. და მოგეხსენებათ, რომ განსაკუთრებით ტურისტული პერიოდი არის ძალიან დატვირთული მცხეთაში. ასე რომ, მცხეთელებს შემდეგ წლის პირველ ნახევარში უკვე ექნებათ ახალი იუსტიციის სახლი, სადაც ყველა იმ სერვისს მიიღებენ, რაც ნებისმიერ სხვა იუსტიციის სახლში ხელმისაწვდომია.

ასევე ვაშენებთ იუსტიციის სახლს ახმეტაში. ამ პერიოდამდე არ გვქონდა იუსტიციის სახლი. აქედან გამომდინარე, ახმეტაშიც განსაკუთრებულად ლამაზი არქიტექტურის შენობა იქნება. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ნებისმიერი იუსტიციის სახლი, რომელსაც ვაშენებთ, იყოს განსხვავებული არქიტექტურის - ლამაზი, ისეთი გამორჩეული, რომ ადამიანს დაამახსოვრდება, როგორც ვიზუალურად, ისე და ყველაზე მთავარი რა თქმა უნდა, სერვისის გაცემის ნაწილია, სადაც ნებისმიერი მოქალაქე უნდა იყოს მაქსიმალურად კმაყოფილი. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი.

ასევე მშენებლობები მიდის ხელვაჩაურში და ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე იქაც დავასრულებთ ამ პროცესს. ზოდში, ტოლებში - ეს მცირე დასახლებებია: ერთი გურიაში, მეორე იმერეთში“, - აცხადებს ვახტანგ ჟვანია.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა