მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7060.5
-0.0173
flag
AZN 1.5922
-0.0027
flag
CNY 37.944
-0.0121
flag
EUR 3.1593
-0.027
flag
GBP 3.6151
-0.0324
flag
KZT 49.68
-0.0031
flag
TRY 0.0651
-0.0003
flag
USD 2.7077
-0.0036

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის იანვარ-აგვისტოში 1 496 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა

news image

სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი  საერთაშორისო რეზერვების შევსებას განაგრძობს. აგვისტოში, სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 199.6 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ აგვისტოს მდგომარეობით 5.2 მლრდ დოლარს შეადგინა.

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს სებ-ის გაცხადებული პოლიტიკა - ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის მაშინ, როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა.

ამასთან, 2025 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:

·       იანვარ-თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა

·       მარტი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 101.7 მილიონი აშშ დოლარი

·       აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.4 მილიონი აშშ დოლარი

·       მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 245.4 მილიონი აშშ დოლარი

·       ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.0 მილიონი აშშ დოლარი

·       ივლისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 416.9 მილიონი აშშ დოლარი

·       აგვისტო - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა - 199.6  მილიონი აშშ დოლარი

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 27  ოქტომბერს გამოაქვეყნებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image იმის მიუხედავად, რომ ინდივიდუალური მეწარმისთვის გადასახადი 1%-ია, სამწუხაროდ, არსებობს საზოგადოების გარკვეული კატეგორია, რომლებიც გადასახადების არიდებას ცდილობენ და მომხმარებლებს სთხოვენ თანხების პირად ანგარიშებზე ჩარიცხვას - მინდა მოვუწოდო საფინანსო სექტორს, რომ მეტად გააკონტროლოს მსგავსი ჩარიცხვები | ვაკო თურნავა

28.09.2025.22:01

პარლამენტის წევრი, ვაკო თურნავა EBRD-ის მიერ საქართველოს ეკონომიკური პროგნოზის განახლებას ეხმიანება და აცხადებს რომ მნიშვნელოვანია აღნიშნული მდგრად და გრძელვადიან ტენდენციაში გადაითარგმნოს.

„EBRD-ის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 7%-ით გაიზრდება, რაც ჩვენს ქვეყანას ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკებს შორის აყენებს. ეს შემთხვევით არ მომხდარა. ეს არის წლების განმავლობაში გატარებული გონივრული საბიუჯეტო და მონეტარული პოლიტიკის, ღრმა სტრუქტურული რეფორმებისა და ჩვენი მთავრობის მიერ, პრემიერ-მინისტრის გონიერი ხელმძღვანელობით შექმნილი სტაბილური, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შედეგი. სწორედ ამ სწორმა რეფორმებმა გააძლიერა ინვესტორთა ნდობა და გახსნა ახალი შესაძლებლობები ჩვენი მოქალაქეებისთვის.
ამავე დროს, რეკორდული რაოდენობის ტურისტები და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ზრდის დინამიკას მთელ ქვეყანაში.
ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ პოლიტიკური სტაბილურობა და საზოგადოების ერთიანობა ჩვენი ქვეყნის პროგრესის მთავარი წინაპირობაა. ერთმანეთის მიმართ აგრესია და პოლარიზაცია ყველას გვაზარალებს და აფერხებს განვითარებას. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, პატივისცემა და თანამშრომლობა.
ამ წარმატების შენარჩუნება და გაღრმავება ყველას გვჭირდება. ძლიერი ეკონომიკა იქმნება არამხოლოდ მთავრობის პოლიტიკით, არამედ ხალხისა და ბიზნესების აქტიური მონაწილეობითაც.

გადასახადების გადახდა არის ყველაზე მარტივი და ეფექტური გზა, რომლითაც თითოეულმა მოქალაქემ და კომპანიამ შეიძლება შეიტანოს წვლილი. სამწუხაროდ, არსებობს გარკვეული საზოგადოების კატეგორია, რომლებიც გადასახადების თავის არიდებას ცდილობენ და მომხმარებლებს სთხოვენ თანხების პირად ანგარიშებზე ჩარიცხვას. ასეთი ფაქტები მომრავლდა. ქვეყანაში, სადაც შეუძლიათ დარეგისტრირდნენ როგორც ინდივიდუალურ მეწარმედ და გადასახადი მხოლოდ 1%-ია, ამასაც რომ არ იხდი – ეს მართლაც ძალიან სამწუხარო ფაქტია.
ამასთან, მინდა მოვუწოდო საფინანსო სექტორს, რომ მეტად გააკონტროლოს მსგავსი ჩარიცხვები და არ აღიქვას ისინი როგორც ჩვეულებრივი ტრანზაქცია, როგორც სამწუხაროდ ხშირად ხდება.

ერთად, გონივრული ხელმძღვანელობის გაგრძელებით, პოლიტიკური სტაბილურობის დაცვით და საერთო პასუხისმგებლობით, შევძლებთ ამ სწრაფი ზრდის გრძელვადიან კეთილდღეობად გარდაქმნას და უკეთესი მომავლის შექმნას თითოეული ქართველისთვის,” - აცხადებს ვაკო თურნავა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა