TOP 5 ბაზარი, საიდანაც საქართველო ფისტას იმპორტს ახორციელებს
2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ 21 991.4 ათასი დოლარის ღირებულების 2 886.2 ტონა ნაჭუჭგაუცლელი ფისტა იყიდა, რაც 2024 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 30%-იანი ზრდაა. გასული წლის 6 თვეში ქვეყანამ 2 225.6 ტონა ფისტას იმპორტი განახორციელა.
საქართველოში იმპორტირებული ფისტას 54%-ი ქვეყანაში აშშ-დან შემოვიდა.
TOP 5 ბაზარი, საიდანაც საქართველო ფისტას იმპორტს ახორციელებს:
სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყანაში ფისტას იმპორტი მზარდია. 2024 წელს საქართველომ 4 245.7 ტონა ფისტა იყიდა, რაც 2023 წელთან შედარებით 148%-ით გაზრდილი მაჩვენებლებია.
სხვა სიახლეები
23.08.2025.15:52
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად, 2025 წლის ოქტომბრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კურსდამთავრებულების 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა დაიწყება, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მატივე განცხადებით, სამინისტროში სტაჟირების მსურველებმა განაცხადი www.hr.gov.ge -ის მეშვეობით პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ.
პროგრამის პირობების თანახმად, ეკონომიკის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სისტემაში შემავალ ორგანიზაციებში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლას შეძლებენ საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქეები, რომლებმაც იციან სახელმწიფო ენა და სწავლობენ უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვთ უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
სტაჟიორთა შერჩევის კრიტერიუმად განსაზღვრულია სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრების (GPA) მაჩვენებელი და ქულათა სისტემა. გასაუბრებისას უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი მოსწრების კანდიდატებს.
პროგრამის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სისტემაში შემავალ ორგანიზაციებში სტაჟირებას გაივლის საქართველოს 164 მოქალაქე შემდეგი მიმართულებით: სამართალი, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, მშენებლობა/ჰიდროტექნიკური მშენებლობა/სივრცითი დაგეგმარება /ურბანისტი/არქიტექტურა, გეოლოგია/კარტოგრაფია ფიზიკა, ქიმია, რადიოფიზიკა, ავტომატიზაცია და მართვის სისტემები, მშენებელ-ინჟინერი, ინჟინერი, ავტოინჟინერი, ელექტროინჟინერი, ენერგეტიკა, ფინანსები/აუდიტი, საერთაშორისო ურთიერთობები, საჯარო მმართველობა, ჟურნალისტიკა, საზოგადოებრივი ურთიერთობები, კავშირგაბმულობა/ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები, ტრანსპორტი/ლოგისტიკა, საზღვაო, ტურიზმი, პროგრამირება/IT მიმართულება და ა.შ.
კონკურსი ორ ეტაპად წარიმართება, პროგრამაში სტაჟიორად ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს უფლებამოსილი კომისია.
ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 2024 წელსაც განხორციელდა.