TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ყაზახეთში ყიდის
2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ ყაზახეთში ექსპორტზე 414 029.7 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 354 286.5 ათასი დოლარის. შესაბამისად ყაზახეთში ექსპორტი 17%-ითაა გაზრდილი. ყაზახეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია.მასზე ყაზახეთში განხორციელებული ექსპორტის 85%-ი მოდის.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ყაზახეთში ყიდის:
რაც შეეხება ყაზახეთიდან იმპორტს, ზრდა 48%-ის დონეზეა. 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ყაზახეთიდან 42 870.3 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 29 050.3 ათასი დოლარის. ყაზახეთიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი ხორბალი და მესლინია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ყაზახეთიდან ყიდულობს:
სხვა სიახლეები
01.08.2025.19:51
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს აჰმედ ალნუაიმის და „აბუ დაბი პორტს გრუფის" რეგიონულ გენერალურ დირექტორს აბდულაზიზ ალშამსის შეხვდა.
საუბარი წარიმართა ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობის პრიორიტეტულ საკითხებზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორშითანამშრომლობაზე, მათ შორის, "თბილისის მშრალი პორტი"-ს პროექტის ფარგლებში. აღინიშნა, რომ ისეთი პროექტები, როგორიცაა „თბილისის მშრალი პორტი", ხელს უწყობს საქართველოს, როგორც სატრანსპორტო - ლოგისტიკური ჰაბის მეტად პოზიციონირებას რეგიონული მასშტაბით, აგრეთვე შუა დერეფანში დამატებითი ტვირთების მოზიდვას.
შეხვედრაზე განხილულ იქნა „თბილისის მშრალი პორტის" შემდგომი განვითარება. პროექტის უმსხვილესი ინვესტორია „აბუ დაბი პორტს გრუფი". აღინიშნა, რომ პროექტის განვითარება 3 ფაზას მოიცავს 286 000 კვ.მ ტერიტორიაზე, ამ ეტაპზე დასრულებულია და ფუნქციონირებს პირველი ფაზა, რომელშიც 21 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია უკვე განხორციელდა.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაყოფიერ თანამშრომლობას ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმების ამოქმედებამ - აღნიშნული შეთანხმება ქართველ მწარმოებლებს პრეფერენციული ტარიფით ექსპორტის განხორციელებას საშუალებას აძლევს, რაც ორმხრივ სავაჭრო ბრუნვაზე პოზიტიურად აისახა. ასევე საუბარი წარიმართა თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე ისეთ სექტორებში როგორიცაა ტურიზმი, სამოქალაქო ავიაცია, ენერგეტიკა და სხვ.
შეხვედრას დაესწრო მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი.