მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7067.5
-0.0008
flag
AZN 1.5946
-0.0002
flag
CNY 37.782
0.001
flag
EUR 3.1568
0.0143
flag
GBP 3.646
0.0123
flag
KZT 50.89
0.0014
flag
TRY 0.0672
-0.0001
flag
USD 2.7118
-0.0003

ვფიქრობთ, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა შეინარჩუნოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად - ლაშა ქავთარაძე

news image

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა შეინარჩუნოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, - ამის შესახებ განცხადება  რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძემ გააკეთა. ქავთარაძემ ის რისკებსა და გამოწვევებზეც ისაურა, რაც ქვეყანას და ზოგადად გლობალურად აწუხებს და ამ გაურკვევლობის ფონზე რეფინანსირების შემცირების რეკომენდაცია არ აქვს. 

„ერთი რასაც შეგვიძლია შევხედოთ მოთხოვნის მხრიდან, ჩვენ ვხედავთ რომ გარკვეული გადმოცემა გამოვლინებული არის ფასების დონეზე. იმიტომ, რომ ადგილობრივად წარმოებული საქონლის და მომსახურების ინფლაცია არის დომინანტური დღევანდელი ინფლაციაში. ამასთან ერთად არსებობს გაურკვევლობა მსოფლიოში, თუნდაც სატარიფო პოლიტიკა რაცა ამერიკამ დაიწყო, ასევე ახლო აღმოსავლეთში, კი არის შეთანხმება მიღწეული, მაგრამ არავინ არ იცის ეს შეთანხმება რამდენ ხანს იქნება შენარჩუნებული. არსებობს გარკვეული რისკები და აი ამ რისკების ფონზე, მაგალითად სატარიფო პოლიტიკას თუ შევხედავთ მსოფლიოში უკვე ინფლაციამ შემობრუნება დაიწყო. ამერიკაში მაგალითად ინფლაცია უკვე წინა თვეში ზრდის მიმართულებით დაფიქსირდა, ასევე დიდ ბრიტანეთში ზრდის მიმართულებით, ანუ შემობრუნდა. ასევე შემობრუნების ტრენდი შეინიშნება განვითარებად ქვეყნებში და ჩვენთანაც წლის დასაწყისში უფრო დაბალი იყო, ახლა 4% არის და 4%-ზე უფრო მაღალს ველოდებით მომდევნო თვეებში, დაახლოებით 4,5-ის ფარგლებში.  ეს ფაქტობრივად არის სიგნალი იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა ამ კუთხით სიფრთხილე გამოიჩინოს და იჩენს კიდეც და არ არის საჩქარო, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი იყოს შემცირებული. იმიტომ, რომ თუ რისკების, ის რისკები რაზეც ვისაუბრე,  ამის რეალიზაცია მოხდება მერე უფრო ძნელი იქნება ინფლაციის მოთოკვა. ამიტომ გონივრული ნაბიჯებით, ქვეყანაშიც მოთხოვნა იმაზე მაღალი არის, ვიდრე პოტენციური ზრდის ტემპი ფიქსირდება“, - აცხადებს ლაშა ქავთარაძე.

მისივე განმარტებით, სავალუტო შემოდინებების  დიდი ნაწილი მოხმარებაში მიდის.

„ყველა ის ნაკადი რაც არის, ფულადი გზავნილები, ტურიზმი, ექსპორტი, მერე ექსპორტიორების შემოსავლები. მოხმარება ფინანსდება. ამასთან ერთად  ჩვენ ვხედავთ რომ 2021 წლიდან მოყოლებული ხელფასების ზრდის ტემპი ორნიშნა არის გარკვეულწილად, ესეც პოზიტიურად მოქმედებს ამ მოხმარებაზე. შესაბამისად, როდესაც მოხმარება უფრო მაღალია ვიდრე ქვეყანაში მაგალითად საქონელი და მომსახურების წარმოება ხდება მოკლევადიან პერიოდში, თანხვედრაში არ არის. შესაბამისად, ეს იწვევს იმას, რომ მიმდინარედ უფრო მაღალი გვაქვს ეკონომიკური აქტივობა, ვიდრე ეს შეიძლება გრძელვადიანად იყოს შენარჩუნებული. ზოგადად, როდესაც ვაფასებთ გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა რამდენი იქნება, ეს არის განმსაზღვრელი საორიენტაციო, რომ ამ ნიშნულზე ჩვენ შეიძლება ერთ წელში, ორ წელში ვერ დავბრუნდეთ, მაგრამ  5 წელში და 10 წელში ჩვენ მაინც იქეთკენ წავალთ. ეს მარტო ჩვენ კი არა ზოგადად ესეთი მოცემულობა გვაქვს, ყველა ქვეყანა უბრუნდება თავის პოტენციურ დონეს, ან ახლოს იმყოფება ამ პოტენციურ დონესთან. ჩვენ პანდემიამდე გვქონდა პოტენციური დონზე 4.5-5%. ახლა ჩვენი შეფასება არის 5.5-6 %-ის ფარგლებში. ანუ მომდევნო 5 წლის განმავლობაში ჩვენ ამ დიაპაზონში ველოდებით ზრდის ტემპის დაბალანსებას. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად შეიძლება აქეთკენ წავიდეს. შეიძლება რაღაც მოხდეს ისეთი, რომ უფრო მაღალი შემოდინებები დაფიქსირდეს“, - განმარტავს ქავთარაძე. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მარიამ ქვრივიშვილმა „თურქეთის ავიახაზების" ხელმძღვანელთან ავიაკომპანიის სიხშირეებისა და მიმართულებების გაზრდის შესაძლებლობა განიხილა

18.07.2025.21:49

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ავიაკომპანიის „თურქეთის ავიახაზების" დირექტორთა საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს აჰმეტ ბოლატს შეხვდა. 
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოში „თურქეთის ავიახაზებისა" და მისი შვილობილი კომპანიის AJet - ის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე. მხარეებმა განიხილეს ერთობლივი მარკეტინგული კამპანიების ჩატარების შესაძლებლობა საქართველოს, როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულების ცნობადობის გაზრდისა და შედეგად, არსებული ფრენებით მეტი მსყიდველუნარიანი ტურისტის ჩამოყვანის შესახებ. 
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა არსებული ფრენების სიხშირეთა დამატების მნიშვნელობას, რაც მეტ სტიმულს მისცემს როგორც უშუალოდ ქვეყნის ტურიზმის ეკონომიკას, ისე გაზრდის ტურიზმიდან შემოსავლებს. 
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის ახალი მიმართულების დამატების შესაძლებლობა. აღინიშნა, რომ ამ მხრივ, მოლაპარაკება უახლოეს მომავალში გაგრძელდება. 
მარიამ ქვრივიშვილმა დეტალურად ისაუბრა ქვეყნის ავიაციაში არსებულ ტენდენციაზე. მისი თქმით, ამჟამად საქართველოს აეროპორტებიდან 70 - ზე მეტი ავიაკომპანია 110 - ზე მეტი მიმართულებით ოპერირებს და რეკორდულია როგორც მგზავრთნაკადი, ისე სიხშირეები და მიმართულებები ქვეყნის აეროპორტებიდან. 
მინისტრის თქმით, სწორედ ამ ზრდადი დინამიკის გათვალისწინებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დამატებითი ინვესტიცია ჩაედო ქვეყნის საავიაციო ინფრასტრუქტურაში - ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტი დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეძლებს, თბილისს კი სრულიად ახალი, თანამედროვე აეროპორტი ექნება, რომელიც გათვლილი იქნება 20 მლნ მგზავრზე. 
„ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს ჰქონდეს  მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი, რომელიც იქნება ასევე ტრანზიტურ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო თუ სატვირთო ტერმინალებით და უპასუხებს იმ საავიაციო ტენდენციებს და მგზავრთა მოთხოვნებს, რაც იქნება მომდევნო ათწლეულების განმავლობაში," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.  
ავიკომპანია „თურქეთის ავიახაზები" მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გადამზიდი ავიაკომპანიაა, რომელიც პირდაპირ ფრენებს მსოფლიოს 130-მდე ქვეყნაში ახორციელებს.  დღესდღეობით ავიაკომპანია შემდეგი სიხშირით დაფრინავს: სტამბული-თბილისი-სტამბული - 35 სიხშირე კვირაში; სტამბული-ბათუმი-სტამბული - 14 სიხშირე კვირაში. ავიაკომპანია გადაყვანილი მგზავრების მაჩვენებლით საქართველოს ავიაბაზარზე ლიდერი კომპანიაა წლების განმავლობაში. 
შეხვედრა თურქეთში მარიამ ქვრივიშვილის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა