იანვარ-ივლისში საზღვარგარეთ გადახდებმა 6 მლრდ ლარს გადააჭარბა - წლიური ზრდა 15%
2025 წლის იანვარ-ივლისში რეზიდენტი ბანკების მიერ გაცემული ბარათებით საზღვარგარეთ გადახდებმა ჯამში 6 475 670 000 ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი მთლიან ბარათოვან ოპერაციებში 12%-იან წილს იკავებს. ასევე მიმდინარე წლის 7 თვის მაჩვენებლები, 2024 წლის 7 თვის მაჩვენებლებთან 15%-ითაა გაზრდილი. 2024 წლის იანვარ-ივლისში ქართული ბარათებით საზღვარგარეთ განხორციელებულმა ტრანზაქციებმა 5 634 374 000 ლარი შეადგინა.
სებ-ის ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკური მაჩვენებლის თანახმად, 7 თვის განმავლობაში საზღვარგარეთ ბარათებით გადახდები ყველაზე აქტიური ივლისი იყო, რადგანაც საანგარიშო პერიოდში ბარათებით საზღვარგარეთ 1 007 082 000 ლარის გადახდა განხორციელდა.
რეზიდენტი ემიტენტების მიერ ემიტირებული საგადახდო ბარათებით საზღვარგარეთ განხორციელებული ოპერაციების (იშუინგი) სტატისტიკა ასე გამოიყურება:
01-2025 - 860 685 ათასი ლარი
02-2025 - 823 529 ათასი ლარი
03-2025 - 940 814 ათასი ლარი
04-2025 - 927 073 ათასი ლარი
05-2025 - 986 541 ათასი ლარი
06-2025 - 929 946 ათასი ლარი.
07-2025 - 1 007 082 ათასი ლარი.
სხვა სიახლეები
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველო საფინანსო სექტორის მდგრადობას აძლიერებს
30.07.2026.12:47
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფას „საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის".
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.
მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული პროექტი სარეზოლუციო ფონდისთვის ქმნის 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის წინასწარ შეთანხმებულ საკრედიტო ხაზს.
მსოფლიო ბანკის ჩართულობით, პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაო და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს სებ-ის რეზოლუციის ჩარჩოს შემდგომ სრულყოფას, ეფექტიანობის ზრდასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებას.
ამასთან, საკრედიტო ხაზი სარეზოლუციო ფონდისთვის დამატებითი ფინანსური დაცვის მექანიზმია მისი სამიზნე ნიშნულამდე შევსების პერიოდში და ხელს შეუწყობს სარეზოლუციო პროცესის დროულად და ეფექტიანად განხორციელებას.