მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7269.6
0.0031
flag
AZN 1.579
-0.0012
flag
CNY 39.494
0.0004
flag
EUR 3.1594
-0.0006
flag
GBP 3.648
-0.0072
flag
KZT 57.89
-0.0031
flag
TRY 0.0592
0
flag
USD 2.6843
-0.0016
news banner

ამ პროექტმა გვასწავლა, როგორ გადავაქციოთ იდეა რეალურ შედეგად - STEM ოლიმპიადის პირველადგილოსანი გუნდი

news image

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის თანამშრომლობით STEM ოლიმპიადის მესამე სეზონი წარმატებით მიმდინარეობს. პროექტი ახალგაზრდებში მეცნიერებებისა და მომავლის პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა და უკვე ბევრი საინტერესო მოსწავლე გაგვაცნო. ამჟამად ახალ სეზონზე  განაცხადების მიღება დაწყებულია და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე

მეორე სეზონის ოლიმპიადაში 1-ლი ადგილი თბილისის თავისუფალი სკოლის გუნდმა დაიკავა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: ანდრია პაპუაშვილი, ლიზა შალიკაშვილი, ლუკა უფლისაშვილი, თეკლა თენიეშვილი, ლუკა დუდაური.

გუნდის მენტორმა, ლაშა ნიშნიანიძემ, გაგვიზიარა შთაბეჭდილებები და ისაუბა მოსამზადებელ პროცესზე.

„STEM მიმართულება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიოში,  სწორედ ეს სფეროები ქმნიან იმ ახალ ტექნოლოგიებსა და გადაწყვეტებს, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას აუმჯობესებენ.  თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების კომბინაციით იზრდებიან მომავალი ინჟინრები, პროგრამისტები, მეცნიერები, რომლებიც შეცვლიან სამყაროს”.

ოლიმპიადამდე გუნდები აქტიურად ემზადებოდნენ, როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად, თავისუფალი სკოლის გუნდმა გამარჯვებამდე საკმაოდ ბევრი იშრომა წარმატებული ასპარეზობისთვის: 

მზადება იყო ინტენსიური, მიზანმიმართული და შთამბეჭდავი. სკოლის გაკვეთილების დასრულების შემდეგ გუნდი მუდმივად მეცადინეობდა, ფინალის დღემდე მოსწავლეები ყოველდღიურად ემზადებოდნენ, დილის 10 საათიდან გვიან ღამემდეც კი, თანაც ამას დიდი ენთუზიაზმით აკეთებდნენ. მზადების ძირითადი ნაწილი უკავშირდებოდა რთული ტექნიკური დავალებების გადაჭრას, ცოდნის გამყარებასა და გუნდური მუშაობის დახვეწას. ყოველთვის განსხვავებულ და კომპლექსურ დავალებებს ვაძლევდი. ისინი ისხდნენ, ფიქრობდნენ, კოდს წერდნენ, წრედებს აწყობდნენ, დაშვებულ შეცდომებს ასწორებდნენ - ასეთი თავდადება და შეუპოვრობა გახდა  წარმატების მთავარი ფაქტორი “.

გადამწყვეტი მნიშვნელობა ფინალურ პროექტს ჰქონდა, ამ ეტაპზე გუნდები დამოუკიდებლად და ინოვაციურად უნდა გამკლავებოდნენ პრაქტიკულ დავალებას:

როდესაც ოლიმპიადა დაიწყო, მალევე შეგვატყობინეს მთავარი დავალება -  საგულშემატკივრო ჰოლში  დაიდო ლიფტის კონსტრუქციის მაკეტი. სწორედ ამ ტიპის სისტემაზე უნდა ემუშავათ მონაწილეებს. პროექტი იყო კომპლექსური და მაღალტექნოლოგიური, თუმცა ჩემი მოსწავლეებისთვის ეს სიახლე არ ყოფილა: მრავლად ჰქონდათ ნამუშევარი მსგავს ელექტრონულ კომპონენტებზე, სენსორებზე, ძრავებზე. მჯეროდა, რომ დავალებას კარგად შეასრულებდნენ. სირთულე მაინც არსებობდატექნიკური დეტალების ზუსტი შესრულება, დროის შეზღუდვა და კონკურენციის მაღალი დონე “.

პირველი ადგილის მოპოვების შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს გუნდის წევრებმაც:

„STEM ოლიმპიადაში მონაწილეობაც კი ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის,ოლიმპიადის განმავლობაში ვსწავლობდით ბევრ ისეთ დეტალს, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან გამოსადეგი იყო. სიტყვებით რთულია იმის აღწერა , რასაც  მოგებისას განვიცდიდი, ბედნიერად მახსენდებოდა დღეები, როდესაც მთელი დღე ვისხედით და ვვარჯიშობდით”, - ლუკა უფლისაშვილი 

ამ პროექტმა გვასწავლა, როგორ გადავაქციოთ იდეა რეალურ შედეგად. გუნდურად მუშაობა, პრობლემების ანალიზი და გადაწყვეტილებების პოვნა  - ეს უნარები მომავალში აუცილებლად გამოგვადგება, როგორც სწავლის, ისე პროფესიული განვითარების გზაზე”, - ლუკა დუდაური

საქართველოს ბანკი აქტიურად განაგრძობს საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას ყველასთვის, ვინც არ ჩერდება, ცნობისმოყვარეა, აინტერესებს, ეძებს და ცდილობს, მეტი ისწავლოს. სწორედ ასეთი ახალგაზრდები ქმნიან უკეთეს მომავალს მთელი ქვეყნისთვის. STEM მიმართულებების წახალისებაც ამ მთავარი მიზნის ნაწილია და მომავალშიც ბევრ ნიჭიერ მოსწავლეს მისცემს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

11.05.2026.15:57

Galt & Taggart ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს.

Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 110.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.66% წინა კვირასთან შედარებით და +2.22% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 353 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 105.70 - 117.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 62 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 46.62 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.18% წინა კვირასთან შედარებით და -0.43% გასულ თვესთან შედარებით.
ვაჭრობის მოცულობამ 303 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.06 - 48.74 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 47 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 38.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), უცვლელი წინა კვირასთან შედარებით და -3.37% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 253 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 37.95 - 39.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 63 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა