როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე
გასულ კვირას ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული.
Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 73.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.83% წინა კვირასთან შედარებით და -3.27% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 459 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 73.05 - 78.25 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 66 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 44.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.68% წინა კვირასთან შედარებით და -0.45% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 1.18 მილიონ აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.55 - 46.25 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 117 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 24.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.91% წინა კვირასთან შედარებით და +2.35% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 273 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 23.20 - 24.70 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 112 ათასი აქცია შეადგინა
სხვა სიახლეები
24.09.2025.17:01
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1860 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7110 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7110 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7141 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0031 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1860 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2007 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0147 ლარი შეადგინა.