მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7078.3
-0.0044
flag
AZN 1.5941
-0.0024
flag
CNY 38.049
-0.0123
flag
EUR 3.186
-0.0147
flag
GBP 3.6517
-0.0121
flag
KZT 50.04
0.0021
flag
TRY 0.0654
-0.0001
flag
USD 2.711
-0.0031

შალვა პაპუაშვილი საქართველოში საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

news image
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ოლივიე კურტოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ისტორიულად მეგობრული კავშირები.

შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა საფრანგეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების ურყევი მხარდაჭერისთვის.

საფრანგეთის ელჩმა აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, საფრანგეთი საქართველოს გვერდით დგას და თანამედროვე კომპლექსურ სამყაროში, ერთიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პატივისცემა და მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

შეხვედრაზე განიხილეს პოლიტიკური ვითარება და მიმდინარე მოვლენები საქართველოში. ხაზი გაესვა დიპლომატიის მნიშვნელობას ქვეყნებს შორის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარებაში.

მხარეებმა გამოხატეს მზაობა, ითანამშრომლონ საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ხელშესაწყობად. ამ მხრივ, აღინიშნა ნდობაზე დაფუძნებული, ღია და კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობა.
news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image კახა კალაძემ მერის მოადგილის თანამდებობაზე კახა აბულაძის კანდიდატურა წარადგინა

24.09.2025.14:43

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილის თანამდებობაზე კახა აბულაძის კანდიდატურა წარადგინა.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, კახა აბულაძეს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობის პერიოდში, არაერთი წარმატებული პროექტისა და პროგრამის განხორციელებაში აქვს წვლილი შეტანილი.

„კახა აბულაძე 2023 ოქტომბრიდან თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა. ის მედიცინის დოქტორია და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2022 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. მანამდე მუშაობდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე, იქამდე კი თბილისის მერიაში ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციას იკავებდა.  დიდია მისი წვლილი დედაქალაქის საჯარო ბაგა-ბაღების განვითარების, განხორციელებული წარმატებული პროექტებისა თუ პროგრამების მიმართულებით. ამიტომ, ვფიქრობ, დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას წარმატებით გამოიყენებს აწ უკვე მერის მოადგილის პოსტზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კახა აბულაძეს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა. 

„წარმატებებს ვუსურვებ კახას ამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ჩვენ ყველას კარგად გვაქვს გააზრებული, თუ რას ნიშნავს იყო თბილისის და თბილისელების სამსახურში. მომდევნო წლები ჩვენი ქალაქისთვის კიდევ უფრო საინტერესო იქნება. მზად ვართ, ჩვენი შრომით და ყოველდღიური საქმიანობით, ჩვენი დედაქალაქი კიდევ უფრო ლამაზი და კომფორტული გავხადოთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა