მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7078.3
-0.0044
flag
AZN 1.5941
-0.0024
flag
CNY 38.049
-0.0123
flag
EUR 3.186
-0.0147
flag
GBP 3.6517
-0.0121
flag
KZT 50.04
0.0021
flag
TRY 0.0654
-0.0001
flag
USD 2.711
-0.0031

დიდი ოდენობით თანხების მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ,,მეტალ +“-ის დირექტორს პატიმრობა მიესაჯა

news image

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შპს ,,მეტალ +“-ის დირექტორი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 

გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს ,,მეტალ +“-ი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ტურისტული და ბიზნესის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში გამარჯვებულად გამოცხადდა, რის საფუძველზეც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიასა და კომპანიის დირექტორს შორის, სახელმწიფო შესყიდვების თაობაზე 1 091 329 ლარის ხელშეკრულებები გაფორმდა.

აღნიშნულის საფუძველზე შპს ,,მეტალ +“-ის ანგარიშზე ჯამში 893 522 ლარი, მათ შორის, 763 931 ლარი ავანსის სახით ჩაირიცხა. თუმცა კომპანიის დირექტორმა არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, მიღებული თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი მოახმარა სახელმწიფო დაკვეთის შესრულებას, ხოლო დანარჩენი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. კერძოდ, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით დადგინდა, რომ კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება 212 840 ლარს შეადგენდა, ხოლო ჩარიცხულ თანხებსა და შესრულებულ სამუშაოებს შორის სხვაობა 680 682 ლარი შპს ,,მეტალ +“-ის დირექტორმა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.

უკანონოდ დაუფლებული თანხისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით შპს ,,მეტალ +“-ის დირექტორმა ფიქტიური ოპერაციების საფუძველზე უძრავი და მოძრავი ქონება: 1 ბინა და 4 ავტომობილი შეიძინა, რითაც 680 682 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა.

მას ბრალდება საქართველოს 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისება) და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე, ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება: 1 ბინა და 4 ავტომობილი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image გამოვიდა ჟურნალ „მონეტარული ეკონომიკის“ მორიგი ნომერი

24.09.2025.16:18

გამოვიდა საქართველოს ეროვნული ბანკის სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის „მონეტარული ეკონომიკა“ მეორე ნომერი.

ახალ ნომერში ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელთა და გარე ავტორების სტატიები:

  • ჰიპერინფლაციის დაძლევა და მაკროეკონომიკური სტაბილიზაცია საქართველოში, როგორც სრულფასოვანი ეროვნული ვალუტის - ლარის შემოღების წინაპირობა;
  • სავალუტო ინტერვენციების როლი მცირე ღია ეკონომიკაში: საქართველოს მაგალითზე;
  • საპროცენტო განაკვეთების ფორმირება გარდამავალ ეკონომიკებში: საქართველოს მაგალითი ევროპული მისწრაფებების კონტექსტში;
  • გეოპოლიტიკური ფრაგმენტაციის გავლენა საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურაზე;
  • საქართველოს კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის ლიკვიდურობა და საცალო ინვესტორების ჩართულობა.


როგორც ცნობილია, 2025 წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება. სებ-მა სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის „მონეტარული ეკონომიკა“ გამოშვება ლარის საიუბილეო წლის ფარგლებში განაახლა. ჟურნალი წარმოადგენს აკადემიურ რესურსს მონეტარული პოლიტიკით, საბანკო და ზოგადად ფინანსური სექტორით, ფინანსური ტექნოლოგებით და კაპიტალის ბაზრების განვითარებით დაინტერესებული საზოგადოებისთვის, მათ შორის, ახალგაზრდა მეცნიერებისა და მკვლევარებისთვის. ეს არის ერთგვარი პლატფორმა, რომელიც საინტერესო და სიღრმისეული დიალოგის წარმართვის შესაძლებლობას ქმნის.

„მონეტარული ეკონომიკის“ მომდევნო ნომერი მიმდინარე წლის დეკემბერში გამოვა. რედაქცია სტატიებს გარე ავტორებისგანაც მიიღებს - monetaryeconomics@nbg.gov.ge.


ეროვნული ბანკის პირველი ანალიტიკური ჟურნალი „ბანკი“ ჯერ კიდევ 25 წლის წინ დაარსდა. შემდგომში გამოდიოდა ჟურნალი „ეკონომიკა და საბანკო საქმე“, ამ დროისთვის კი ქართულ და ინგლისურ ენებზე, ახალ ფორმატში, ჟურნალი „მონეტარული ეკონომიკის“ სახელით გამოდის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა