მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7094.2
-0.0025
flag
AZN 1.5962
-0.0009
flag
CNY 38.161
-0.0085
flag
EUR 3.1514
-0.0107
flag
GBP 3.5766
-0.0132
flag
KZT 51.14
-0.0036
flag
TRY 0.0646
-0.0001
flag
USD 2.7139
-0.0015

ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა

news image

მუსიკალური პროდიუსერი, ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა.

ინფორმაციას მისი მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

Business Insider Georgia უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ GFTN - ის ფარგლებში პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

30.10.2025.15:21

„თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ, პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

პანელზე სახელწოდებით „შემდეგი ინოვაციური ციკლი ფინანსურ სერვისებში“ განიხილეს ცენტრალური ბანკების შესაძლებლობები და როლი, თუ როგორ უნდა  უზრუნველყონ მათ ფინანსური სერვისების სექტორის კონკურენტუნარიანობა  და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა.

შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა, მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები როგორ ხედავენ ფინანსური ინფრასტრუქტურის მომავალს.

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობდნენ არმენ ნურბეკიანი - სომხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის მოადგილე, კლაუდიუ ნეგრეა - რუმინეთის ეროვნული ბანკის დირექტორის მოადგილე, ლინარდო მარტინჩევიჩი - ხორვატიის ეროვნული ბანკის მმართველის ოფისის მრჩეველი, იზვან ალი - Nexus Global Payments-ის მრჩეველი, ბობ უორდროპი - კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, სიდჰარტ შეტი - Finternet Labs-ის აღმასრულებელი დირექტორი, ,ჯაილს დიქსონი - Tether-ის მარეგულირებელი და სალიცენზიო საკითხების გლობალური ხელმძღვანელი, გიორგი ვახტანგიშვილი - საქართველოს ბანკის ციფრული მიმართულების ხელმძღვანელი, დმიტრი ბოჩაროვი - Pave Bank-ის რისკების მთავარი ოფიცერი და თანადამფუძნებელი.

ასევე, მხარეებმა განიხილეს მარეგულირებელი უწყებების და ცენტრალური ბანკების როლი,  ფინანსური ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობის პროცესში და ტექნოლოგიების საფინანსო სექტორში ინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევები.

ნინო ჯელაძემ ისაუბრა ქართულ გამოცდილებაზე, მათ შორის საქართველოს ცვალებად ფინანსურ ეკოსისტემაზე და ახალი ინსტიტუტების შექმნაზე, როგორიც არის ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერები და ფინტექ პლატფორმები.

ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს ეროვნული ბანკის როლს,  ფინანსური სტაბილურობისა და ფინანსური ინოვაციების დანერგვის პროცესში.  ასევე, ისაუბრა სებ-ის გამოცდილებაზე ახალი ფინტექ მოთამაშეებისთვის მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავების საქმეში.

პანელურ დისკუსიას მოდერატორობას უწევდა პატ პატელი - GFTN-ის ფორუმების აღმასრულებელი დირექტორი.

„თბილისის ფინანსური სამიტი“, რომელსაც 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი და 1 000-ზე მეტი დელეგატი ესწრება, სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN) ღონისძიებების სერიის შემადგენელი ნაწილია. GFTN - წამყვანი საერთაშორისო ქსელია ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში, საქართველო კი ამ ქსელის ნაწილი გახდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა