მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ფოსტის ხელმძღვანელი გიორგი ერაძე თანამშრომლებს წარუდგინა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შპს „საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორი გიორგი ერაძე თანამშრომლებს წარუდგინა.
მინისტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში საფოსტო საქმიანობის მნიშვნელობაზე და ამ მხრივ, კომპანია „საქართველოს ფოსტის" როლზე, როგორც ქვეყნის ტრადიციულ საფოსტო ოპერატორსა და ამ სექტორში უნივერსალური სერვისების მიმწოდებელზე. მისი თქმით, ბოლო წლებში კომპანია ციფრული ტრანსფორმაციის პროფესშია - დაინერგა არაერთი ტექნოლოგიური ინოვაცია, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მომსახურების სახეობების და ხარისხის გაუმჯობესებას. „ფოსტა არის ლოგისტიკური ეკოსისტემა, რომელიც მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს და ტექნოლოგიურად გამართულ გადაწყვეტებს აერთიანებს," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა „საქართველოს ფოსტის" ახალ ხელმძღვანელს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
მან ასევე მადლობა გადაუხადა კომპანიის ყოფილ გენერალურ დირექტორს გაწეული შრომისთვის.
„საქართველოს ფოსტის" გენერალურ დირექტორს აქვს აკადემიურ ხარისხი საერთაშორისო სამართალში, ფლობს საერთაშორისო სერტიფიკატებს სატვირთო გადაზიდვებში უსაფრთხოების მართვის სისტემის, საინფორმაციო და საავიაციო უსაფრთხოების და სტუმარმასპინძლობისა და ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით.
შპს „საქართველოს ფოსტა" არის 100 პროცენტით სახელმწიფო წილობრივი კომპანია. ის არის ქვეყნის უმსხვილესი საფოსტო ორგანიზაცია, რომელსაც სერვისცენტრების ყველაზე დიდი ქსელი აქვს. ის ქვეყნის ლიდერი საფოსტო ოპერატორია, რომელიც მომხმარებელს უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით უზრუნველყოფს.
სხვა სიახლეები
04.09.2025.15:13
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის მიზნით, დასავლეთ საქართველოში მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ინტენსიურად ახორცილებს. აჭარაში, სამეგრელოს, იმერეთისა და გურიის რეგიონებში, ტერიტორიების თერმული ნისლით დამუშავების პარალელურად, საყანე ფართობები ცივი შესხურების ტექნოლოგიით იწამლება.
დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში სასიმინდე ფართობების აბსოლუტური უმრავლესობა დამუშავებულია, თუმცა, ღონისძიებები გრძელდება სასიმინდე კულტურების საგვიანო ჯიშის ნათესებში.
„უმეტეს ნათესებში მოსავლის აღება დაწყებულია და მავნებლის მიერ მოსავლის დაზიანების რისკი აღარ არსებობს. რაც შეეხება საგვიანო ჯიშის ნათესებს, ღონისძიებები ინტენსიურად და ინსექტიციდების ლოდინის პერიოდის სრული დაცვით მიმდინარეობს”, - აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ მესხმა.
შეწამვლის სამუშაოები აქტიურად ტარდება აბაშის მუნიციპალიტეტის ზანათის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც რვა ერთეული სპეციალიზებული ტექნიკით სიმინდის მასივები მთელი სოფლის პერიმეტრზე ცივი შესხურების ტექნოლოგიით მუშავდება.
ღონისძიებების მიმდინარეობას და საყანე ფართობებში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ მესხი, ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის უფროსი დავით აშორდია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
ამ ეტაპისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის მიერ ქვეყნის მასშტაბით დამუშავებულია: ცივი შესხურებით - 74 ათას ჰა-მდე ტერიტორია (ტყის პერიმეტრი, ჯაგნარი, სოფლის პერიმეტრი, სიმინდის მასივი); თერმული ნისლით - 215 270 ჰა ტერიტორია; განთავსებულია 7474 „მონიტორინგის ხაფანგი” და 152 117 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.