მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7078.3
-0.0044
flag
AZN 1.5941
-0.0024
flag
CNY 38.049
-0.0123
flag
EUR 3.186
-0.0147
flag
GBP 3.6517
-0.0121
flag
KZT 50.04
0.0021
flag
TRY 0.0654
-0.0001
flag
USD 2.711
-0.0031

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 1 წელში 60 მლნ ლარამდე ოდენობის 1200-ზე მეტი სესხი დამტკიცდა

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამის ერთი წლის შედეგები შეაჯამა. ამ ხნის განმავლობაში დამტკიცდა 1200-ზე მეტი სესხი, რომელთა ჯამური მოცულობა 60 მლნ ლარამდეა. პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ინვესტიციით კი დამატებით 2,643 სამუშაო ადგილი შეიქმნა.

პროგრამა  ხელს უწყობს მიკრო მეწარმეობის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და სამეწარმეო პოტენციალის ზრდას. პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობენ მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მეწარმეები, ქალი მეწარმეები და დამწყები მეწარმეები. ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სესხის პროცენტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება სააგენტოს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებში, სესხის აღების პროცესში 80%-იანი გარანტია და წვდომა საკონსულტაციო სერვისებზე 25 000 ლარამდე თანადაფინანსებით. არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისი შემოსავალიც არ აღემატება 500 000 ლარს. მხარდაჭერის პერიოდი მაქსიმუმ 5 წელია, სესხის ოდენობა კი 20 000-დან 50 000 ლარამდე.

პროგრამის წარმატება მნიშვნელოვნად განაპირობა სააგენტოს კიდევ ერთმა სიახლემ - რეგიონულმა საკონსულტაციო ცენტრებმა. სააგენტოს რეგიონალური საკონსულტაციო ცენტრები უკვე ფუნქციონირებს საქართველოს 6 ქალაქში - ზუგდიდში, თელავში, ქუთაისში, ახალციხეში, ბათუმსა და თბილისში.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image გამოვიდა ჟურნალ „მონეტარული ეკონომიკის“ მორიგი ნომერი

24.09.2025.16:18

გამოვიდა საქართველოს ეროვნული ბანკის სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის „მონეტარული ეკონომიკა“ მეორე ნომერი.

ახალ ნომერში ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელთა და გარე ავტორების სტატიები:

  • ჰიპერინფლაციის დაძლევა და მაკროეკონომიკური სტაბილიზაცია საქართველოში, როგორც სრულფასოვანი ეროვნული ვალუტის - ლარის შემოღების წინაპირობა;
  • სავალუტო ინტერვენციების როლი მცირე ღია ეკონომიკაში: საქართველოს მაგალითზე;
  • საპროცენტო განაკვეთების ფორმირება გარდამავალ ეკონომიკებში: საქართველოს მაგალითი ევროპული მისწრაფებების კონტექსტში;
  • გეოპოლიტიკური ფრაგმენტაციის გავლენა საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურაზე;
  • საქართველოს კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის ლიკვიდურობა და საცალო ინვესტორების ჩართულობა.


როგორც ცნობილია, 2025 წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება. სებ-მა სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის „მონეტარული ეკონომიკა“ გამოშვება ლარის საიუბილეო წლის ფარგლებში განაახლა. ჟურნალი წარმოადგენს აკადემიურ რესურსს მონეტარული პოლიტიკით, საბანკო და ზოგადად ფინანსური სექტორით, ფინანსური ტექნოლოგებით და კაპიტალის ბაზრების განვითარებით დაინტერესებული საზოგადოებისთვის, მათ შორის, ახალგაზრდა მეცნიერებისა და მკვლევარებისთვის. ეს არის ერთგვარი პლატფორმა, რომელიც საინტერესო და სიღრმისეული დიალოგის წარმართვის შესაძლებლობას ქმნის.

„მონეტარული ეკონომიკის“ მომდევნო ნომერი მიმდინარე წლის დეკემბერში გამოვა. რედაქცია სტატიებს გარე ავტორებისგანაც მიიღებს - monetaryeconomics@nbg.gov.ge.


ეროვნული ბანკის პირველი ანალიტიკური ჟურნალი „ბანკი“ ჯერ კიდევ 25 წლის წინ დაარსდა. შემდგომში გამოდიოდა ჟურნალი „ეკონომიკა და საბანკო საქმე“, ამ დროისთვის კი ქართულ და ინგლისურ ენებზე, ახალ ფორმატში, ჟურნალი „მონეტარული ეკონომიკის“ სახელით გამოდის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა