სებ-ის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ სიხარულიშვილი სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი გახდა
საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ვახტანგ სიხარულიშვილი საქმიანობას საერთაშორისო სავალუტო ფონდში განაგრძობს. ის საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით ორწლიანი ვადით, სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი გახდა.
საქართველო წარმოადგენს სსფ-ის ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის ჯგუფში (OEDNE) შემავალ წევრ ქვეყანას (ანდორა, სომხეთი, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, საქართველო, ისრაელი, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი და უკრაინა), რომლის ფარგლებში, სსფ-ს აღმასრულებელი დირექტორის მრჩევლის პოზიცია ქვეყნების მიხედვით ორწლიანი ვადით იცვლება და ამჯერად აღნიშნული საპასუხისმგებლო როლი საქართველოს მიენიჭა.
სხვადასხვა წლებში ვახტანგი იყო ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სპეციალიზირებული ჯგუფებისა და საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის მცირე და საშუალო მეწარმეების და კორპორატიული საკრედიტო რისკების განყოფილების უფროსი, საბანკო ზედამხედველობის პირველი განყოფილების მთავარი სპეციალისტი. ეროვნულ ბანკამდე ვახტანგი სხვადასხვა კომერციულ ბანკში მუშაობდა.
სხვა სიახლეები
24.09.2025.16:18
გამოვიდა საქართველოს ეროვნული ბანკის სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის „მონეტარული ეკონომიკა“ მეორე ნომერი.
ახალ ნომერში ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელთა და გარე ავტორების სტატიები:
როგორც ცნობილია, 2025 წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება. სებ-მა სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის „მონეტარული ეკონომიკა“ გამოშვება ლარის საიუბილეო წლის ფარგლებში განაახლა. ჟურნალი წარმოადგენს აკადემიურ რესურსს მონეტარული პოლიტიკით, საბანკო და ზოგადად ფინანსური სექტორით, ფინანსური ტექნოლოგებით და კაპიტალის ბაზრების განვითარებით დაინტერესებული საზოგადოებისთვის, მათ შორის, ახალგაზრდა მეცნიერებისა და მკვლევარებისთვის. ეს არის ერთგვარი პლატფორმა, რომელიც საინტერესო და სიღრმისეული დიალოგის წარმართვის შესაძლებლობას ქმნის.
„მონეტარული ეკონომიკის“ მომდევნო ნომერი მიმდინარე წლის დეკემბერში გამოვა. რედაქცია სტატიებს გარე ავტორებისგანაც მიიღებს - monetaryeconomics@nbg.gov.ge.
ეროვნული ბანკის პირველი ანალიტიკური ჟურნალი „ბანკი“ ჯერ კიდევ 25 წლის წინ დაარსდა. შემდგომში გამოდიოდა ჟურნალი „ეკონომიკა და საბანკო საქმე“, ამ დროისთვის კი ქართულ და ინგლისურ ენებზე, ახალ ფორმატში, ჟურნალი „მონეტარული ეკონომიკის“ სახელით გამოდის.