შემოსავლების სამსახურის მიერ მომზადდა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის ახალი გამომთვლელი
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ 27 ოქტომბრიდან, ყველა დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს, უწყების ვებგვერდზე განთავსებული - ფიზიკური პირის ქონების გადასახადის ახალი გამომთვლელით.
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1607
ახლად შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით ფიზიკურ პირს შეუძლია დაიანგარიშოს ქონების (მათ შორის მიწის) გადასახადის ოდენობა. ამასთან, გამომთვლელის გამოყენებით, მას შესაძლებლობა აქვს დაადგინოს გასულ წელს ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი აჭარბებს თუ არა 40 000 ლარს.
აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის, 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589
ვიდეო ინსტრუქცია:
https://www.youtube.com/watch?v=9iMXptuh5ro
სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - "RS ჩათი" და "RS ბოტი" ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299.
სხვა სიახლეები
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ GFTN - ის ფარგლებში პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
30.10.2025.15:21
„თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ, პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
პანელზე სახელწოდებით „შემდეგი ინოვაციური ციკლი ფინანსურ სერვისებში“ განიხილეს ცენტრალური ბანკების შესაძლებლობები და როლი, თუ როგორ უნდა უზრუნველყონ მათ ფინანსური სერვისების სექტორის კონკურენტუნარიანობა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა.
შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა, მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები როგორ ხედავენ ფინანსური ინფრასტრუქტურის მომავალს.
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობდნენ არმენ ნურბეკიანი - სომხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის მოადგილე, კლაუდიუ ნეგრეა - რუმინეთის ეროვნული ბანკის დირექტორის მოადგილე, ლინარდო მარტინჩევიჩი - ხორვატიის ეროვნული ბანკის მმართველის ოფისის მრჩეველი, იზვან ალი - Nexus Global Payments-ის მრჩეველი, ბობ უორდროპი - კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, სიდჰარტ შეტი - Finternet Labs-ის აღმასრულებელი დირექტორი, ,ჯაილს დიქსონი - Tether-ის მარეგულირებელი და სალიცენზიო საკითხების გლობალური ხელმძღვანელი, გიორგი ვახტანგიშვილი - საქართველოს ბანკის ციფრული მიმართულების ხელმძღვანელი, დმიტრი ბოჩაროვი - Pave Bank-ის რისკების მთავარი ოფიცერი და თანადამფუძნებელი.
ასევე, მხარეებმა განიხილეს მარეგულირებელი უწყებების და ცენტრალური ბანკების როლი, ფინანსური ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობის პროცესში და ტექნოლოგიების საფინანსო სექტორში ინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევები.
ნინო ჯელაძემ ისაუბრა ქართულ გამოცდილებაზე, მათ შორის საქართველოს ცვალებად ფინანსურ ეკოსისტემაზე და ახალი ინსტიტუტების შექმნაზე, როგორიც არის ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერები და ფინტექ პლატფორმები.
ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს ეროვნული ბანკის როლს, ფინანსური სტაბილურობისა და ფინანსური ინოვაციების დანერგვის პროცესში. ასევე, ისაუბრა სებ-ის გამოცდილებაზე ახალი ფინტექ მოთამაშეებისთვის მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავების საქმეში.
პანელურ დისკუსიას მოდერატორობას უწევდა პატ პატელი - GFTN-ის ფორუმების აღმასრულებელი დირექტორი.
„თბილისის ფინანსური სამიტი“, რომელსაც 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი და 1 000-ზე მეტი დელეგატი ესწრება, სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN) ღონისძიებების სერიის შემადგენელი ნაწილია. GFTN - წამყვანი საერთაშორისო ქსელია ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში, საქართველო კი ამ ქსელის ნაწილი გახდა.