მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7045.4
-0.0017
flag
AZN 1.5906
-0.0007
flag
CNY 37.506
-0.0099
flag
EUR 3.0872
-0.0064
flag
GBP 3.5606
-0.0169
flag
KZT 49.81
-0.0028
flag
TRY 0.0665
-0.0002
flag
USD 2.705
-0.0011

სტუდენტებმა ევროპის 13 ქვეყნიდან ინტელექტუალური საკუთრების შესახებ სწავლება საქპატენტის სასწავლო ცენტრში გაიარეს

news image

სტუდენტებმა გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, იტალიიდან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან, ასევე, თურქეთიდან, უკრაინიდან, უნგრეთიდან, ჩეხეთიდან და შვეიცარიიდან ინტელექტუალური საკუთრების შესახებ სწავლება საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრში წარმატებით გაიარეს, - ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.

„ინტელექტუალური საკუთრების სამართლის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა 2016 წლიდან ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციასა (ELSA) და საქპატენტის თანამშრომლობით ხორციელდება. ამ პერიოდის განმავლობაში პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 200-ზე მეტმა სტუდენტმა ევროკავშირის წამყვანი უნივერსიტეტებიდან.

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა განკუთვნილია ევროპის ქვეყნების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, რომლებიც პროგრამის ფარგლებში ეცნობიან ინტელექტუალური საკუთრების სამართლის თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს საქართველოს მაგალითზე. სწავლების მიზანია მომავალ იურისტებში ინტელექტუალური საკუთრების სფეროსადმი ინტერესის გაზრდა და მათთვის საქართველოს ინტელექტუალური საკურების დაცვის სისტემის გაცნობა.

აღსანიშნავია, რომ 5-დღიანი აკადემიური პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ ინტელექტუალური საკუთრების სამართლებრივი დაცვის მექანიზმებს, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობაში ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს ევროპულ სტანდარტებთან და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან დაახლოებას. 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ეფექტიანი აღსრულების მნიშვნელობასა და არსებული მექანიზმების მიმოხილვას. საავტორო და მომიჯნავე უფლებების ფარგლებში, განიხილეს ციფრულ სივრცეში უფლებების დაცვის სპეციფიკა და, ასევე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი ნაწარმოებების სამართლებრივი რეგულირების თავისებურებები. სასაქონლო ნიშნები, დიზაინი და გეოგრაფიული აღნიშვნები გაანალიზდა ბრენდისა და პროდუქტის იდენტობის დაცვის ჭრილში, როგორც კონკურენტუნარიანობისა და წარმატებული ბიზნესსაქმიანობის განუყოფელი ელემენტები.

გამოგონებებსა და საპატენტო სამართალზე სესია კონცენტრირებული იყო ინოვაციებთან მათი მჭიდრო კავშირის შეფასებაზე და იმ როლზე, რომელსაც საპატენტო სისტემა ასრულებს ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში. საზაფხულო სკოლის ფარგლებში, მოწვეულმა მომხსენებელმა – ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გარდამავალი და განვითარებული ქვეყნების სამმართველოს (TDC) პროგრამის უფროსმა ოფიცერმა ემილ ჰასანოვმა მონაწილეებს გააცნო ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო ასპექტები და ორგანიზაციის მანდატი გლობალური პოლიტიკის ფორმირების პროცესში.

გარდა ამისა, სტუდენტები ეწვივნენ სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), სადაც მათ ვრცლად გააცნეს სააგენტოს საქმიანობა და მიზნები. ასევე, მათ მოინახულეს სსიპ შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი“, სადაც დეტალურად გაეცნენ საბაჟო დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას, საბაჟო პროცედურებს, კონტრაფაქციასთან ბრძოლის მეთოდებსა და დარღვევებზე რეაგირების მექანიზმებს.

სწავლება მიმდინარეობდა ინტერაქტიურ რეჟიმში პრაქტიკული სავარჯიშოებისა და როლური თამაშების გამოყენებით. სწავლებას უძღვებოდნენ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მიერ სერტიფიცირებული საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრის ტრენერები.

საზაფხულო სკოლის დახურვის ღონისძიება 25 ივლისს საქპატენტის მცხეთის ოფისში გაიმართა. ღონისძიებაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ. უწყების ხელმძღვანელმა სტუდენტებს მიულოცა სწავლის წარმატებით დასრულება და აღნიშნა, რომ ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში ინტელექტუალური საკუთრება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნების ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაში. როგორც მიმართვისას თავმჯდომარემ აღნიშნა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის საერთაშორისო ბუნებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ახალგაზრდა პროფესიონალებსა და მომავალ იურისტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გაეცნონ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სისტემას და დაამყარონ პროფესიული კავშირები. სოსო გიორგაძემ იმედი გამოთქვა, რომ მონაწილეებს შორის იქნებიან ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“ – მომავალი სტუდენტები. როგორც ცნობილია, აღნიშნული პროგრამა საქპატენტის ინიციატივით, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან (WIPO) და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (KIU) თანამშრომლობით ხორციელდება. ღონისძიების დასასრულს სოსო გიორგაძემ მონაწილეებს სწავლის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ComCom-მა სენაკსა და ხონში 1200-ზე მეტი პირი ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა

01.08.2025.16:34

კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა" წარმატებით დაასრულა სენაკისა და ხონის მუნიციპალიტეტებში. ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის მიზნობრივად გამოყენების შესახებ სენაკში 46, ხოლო ხონში 39 სემინარი ჩატარდა, რომელთა ფარგლებშიც ჯამში 1200-ზე მეტი პირი გადამზადდა. შეხვედრების ფარგლებში ბენეფიციარებმა ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ სრულიად უფასოდ აიმაღლეს ცნობიერება და გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, Google-ის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა.

„ციფრული მხარდაჭერის პროგრამამ", რომელსაც კომუნიკაციების კომისია 2022 წლიდან საქართველოს რეგიონებში უწყვეტად ახორციელებს, უკვე 17 მუნიციპალიტეტის 247 სოფელი და დასახლებული პუნქტი მოიცვა. პროგრამის ფარგლებში კი 9000-მდე ბენეფიციარია გადამზადებული.

შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა" პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ტარდება. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა