უხვ ნალექს წერეთლისა და ჩოლოყაშვილის ახლადრეაბილიტირებულმა გზის მონაკვეთმა უპრობლემოდ გაუძლო, ერთადერთი იყო საბურავებით ამოვსებული სანიაღვრე სისტემა - კახა კალაძე
თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის მიუხედავად, ვაკეში, გიორგი წერეთლისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩებზე რეაბილიტირებულ კონკრეტულ მონაკვეთზე არანაირი დაზიანება არ მომხდარა - ერთადერთი იყო საბურავებითა და სამშენებლო მასალებით ამოვსებული სანიაღვრე სისტემა, რამაც გამოიწვია პატარა პრობლემა, რომელიც მოწესრიგებულია.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაცია გზის ჩავარდნის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და მედიას ადგილზე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა წარუდგინა.
„არანაირი გზის ჩავარდნა არ მომხდარა, ეს ტყუილი ინფორმაციაა. გარკვეული დაზიანება იყო, რაც გამოიწვია სამშენებლო ნაგვის ჩამოტანამ.
სხვათაშორის, გვაინტერესებდა, თუ რა იყო პრობლემა, გვქონდა კომუნიკაცია შესაბამის კომპანია GWP-სთან. მინდა გაჩვენოთ, იმ კონკრეტულ ადგილზე თუ როგორ იყო გადავსებული ჭა საბურავებით და სამშენებლო ნაგვით. ეს იყო პრობლემა, რომელიც იმ კონკრეტულ მონაკვეთზე შეიქმნა. გაწმენდის სამუშაოები დაიწყო და ყველაფერი მოწესრიგდა, არანაირი პრობლემა არ არის. ძალიან დიდი ნალექი მოვიდა და აღნიშნულმა რეაბილიტირებულმა კონკრეტულმა გზის მონაკვეთმა - ჩოლოყაშვილმაც, წერეთელმაც და ვაკის სასაფლაოს წინ არსებულმა ტერიტორიამაც უპრობლემოდ გაუძლო. ერთადერთი იყო საბურავებით ამოვსებული სანიაღვრე სისტემა, რამაც გამოიწვია ის პრობლემა, რომელიც მოწესრიგებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
12.09.2025.16:27
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქალაქ მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის სისტემური გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.
რეაბილიტაციის ფარგლებში ახლით იცვლება 2 კილომეტრამდე სიგრძის მოძველებული წყალსადენის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. ახლად მოწყობილ წყალმომარაგების სისტემაზე 7 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და სახანძრო ჰიდრანტი დამონტაჟდება.
სარეაბილიტაციო პროექტი ჯივიპიმ ივლისის თვეში დაიწყო და ოქტომბერში დაასრულებს, რაშიც კომპანია ჯამში 400 000 ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს.
პროექტის შედეგად ქალაქ მცხეთაში, აღმაშენებლისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.
წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება ჯივიპის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ყოველწლიურად, გეგმის მიხედვით, აქტიურად რეჟიმში განახორციელებს.