მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185.7
-0.0005
flag
AZN 1.5489
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0079
flag
EUR 3.01
-0.0091
flag
GBP 3.5362
-0.0206
flag
KZT 55.76
-0.0011
flag
TRY 0.0558
-0.0002
flag
USD 2.6327
-0.0006
news banner

მსოფლიოზე გასვლის შანსი უნდა გამოვიყენოთ - საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია

news image
mbc image

დიდებული სპორტული უქმე დღეები გამოვიდა: ფეხბურთსა და კალათბურთში, 1 დღეში 2 გამარჯვება მოვიპოვეთ. მოვიგეთ დამაჯერებლად, დამსახურებულად და მოგვეცა ფიქრისა და იმედის საფუძველი. მაგრამ,  ჩვენ კიდევ მეტი შეგვიძლია. ეს გამარჯვებისკენ მიმართული ჟინია: პროგრესისკენ მიმართული ენერგია, რომელსაც, ბოლოს, თავისი ყოველთვის გააქვს.

თურქეთთან 2:3 დასანანი მარცხის შემდეგ, ჩვენმა ფეხბურთელებმა ძალების აღდგენა და ახალი მატჩისთვის მობილიზება ჩინებულად შეძლეს. სექტემბრის მატჩებში, ყველაზე სასურველ სცენარში, მინიმუმ 4 ქულას ვუმიზნებდით. ამ მიზნამდე, მცირედი დაგვაკლდა, თუმცა წინ კიდევ 4 თამაში გველოდება.

ბულგარეთთან მატჩი

ბულგარეთის ნაკრებს ესპანეთთან ანგარიშით 0:3 ჰქონდა წაგებული და გუნდის მთავარი მწვრთნელი, ილიან ილიევი, პირველი ქულის აღებას თბილისში გეგმავდა. ჩვენს მეტოქეს გათვლა სწრაფ გოლზე ჰქონდა, მაღალ პრესინგსაც გვეთამაშებოდა და აქტიურად გვიტევდა. გამორჩეული მომენტი იყო მე-4 წუთზე, როდესაც გიორგი მამარდაშვილმა ბრწყინვალე, აუღებელი სეივი შემოგვთავაზა (მატჩის დასრულების შემდეგ, ორივე ნაკრების მწვრთნელმა დაადასტურა, რომ ამ მომენტს ბევრი რამის შეცვლა შეეძლო).

ამის შემდეგ, უპირატესობას საქართველოს ნაკრები დაეუფლა. კიტეიშვილისა და ჩაკვეტაძის არყოფნაში, ნახევარდაცვის ხაზი გიორგი ქოჩორაშვილმა, ანრი მექვაბიშვილმა და ნიკა გაგნიძემ დააკომპლექტეს და სასიამოვნო იყო იმის ხილვა, თუ რამდენად კარგად თამაშობდა ჩვენი ნაკრები როგორც პოზიციურად, ასევე ტრანზიციებში: დამაბნეველი მოძრაობებისა და მეტოქის ზურგსუკან ჩარბენების შედეგად, ბულგარელ ფეხბურთელებს სივრცეების გამოჩენას ვაიძულებდით, რითაც ჩვენი ფლანგელი შემტევები - ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი სარგებლობდნენ, რადგან მათთან ბურთის მიტანას ნახევარმცველები მოკლე, იოლად დასამუშავებელი პასით ახერხებდნენ. შესაბამისად, ჩვენი შეტევები უფრო სახიფათო იყო.  

ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ნამდვილი კვარა-შოუ შემოგვთავაზა. ბულგარელმა ფეხბურთელებმა “პარი სენ-ჟერმენის” შემტევის ამოუცნობ მოძრაობებს ვერაფერი გაუგეს და მის შესაჩერებლად სიუხეშეს მიმართავდნენ, რაც ბულგარეთს რამდენიმე ყვითელი ბარათის ფასი დაუჯდა.

თავსხმა წვიმაში, “დინამო არენაზე” შეკრებილმა ქომაგმა 3 უპასუხო გოლი იხილა: მეტოქის შეცდომით ხვიჩა კვარაცხელიამ ისარგებლა, შემდეგ ზურიკო დავითაშვილის ბრწყინვალე პასით ნიკა გაგნიძემ სადებიუტო გოლი გაიტანა, მეორე ტაიმში კი ნაკრებში მორიგი გოლი გიორგი მიქაუტაძემაც შეაგდო (“მიყვარს, მიყვარს ბომბარდირი” - ამღერდა სტადიონი).

მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსები

სიტყვა “შანსს” როდესაც ვახსენებთ, უკვე შესაძლებლობაზე ვსაუბრობთ. შანსი ჰქონდა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს საბერძნეთთან ფინალში, შემდეგ პორტუგალიასთან და ა.შ. გავიმარჯვეთ და ეს სიხარული ერთად ვიზეიმეთ. სულ ახლახან, “შანსი” ჰქონდა კალათბურთის ნაკრებს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონთან ევრობასკეტის მერვედფინალში და გამოიყენა კიდეც. მთავარია, შანსი ჟინად გარდაიქმნას: საკუთარი თვალით ვნახეთ კალათბურთელების მოუთოკავი ჟინი, რომელმაც ჯერ ევროპის მოქმედი ჩემპიონი, შემდეგ კი საფრანგეთი 10-ქულიანი სხვაობით (70:80) დაამარცხა და ახლა, ნაკრები უკვე ნახევარფინალში გასვლაზე ფიქრობს.

უდავოა, რომ მუნდიალზე გასვლის შანსი ნამდვილად გვაქვს. მომდევნო მატჩში, ოქტომბერში ორი გასვლითი შეხვედრა გველოდება: ჯერ ესპანეთთან, შემდეგ კი თურქეთთან ვითამაშებთ. გადაჭარბებული არ იქნება, თუკი ვიტყვით, რომ ესპანეთი არაამქვეყნიურ ფეხბურთს თამაშობს (გუშინ თურქეთი ანგარიშით 0:6 დაამარცხა) და შესაძლოა, მასთან ქულის აღება ძალიან გაჭირდეს, თუმცა თურქეთთან გამარჯვება, კიტეიშვილი-ჩაკვეტაძის დაბრუნების შემთხვევაში, აბსოლუტურად რეალისტურია.

ასევე აღსანიშნავია, რომ ჯგუფში მე-5 შეხვედრაში, ესპანეთი საქართველოში გვესტუმრება და ამ მომენტისთვის, დიდი შანსია, ესპანელებს გასვლა განაღდებული ჰქონდეთ, ჩვენ კი უფრო მეტისთვის გვქონდეს საბრძოლველი. ასეთ ვითარებაში გრანდის დამარცხება რომ შეგვიძლია, ევრო 2024-იც მოწმობს, როდესაც პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დავამარცხეთ.

მეორე ადგილისთვის ბრძოლაში, საქართველოს ნაკრების მთავარი კონკურენტი თურქეთია - ნაკრები, რომელსაც შესანიშნავი ახალი თაობა (ილდიზი, გიულერი, სხვ.), კარგი მწვრთნელი (ვინჩენცო მონტელა) და გამართული სისტემა აქვს. რამდენად შეძლებს ამ ფორმაში მყოფი ბულგარეთი ჩვენი მეზობლისთვის ქულების ჩამორთმევას სათუოა, თუმცა ბულგარეთი ამ ამბავში ჩვენი მოკავშირეა. მეორე მხრივ, არც თურქეთის 6 ბურთით მარცხი იყო მოსალოდნელი  ესპანეთთან. აქვე უნდა ითქვას, რომ ჯგუფურ ეტაპზე თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა გატანილი-გაშვებული გოლების უკეთესი ბალანსის მქონე ნაკრებს მიენიჭება. 

გვაქვს შანსი და რატომაც არა, ერთად ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის. ჩვენ უკვე ვიხილეთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების თვალებში დანთებული ცეცხლი, ჟინი და თავდაჯერება, რომელიც დამარცხებას არ ცნობს. ჟინი, რომელიც თავისას აუცილებლად გაიტანს. 

რატომაც არა? წინ სადებიუტო მუნდიალი გელოდება.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების, ასევე, ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი.

არ გაჩერდე, საქართველო!

 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ ბაზის რეაბილიტაციისათვის პროექტირება იწყება

13.07.2026.17:48

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან. მომსახურების ვადად 6 თვე განისაზღვრა.

პროექტის მიხედვით, საჩხერის საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ არსებული სამწვრთნელო ბაზა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, სრულფასოვნად განახლდება.

რეაბილიტაციის პროექტი მოიცავს საფეხბურთო მოედნის, შენობებისა და ტრიბუნების რეკონსტრუქციას, ხელოვნური საფარის შეცვლას, მოედნებს შორის გამყოფი ღობის მოწყობას, ავარიული შენობის დემონტაჟს, ახალი ნაგებობის აშენებას და არსებული შენობის სრულ განახლებას.

პროექტის მიხედვით დაიგეგმება ტერიტორიაზე საინჟინრო, ტექნოლოგიური და განათების თანამედროვე სისტემების მოწყობა.

საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ ბაზის რეაბილიტაციის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება კლუბის ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს საჩხერის მუნიციპალიტეტში ფეხბურთის განვითარებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა