მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7112.4
0.0185
flag
AZN 1.6005
0.0039
flag
CNY 38.329
0.0113
flag
EUR 3.174
0.013
flag
GBP 3.6265
0.0033
flag
KZT 50.95
0.0044
flag
TRY 0.0648
0.0001
flag
USD 2.7212
0.006

საქართველოს IT სექტორის ბრუნვა ბოლო 4 წელიწადში 10-ჯერ გაიზარდა - ირაკლი ნადარეიშვილი

news image

საქართველოს ეკონომიკაში IT სექტორის ბრუნვა ბოლო 4 წელიწადში 10-ჯერ გაიზარდა, 2024 წლის მდგომარეობით კი, მისმა წილმა საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში 5%-ი შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 5-ჯერ მეტია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ტექნოლოგიური სექტორის განვითარება, მათ შორის IT მიმართულებით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„როგორც ბოლო მონაცემები აჩვენებს, IT სექტორი ბოლო წლების განმავლობაში თითქმის ყველა მიმართულებით ჯერადად გაიზარდა. მათ შორის, გაზრდილია IT მიმართულებით დასაქმებულთა რაოდენობა - ეს მაჩვენებელი 2020 წელთან შედარებით გაოთხმაგდა. ამასთან, IT სექტორში დასაქმებულთა შრომის საშუალო თვიური ანაზღაურება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს 3 -ჯერ აღემატება. რაც შეეხება IT მიმართულებით გაწეული მომსახურების წილს მთლიანი ექსპორტის მოცულობაში, 2023 წლის მდგომარეობით, ის 7%-ს გაუტოლდა, რაც 2020 წელთან შედარებით 3-ჯერ არის გაზრდილი, ხოლო ექსპორტის მოცულობა 2020 წელთან შედარებით 8 -ჯერ გაიზარდა. ყველა პარამეტრი იმაზე მეტყველებს, რომ ის პოლიტიკა და ინიციატივები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ IT ეკოსისტემის გასაძლიერებლად გაატარა, ძალიან ეფექტურად მუშაობს", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა. 

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის წარმატებულ ინიციატივებზე, რომლებმაც IT - სექტორის სტატისტიკის გაუმჯობესება გამოიწვია. მისი თქმით, მნიშვნელოვნად განვითარდა ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემაც და ქართული სტარტაპების მიერ შექმნილმა ჯამურმა ეკონომიკურმა სარგებელმა 700 მლნ ლარს გადააჭარბა.

მინისტრის მოადგილემ ასევე გამოყო „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა", რომლის ფარგლებში შერჩეული საერთაშორისო აქსელერატორები ქართულ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ინვესტიციების მოზიდვასა და განვითარებაში დაეხმარებიან.

ირაკლი ნადარეიშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება დარგის მხარდაჭერის ბოლო სამთავრობო ინიციატივებზე, მათ შორის, ინოვაციური სტარტაპის სპეციალური სტატუსის ამოქმედებაზე, რომელიც 3 წლის განმავლობაში შესაბამისი პროფილის სტარტაპებს ნულოვან საგადასახადო შეღავათებს ანიჭებს, აგრეთვე  ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე უცხოელი IT სპეციალისტებისთვის სპეციალური ბინადრობის პირობების შემოღებაზე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image GITA - ს ორგანიზებით, ზუგდიდის ტექნოპარკში ჰაკათონი AgriHacks 2025 გაიმართა

28.10.2025.11:29

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, AgriHacks 2025 ჰაკათონის დემო დღე გაიმართა. ღონისძიებამ გააერთიანა ქვეყნის მასშტაბით ინოვატორები, დეველოპერები, აგრონომები, სტუდენტები, ინჟინრები, სოფლის მეურნეობით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები. 

ჰაკათონის 70-მდე მონაწილე მთელი საქართველოდან, 36 საათის განმავლობაში, ზუგდიდის ტექნოპარკში ინტენსიურად მუშაობდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით ინოვაციურ იდეებსა და პროტოტიპებზე. დასკვნით ეტაპზე კონკურსანტებმა 20 პროექტი კომისიის და პარტნიორი კომპანიების წინაშე წარადგინეს. 

ჰაკათონის მთავარი გამარჯვებული და 10 000 ლარიანი გრანტის მფლობელი გახდა გუნდი SmartField. პროექტი ჭკვიანი საყელო პირუტყვისთვის აერთიანებს მონიტორინგისა და კონტროლის ინოვაციურ სისტემას და აღჭურვილია GPS მოდულითა და სენსორებით, რომლებიც ზომავენ ტემპერატურას, პულსს და კვების ჩვევებს (კისერზე არსებული კუნთის დაჭიმულობის სენსორით).  პროექტის AI ალგორითმი აანალიზებს პირუტყვის მოძრაობის, პროდუქტიულობისა და ჯანმრთელობის მონაცემებს, რაც ფერმერებს თავიანთი საქმიანობის უფრო ეფექტურად და უსაფრთხოდ მართვაში ეხმარება.

ჰაკათონი მიზნად ისახავდა სოფლის მეურნეობის სფეროში წინასწარი კვლევის შედეგად გამოვლენილი გამოწვევების ინოვაციურ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტას, პროექტში მონაწილე კომპანიებისა და ორგანიზაციების დაკავშირებას ინოვაციურ და ტექნოლოგიურ იდეებზე მომუშავე ადამიანებთან და მათ შორის ახალი საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბების სტიმულირებას; კომერციალიზაციის მქონე ინოვაციური/ტექნოლოგიური სტარტაპ იდეებისა და პროტოტიპების შექმნას; რეგიონებში მცხოვრებ დაინტერესებულ ადამიანებში ინოვაციური აზროვნების, უნარების განვითარებას; მთლიანობაში კი, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას საქართველოს ინოვაციურ და სტარტაპ ეკოსისტემაში. 

ღონისძიების მთავარმა პარტნიორმა აგრიჯორჯიამ (ფერეროს თხილის კომპანია) მის რჩეულ ორ გუნდს გადასცა ფულადი პრიზები, 5-5 ათასი ლარის ოდენობით.

ჰაკათონის პარტნიორები იყვნენ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო, ბაზისბანკი, კარტლისი, აგროსფერო, რომელთა დახმარებითაც რჩეულ სტარტაპებს შესაძლებლობა მიეცემათ რეალურად გატესტონ და დანერგონ საკუთარი პროდუქტები ბიზნეს პროცესებში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა