მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0.0019
flag
AZN 1.5353
-0.0001
flag
CNY 38.899
-0.0018
flag
EUR 3.0247
-0.0095
flag
GBP 3.5239
-0.0097
flag
KZT 57.79
-0.005
flag
TRY 0.0537
-0.0001
flag
USD 2.6095
-0.0006
news banner

Clocks Hotel Tbilisi სექტემბერ-ოქტომბერში მაღალი დატვირთულობის მოლოდინშია

news image
mbc image

დატვირთული აგვისტოს შემდეგ სასტუმრო Clocks Hotel Tbilisi, არსებული ჯავშნების გათვალისწინებით, სექტემბერ-ოქტომბერშიც მაღალი დატვირთულობის მოლოდინშია. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში Clocks Hotel-ის გენერალურმა მენეჯერმა, ანი მღებრიშვილმა განაცხადა, ჯავშნების მიხედვით სექტემბერ-ოქტომბრის დატვირთულობა უკვე 80%-ს აღწევს.

„ზოგადად, ჩვენთვის ყველაზე აქტიური პერიოდი მაის-ივნისი და სექტემბერ-ოქტომბერია. წელს ივნისში რეკორდული რაოდენობის სტუმრები გვყავდა. ჯავშნების მიხედვით უფრო მეტ სტუმარსაც ველოდებოდით, მაგრამ გეოპოლიტიკური მოვლენების ფონზე გარკვეული ჯავშნები გაუქმდა, ნაწილი კი შემდეგი პერიოდებისთვის გადმოვიდა. აგვისტოც საკმაოდ აქტიური გვაქვს, ასეთ დატვირთულობას არ ველოდებოდით. სექტემბერ-ოქტომბერი უკვე თითქმის 80%-ით გვაქვს გაყიდული“, - აცხადებს ანი მღებრიშვილი.

ქართული ბრენდის სასტუმრო, რომელიც თბილისის ისტორიულ ნაწილში 2022 წელს გაიხსნა, მეოთხე წელია წარმატებით ფუნქციონირებს. წლიდან წლამდე იზრდება სასტუმროს ცნობადობა, სტუმრებისა და ლოიალური მომხმარებლების რაოდენობაც. Clocks Hotel-ის სტუმრების რაოდენობა ყოველწლიურად საშუალოდ 5-7%-ით, ხოლო შემოსავლები 10-15%-ით იზრდება.

„ჩვენ ადგილობრივ ბაზარზე გათვლას ნაკლებად ვაკეთებთ, რადგანაც ჩვენი სტუმრების 98% უცხოელები არიან. ჩვენს შემთხვევაში პირველ ადგილზეა გერმანია და ზოგადად ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრები, მეორე ადგილზეა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, ხოლო მესამე პოზიციას აზიის ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრები იკავებენ - ამბობს ანი მღებრიშვილი.

სასტუმროს ცნობადობის გასაზრდელად და სტუმრების მოზიდვის მიზნით, Clocks Hotel აქტიურად თანამშრომლობს ტურისტულ კომპანიებთან, რომლებიც თავიანთ პაკეტებში სთავაზობენ სასტუმროს.

თუ ოპერირების დაწყების პირველ წელს სტუმრების ღამისთევების საშუალო მაჩვენებელი 1-2 ღამეს შეადგენდა, დღეისათვის ეს მაჩვენებელი 3 ღამემდე გაიზარდა.

„ჩვენი მიზანიც ეს იყო, რომ საშუალო ღამისთევების რაოდენობა გაგვეზარდა. დღეისათვის სტატისტიკურად საშუალო ღამისთევების რაოდენობა უკვე 3 ღამეა“, - განმარტავს სასტუმროს გენერალური მენეჯერი.

სასტუმრო Clocks Hotel საკუთარ სტუმრებს რესტორნისა და ბარის გარდა, საკონფერენციო დარბაზის მომსახურებასაც სთავაზობს. როგორც გენერალური მენეჯერი ამბობს, სასტუმრო აქტიურად მასპინძლობს სხვადასხვა კონფერენციებს და შეხვედრებს, მათ შორის მცირე ზომის MICE ჯგუფებსაც, რომელთა განთავსების საშუალო ხანგრძლივობა 3-4 ღამეა.

თბილისის ისტორიულ ნაწილში მდებარე 65-ნომრიანი სასტუმრო Clocks Hotel-ი გამორჩეულია ტრადიციული და თანამედროვე არქიტექტურის საუკეთესო კომბინაციით, რაც ქმნის ელეგანტურ და მყუდრო ატმოსფეროს.

სასტუმროს ტერიტორიაზე განთავსებულია სხვადასხვა დანიშნულების სივრცე, მათ შორის: საკონფერენციო დარბაზი და შეხვედრების ოთახი, რესტორანი და ბარი, გამწვანებული ეზო

Clocks Hotel-ი სტუმრებს ხუთი სხვადასხვა კატეგორიის ნომერს სთავაზობს, საიდანაც იშლება ხედები როგორც სასტუმროს ეზოზე, ასევე თბილისის გამორჩეულ პეიზაჟებზე. სასტუმროს მისიაა ნებისმიერი სტუმრისთვის დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისა და სრული კომფორტის შექმნა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი მზისკარი ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის პრესტიჟული კონკურსის - ECTN Awards 2026-ის ფინალისტია

10.09.2026.18:05

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი Mziskari • მზისკარი ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის პრესტიჟული კონკურსის - ECTN Awards 2026-ის ფინალისტია. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

კონკურსზე 23 ევროპული ქვეყნიდან 72 განაცხადი იყო წარმოდგენილი. „მზისკარი“ ნომინაციაში „შემოქმედებითი ტურიზმი და თანამონაწილეობით შექმნილი კულტურული ტურისტული გამოცდილებები“ (Creative Tourism and Co-Created Cultural Tourism Experiences) ევროპის ოთხ საუკეთესო პროექტს შორის მოხვდა.

„მზისკარის“ მხარდასაჭერად გადადით ბმულზე, აირჩიეთ კატეგორია „Creative Tourism and Co-Created Cultural Tourism Experiences“ და მიეცით ხმა პროექტსhttps://culturaltourism.awardstage.com/#!/public-choice-voting

ECTN Awards 2026-ის გამარჯვებულები 24 სექტემბერს, საბერძნეთის კუნძულ სკიათოსზე გამოვლინდებიან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა