ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის საავიაციო უშიშროების და სააეროდრომო სპეცტექნიკა სრულად განახლდა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა და საჰაერო ხომალდების მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მაღალ ტექნოლოგიებსა და თანამედროვე სერვისებზე ორიენტირებული მომსახურების დანერგვას განაგრძობს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სრულად აღიჭურვა აეროპორტის ოპერირებისთვის საჭირო სპეციალური ტექნიკით. ტერმინალის გაფრენის წინა შემოწმების სივრცეში, მგზავრების საავიაციო უშიშროებაზე შემოწმებისთვის განკუთვნილი მეტალოდეტექტორები ჩანაცვლდა თანამედროვე ტექნოლოგიის სხეულის სკანირების საშუალებებით ე.წ. "Body scanner"-ებით. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის პარალელურად, უსაფრთხოების შემოწმების ახალი სკანერები განათავსა თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც.
სრულად განახლდა დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის სააეროდრომო სპეცტექნიკა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის აეროპორტების გაერთიანებამ შეიძინა:
1 ერთეული ახალი ამბულიფტი; 4 ერთეული ტრაპი; 4 ერთეული ბარგის ლენტური კონვეირი; 1 ერთეული საჰაერო ხომალდის გამწე, 2 ერთეული საჰაერო ხომალდის ძალური აგრეგატი; 3 ერთეული ბარგის გამწე ტრაქტორი; 1 ერთეული ასინიზაციის მანქანა; 1 ერთეული საჰაერო ხომალდის ჰაერით გამშვები აგრეგატი.
აეროპორტების გაერთიანებამ, არსებული საჰაერო ხომალდის მომსახურებისა და სააეროდრომო უზრუნველყოფის ავტოპარკის 17 ერთეული სპეცტექნიკის განახლებაში ჯამურად 3162392.00 ლარის ინვესტიცია განახორციელა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი მზისკარი ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის პრესტიჟული კონკურსის - ECTN Awards 2026-ის ფინალისტია
10.09.2026.18:05
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი Mziskari • მზისკარი ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის პრესტიჟული კონკურსის - ECTN Awards 2026-ის ფინალისტია. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
კონკურსზე 23 ევროპული ქვეყნიდან 72 განაცხადი იყო წარმოდგენილი. „მზისკარი“ ნომინაციაში „შემოქმედებითი ტურიზმი და თანამონაწილეობით შექმნილი კულტურული ტურისტული გამოცდილებები“ (Creative Tourism and Co-Created Cultural Tourism Experiences) ევროპის ოთხ საუკეთესო პროექტს შორის მოხვდა.
„მზისკარის“ მხარდასაჭერად გადადით ბმულზე, აირჩიეთ კატეგორია „Creative Tourism and Co-Created Cultural Tourism Experiences“ და მიეცით ხმა პროექტს: https://culturaltourism.awardstage.com/#!/public-choice-voting
ECTN Awards 2026-ის გამარჯვებულები 24 სექტემბერს, საბერძნეთის კუნძულ სკიათოსზე გამოვლინდებიან.