მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
შაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7051
-0.0021
flag
AZN 1.5858
-0.0003
flag
CNY 37.652
-0.002
flag
EUR 3.1237
-0.0161
flag
GBP 3.6226
-0.0119
flag
KZT 50.01
-0.0044
flag
TRY 0.0657
0
flag
USD 2.6968
-0.0006

რაჭა გემო ფესტს უმასპინძლებს

news image

რაჭაში გემო ფესტი ბრუნდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ფესტივალი 29–30 აგვისტოს, ამბროლაურში, ახალ სანაპიროზე გაიმართება.

გემო ფესტი პირველად სწორედ რაჭაში, 2022 წელს ჩატარდა. წლევანდელ გემო ფესტში რაჭაში 15-მდე ადგილობრივი მზარეული მიიღებს მონაწილეობას.

გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებს საშუალება ექნებათ წარადგინონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი რაჭული კერძები, რომლებსაც ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ.

ამბროლაურში, ახალ სანაპიროზე მოეწყობა კვების სივრცე, სამეწარმეო და ღვინის ბაზრობა. გემო ფესტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემეცნებითი და გასართობი აქტივობები. ფესტივალი მუსიკალურად გაფორმდება.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image იმედი მაქვს კარგი ციფრები გვექნება - მაია ომიაძე ზაფხულის ტურისტულ სეზონზე

28.08.2025.16:00

ქვეყანაში ბევრი უცხოელი მოგზაურია, - ასე აფასებს თითქმის ფონალში გასულ ზაფხულის ტურისტულ სეზონს Business Insider Georgia-სთან საუბარში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ომიაძე.

მისი თქმით, სეზონის დეტალური შეფასება ნაადრევია, რადგან ჯერ საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკა არ გამოქვეყნებულა. მიუხედავად ამისა, ტურისტულ ლოკაციებზე მოგზაურების სიმრავლე უკვე შესამჩნევია.

„თვალით და შეგრძნებებით ძალიან ბევრი მოგზაურია საქართველოში, როგორც დედაქალაქში, დიდ ქალაქებში, ისე საზღვაო და პატარა კურორტებზეც. მე თავადაც თუშეთში ვიყავი ცოტა ხნის წინ და სავსე იყო ტურისტებით, განსაკუთრებით ევროპელი მოგზაურებით. თუშეთი ისეთი ტურისტული პროდუქტია, რომ ბევრია ფეხით მოსიარულე, ჰაიკინგის მოყვარული, ბაიკერებიც შეგვხვდნენ პოლონური და გერმანული ნომრებით“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.

მაია ომიაძე ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ტურიზმის სტრატეგიულ სამიზნე ბაზრებზე მუშაობა გრძელდება და მოლოდინით ელის მეორე კვარტლის მონაცემებს:

„ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენთვის პრიორიტეტულია და რაზეც ვმუშაობთ, სწორედ ამ ბაზრებიდან მოდის ვიზიტორთა უმეტესობა. დაველოდოთ მეორე კვარტლის შედეგებს - იმედი მაქვს, კარგი ციფრები გვექნება“, - განმარტავს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა