ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი სსფ-სა და მსოფლიო ბანკის შეხვედრების ფარგლებში ამერიკელ ინვესტორებს შეხვდნენ
ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ქართული დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრები შედგა ამერიკული საინვესტიციო კომპანიების - Citibank - ის, J.P. Morgan-ის და Bank of America-სჯგუფში შემავალ ისეთ კომპანიების ინვესტორებთან როგორებიცაა: Morgan stanley, Citi, Bank of America, Fidelity Investments, azimut group, PGIM, Aktia, Artisan Partners, Eaton Vance, Fidelity Boston (FMR), Janus Capital, TCW, Nationwide და სხვა.
ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებისა და ინსტიტუციონალური ინვესტორების წინაშე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და მაკროეკონომიკური გარემოს შესახებ პრეზენტაციებით წარსდგნენ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ინვესტორებს საქართველოს მიმდინარე მაკროეკონომიკური ტენდენციები და საფინანსო სექტორში არსებული ვითარება გააცნო.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკამ გლობალური გამოწვევების, მათ შორის მიმდინარე გეოპოლიტიკური სირთულეების მიმართ მდგრადობა აჩვენა. თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის შედეგად, წარმატებულად იმართა ინფლაციური პროცესები. მაღალ ინფლაციური პერიოდის შემდეგ, ბოლო ორი წლის მანძილზე მიზნობრივზემნიშვნელოვნად დაბალი ინფლაცია ფიქსირდებოდა, ბოლო პერიოდში კი ის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს მერყეობს. ჯანსაღია საფინანსო სექტორის ინდიკატორები, მაღალია ეკონომიკური ზრდა, მზარდია ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უცხოელ ინვესტორებს მადლობა გადაუხადა ქართული საფინანსო ბაზრის მიმართ მაღალი ინტერესისა და ნდობისთვის. აღსანიშნავია, რომ გლობალურ ინვესტიციებზე ორიენტირებული ამერიკული და ევროპული საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლები უკვე ახორციელებენ ინვესტიციებს საქართველოში და თავის მხრივ მომავალშიც დაინტერესებული არიან დამატებითი ინვესტირებით.
„საქართველოს დელეგაციის აშშ-ი ვიზიტის ერთ-ერთი ამოცანა იყო ინტენსიური შეხვედრები ინვესტორებთან. ეს არის გლობალური საინვესტიციო ფონდები, მათგან ერთი ნაწილი აქტიურად არის წარმოდგენილი ჩვენს ბაზრებზე, მეორე ნაწილი კი მომავალში გეგმავს შემოსვლას, რათა შეიძინოს მთავრობის ფასიანი ქაღალდები. ინვესტორები ასევე ინტერესდებიან კორპორატიული ფასიანი ქაღალდებით - ეს არის პირდაპირი ინვესტიციები ჩვენს ეკონომიკაში და ახალი ფინანსური ნაკადები. ჩვენ მათ, ერთობლივად, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად გავაცანით ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, ჩვენი საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობის შესახებ და ვიმედოვნებთ, რომ ამ კუთხით ინვესტიციები კიდევ უფრო მეტად გაიზრდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ინვესტორებთან შეხვედრებს ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ასევე სებ-ის მაკროეკონიმიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამთა სოფრომაძე.
დღის ტოპ 10 სიახლე
თბილისის შემოვლითი გზის 45-ე კმ-ზე დაწესებული მოძრაობის შეზღუდვა 28 ნოემბრის ჩათვლით გახანგრძლივდა
სხვა სიახლეები
გერმანული Porsche-ს მოგება წლის პირველ სამ კვარტალში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 95.9%-ით შემცირდა
27.10.2025.15:05
გერმანული Porsche-ს მოგება წლის პირველ სამ კვარტალში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 95.9%-ით შემცირდა, რაც ნაწილობრივ ელექტრომობილების გამოშვების სტრატეგიის ცვლილებას უკავშირდება. ინფორმაციას ამის შესახებ Yahoo Finance-ი ავრცელებს.
გერმანულმა მწარმოებელმა პარასკევს გაამჟღავნა, რომ ცხრა თვის განმავლობაში გადასახადების შემდეგ მოგებამ მხოლოდ $132.5 მილიონი (€114 მილიონი) შეადგინა.
პირველ ცხრა თვეში საოპერაციო მოგებამ €40 მილიონი შეადგინა, რაც 99%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე, რომელიც 4 მილიარდ ევროს ოდნავ აღემატებოდა.
კომპანიის თქმით, „ბაზრის რეალობებისა და მომხმარებელთა საჭიროებების“ გათვალისწინებით, შიდაწვის ძრავი კვლავ ბრუნდება და ის მომავალ ათწლეულშიც საჭირო იქნება.
ეს ზომები დიდ თანხებს უკავშირდება: 2025 ფინანსურ წელს დამატებითი ხარჯები დაახლოებით 3.1 მილიარდ ევროს შეადგენს. ბრუნვამ 6%-ით იკლო და დაახლოებით 26.9 მილიარდ ევროს მიაღწია.