დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აჭარაში 210-მდე კვების ობიექტი შემოწმდა, კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა15 ობიექტზე - სააგენტო

აჭარაში 210-მდე კვების ობიექტი შემოწმდა, კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა15 ობიექტზე - სააგენტო

2023-07-19 10:18:17

 სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარაში, საზღვაო კურორტებზე სახელმწიფო კონტროლი გაააქტიურა. როტაციის პრინციპით დაკომპლექტებული ინსპექტირების ჯგუფები  საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებენ. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. 

კონტროლის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამზარეულოებში არსებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, ეტიკეტირების წესს, ტემპერატურულ რეჟიმებსა და სურსათის უვნებლობის სხვა პარამეტრებს.

აჭარის რეგიონში ორი კვირის განმავლობაში შემოწმდა 210-მდე ბიზნესოპერატორი. კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა 15 ობიექტზე, რომელთაც, ფულადი ჯარიმის გარდა, შეუჩერდათ საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობასა და დამსვენებლებს, არ შეიძინონ სურსათი არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში, ასევე, ისეთ ობიექტებში, სადაც არ არის დაცული სურსათის უვნებლობის სტანდარტები; დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი, დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს - 1501.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები