დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„აჭარის წყლის ალიანსმა“ წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გამოცხადებულ ესეების კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა

„აჭარის წყლის ალიანსმა“ წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გამოცხადებულ ესეების კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა

2024-03-22 15:21:00

სს „აჭარის წყლის ალიანსმა“ 22 მარტს წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გამოცხადებულ ესეების კონკურსში - „წყალი მშვიდობისთვის“ საუკეთესო ესეები გამოავლინა და მოსწავლეები დააჯილდოვა. 
ესეების კონკურსში - „წყალი მშვიდობისთვის“ სულ 87 ნაშრომი შემოვიდა. ესეების კონკურში I, II და III ადგილი შემდეგმა მოსწავლეებმა დაიკავეს: 
•    I ადგილი - ანანო ძირკვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლა;
•    II ადგილი - ლიკა კაკაციძე, ხულოს მუნიციპალიტეტის რუსლან მელაძის სახელობის ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლა;
•    III ადგილი - ხატია გოგიტიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლა;
კონკურსში გამარჯვებულებს დაჯილდოების ცერემონიაზე, სერტიფიკატები და ჯილდოები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი სურმანიძემ, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ჯემალ სურმანიძემ და სს „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორმა თეიმურაზ ბედინაძემ გადასცეს. 
I, II და III ადგილზე გასული გამარჯვებული მოსწავლეები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საკონსულტაციო კომპანია MACS-ის მიერ დაკომპლექტებული კომისიის წევრების მეშვეობით შეირჩა. 
ესეების კონკურსში - „წყალი მშვიდობისთვის“ მონაწილეობის მიღება შეეძლოთ აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში სარეაბილიტაციო ტერიტორიების სკოლებში ჩამოყალიბებულ ეკოკლუბების სკოლების მოსწავლეებს VII-XII კლასების ჩათვლით. 
სს „აჭარის წყლის ალიანსის“ მიერ გამოცხადებული ესეების კონკურსის მიზანი მოსწავლეებში წყლის რესურსების უსაფრთხოდ, სტანდარტების შესაბამისად მართვის და მასზე მოსახლეობის თანაბარი წვდომის უზრუნველყოფის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო. 
წყლის საერთაშორისო დღე, გაეროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ, ყოველწლიურად 22 მარტს, 1993 წლიდან აღინიშნება, რადგან გაეროს მონაცემების თანახმად მსოფლიოში 2.2 მილიარდ ადამიანს უსაფრთხო სასმელ წყალთან წვდომა არ აქვს. გაეროს გადაწყვეტილებით, წყლის საერთაშორისო დღის ფარგლებში ყოველწლიურად სხვადასხვა კამპანიები ტარდება. 2024 წლის კამპანიაა - „წყალი მშვიდობისთვის“.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

16 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები