დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ადგილობრივ ბაზარზე რუსული საწვავი ევროპულზე მაღალი ფასნამატით იყიდებოდა - კონკურენციის სააგენტო

ადგილობრივ ბაზარზე რუსული საწვავი ევროპულზე მაღალი ფასნამატით იყიდებოდა - კონკურენციის სააგენტო

2024-02-09 11:39:00

კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზრის შუალედური ანგარში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ბაზარზე რუსული საწვავი ევროპულზე მაღალი ფასნამატით იყიდებოდა

2023 წელს ქვეყანაში 54 ეკონომიკური აგენტის მიერ განხორციელდა 1 541 612 ათასი ლიტრი ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი. ბაზრის იმპორტის დონის კონცენტრაციის (HHI) ინდექსმა შეადგინა 1381 ერთეული, რაც ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. 1 3 ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ეკონომიკური აგენტის წილი საერთო იმპორტში შეადგენს 54%-ს, 5 იმპორტიორის - 67%-ს. ბაზრის იმპორტის დონეზე არ ფიქსირდება დომინანტი ეკონომიკური აგენტი, ასევე ადგილი არ აქვს ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელ ერთ-ერთ კომპონენტს საბაზრო წილების სახით. საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან - 62.5%, რომელსაც მოყვება რუმინეთი - 15.3% და ბულგარეთი - 9.4%:

2023 წლის მაისის თვიდან, იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან ხასიათდება შემცირების ტრენდით, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ნოემბრის თვეში.

საცალო ფასები

საწვავის საცალო ბაზარზე, 2023 წლის პირველი ნახევარი ხასიათდებოდა ფასების შემცირების, ხოლო მეორე ნახევარი ფასების ზრდის ტრენდით. 2024 წლის იანვრის თვეში ასევე ადგილი აქვს საცალო ფასების შემცირებას.

ფასნამატი

მონიტორინგის ფარგლებში, სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს დაკვირვებას ბენზინისა და დიზელის საცალო ბაზარზე არსებულ ფასებზე და ყველა იმ ფაქტორზე, რაც თავის მხრივ მონაწილეობას ღებულობს ყოველდღიური საცალო სარეალიზაციო ფასის ჩამოყალიბებაში. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას ორ ფაქტორს - 1. ლარის გაცვლითი კურსი უცხოურ ვალუტასთან მიმართებით და 2. Platts - ის ფასი, რაც თავის მხრივ წარმოადგენს იმპორტიორი კომპანიის მიერ საწვავის შესასყიდ საორიენტაციო ფასს. თუმცა, 2022 წლიდან, ქვეყანაში საწვავის იმპორტი ძირითადად ხორციელდება რუსეთის ფედერაციიდან. ამ უკანასკნელს გააჩნია გაცილებით უკეთესი ფასი, ვიდრე ევროპული წარმოშობის საწვავს. შესაბამისად, მონიტორინგის ფარგლებში, სააგენტო უპირველეს ყოვლისა ყურადღებას ამახვილებს კომპანიების მიერ ფაქტიურად იმპორტირებული საწვავის ფასზე, ლარის გაცვლით კურსთან ერთად. ამასთან, მნიშვნელოვანია საცალო ფასის მდგენელი სხვა ფაქტორები, კერძოდ ქვეყანაში მოქმედი გადასახადები და კომპანიის საორიენტაციო საოპერაციო ხარჯები. ყოველივე აღნიშნული იძლევა შესაძლებლობას, მოხდეს დაკვირვება თუ როგორ იცვლებოდა კომპანიების ფასნამატი განსახილველ პერიოდში.

მონიტორინგის შუალედური ანგარიშის ძირითადი მიგნებები

ბაზრის იმპორტის, ისევე როგორც საცალო რეალიზაციის დონე ბოლო წლების განმავლობაში ხასიათდება სტაბილურობით - მოქმედი კომპანიების, საბაზრო წილების და ბაზრის კონცენტრაციის ინდექსის გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბაზრის საცალო დონე დაბალკონცენტრირებულია, ხოლო იმპორტის დონის კონცენტრაციის ინდექსი მხოლოდ მცირედით აღემატება დაბალკონცენტრირებული ზღვრის მაქსიმალურ ნიშნულს. ამასთან, საცალო ბაზარზე მოქმედი კომპანიების დიდი ნაწილი უშუალოდ არ ახორციელებს საწვავის იმპორტს, რაც ნიშნავს იმას, რომ ბაზრის ამ დონეზე რენტაბელური ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია უშუალო იმპორტის არ არსებობის პირობებში;

2. 2022 წლის მსგავსად, 2023 წელსაც საწვავის იმპორტის ძირითად ნაწილი ხორციელდებოდა რუსეთის ფედერაციიდან, თუმცა 2023 წელს იმპორტი შემცირების ტრენდით გამოირჩევა 

3. 2023 წლის პირველი ნახევარი გამოირჩეოდა საცალო ფასების შემცირებით, რეგულარის მარკის საწვავის შემთხვევაში ფასი შემცირდა 50-70 თეთრით 1 ლიტრზე, პრემიუმის შემთხვევაში 50-60 თეთრით, ხოლო დიზელის შემთხვევაში აგვისტოს თვის ჩათვლით ფასი შემცირდა 75-90 თეთრით; 

4. 2023 წლის მეორე ნახევარში ფიქსირდება ფასების ზრდა, რეგულარის მარკის საწვავზე ფასი გაიზარდა 77-87 თეთრით, პრემიუმის შემთხვევაში 60-70 თეთრით, ხოლო დიზელის შემთხვევაში ფასი გაიზარდა 35-50 თეთრით;

5. 2023 წლის მეორე ნახევარში, საწვავის ფასი საქართველოს მსგავსად ზრდის ტრენდით ხასიათდებოდა საქართველოსთვის საწვავის მომწოდებელ ძირითად ევროპულ ქვეყნებში (რუმინეთი, ბულგარეთი). მაქსიმალური ფასი საქართველოში დაფიქსირდა ოქტომბრის თვეში, ხოლო რუმინეთსა და ბულგარეთში სექტემბრის თვეში. მაქსიმალური ნიშნული შემდეგ, ფასი საქართველოში შემცირდა საშუალოდ 1 ლიტრზე 15 თეთრით, ხოლო რუმინეთსა და ბულგარეთში 30 თეთრით პერიოდში; 10

6. 2023 წლის მეორე ნახევარში, საცალო ფასების ზრდასთან ერთად, გაიზარდა სხვაობა მსხვილი კომპანიების და მცირე ქსელების საცალო ფასებს შორის. მაგ. რეგულარის მარკის საწვავზე, მსხვილ კომპანიებს და მცირე ქსელებს შორის სხვაობა 2023 წლის ნოემბრის თვემდე შეადგენდა 10-20 თეთრს, ხოლო 2023 წლის ნოემბრის თვიდან 30-35 თეთრს;

7. 2023 წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში, მსხვილი კომპანიების შემთხვევაში, წინა პერიოდთან შედარებით, ადგილი აქვს გაზრდილი ფასნამატის მიღებას. აღნიშნული შესაძლოა კავშირში იყოს საწვავის მარაგებთან ან/და რუსეთის ფედერაციიდან იაფი საწვავის იმპორტის შემცირებულ მაჩვენებელთან. თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მსხვილი კომპანიების ნაწილი ოპერირებებს მხოლოდ ევროპული საწვავით, შესაბამისად ევროპული საწვავის შემთხვევაშიც ადგილი აქვს გაზრდილი ფასნამტის მიღებას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტო აგრძელებს ბენზინისა და დიზელის ბაზრის, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის ბაზრის მონიტორინგს. 2023 წლის ბოლო პერიოდში, საცალო ფასთან დაკავშირებული ქმედებების შეფასებისთვის საჭიროა ერთობლივი ანალიზი 2024 წლის პირველ კვარტალთან ერთად

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები