დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ადგილობრივი ინფლაციის ზრდის ტემპი შენელებას განაგრძობს - Galt & Taggart-ი

ადგილობრივი ინფლაციის ზრდის ტემპი შენელებას განაგრძობს - Galt & Taggart-ი

2023-09-11 12:18:33

2023 წლის აგვისტოში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია 0.9%-მდე გაიზარდა, წინა თვის 0.3%-იანი დონიდან, რაც იხსნება იმპორტირებული (-5.8% წ/წ) და შერეული საქონლის (-1.9% წ/წ) ინფლაციის წლიური კლების შენელებით წინა თვესთან შედარებით, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაშია ნათქვამი

ამასთან, ადგილობრივი ინფლაციის ზრდის ტემპი კვლავ განაგრძობს შენელებას (+6.1% წ/წ აგვისტოში, ხოლო +7.2% წ/წ ივლისში).

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, 2019 წლის აგვისტოს შემდეგ პირველად ჩამოცდა 3.0%-იან ნიშნულს და 2.5% (-0.6პპ თ/თ) შეადგინა

აგვისტოში. 2023 წლის აგვისტოში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში:

  • ტრანსპორტი (-7.9% თ/თ, -0.94პპ),
  • ჯანდაცვა (-7.3% თ/თ, -0.72პპ),
  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (+2.4%, +0.76პპ) 
  • საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი (+5.0%, 0.52პპ).

ამასთან, 2023 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ადგილი ჰქონდა 0.3%-ან ინფლაციას, რაზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ზრდამ სურსათი და უალკოჰოლო სასმელებისა (+2.1%, +0.69პპ) და ტრანსპორტის (+1.6% თ/თ, +0.19პპ) კატეგორიებში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები