დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ახალი მმართველი თბილისის თიზ-ში   5-დან 10 მლნ დოლარამდე ინვესტიციას გეგმას

ახალი მმართველი თბილისის თიზ-ში 5-დან 10 მლნ დოლარამდე ინვესტიციას გეგმას

2023-11-21 18:00:48

„ზოდი ჰოლდინგი“ თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 5-დან 10 მლნ დოლარამდე ინვესტიციას გეგმას. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს თბილისის თიზ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო ნიბლაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, საინვესტიციო თანხები ისევ ინფრასტრუქტურის განვითარებასმოხმარდება, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ სამრეწველო და სასაწყობოდანიშნულების შენობების მშენებლობას, არამედ სხვა დამატებითიინფრასტრუქტურის მოწყობას და თიზ-ში სერვისების განვითარებას.

ჩვენი მიზანია ბიზნეს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ, რათა მათთვისადვილი იყოს გადაწყვეტილებების მიღება და საქართველოში ოპერირების მოკლევადებში დაწყება. ამის პარალელურად ჩვენი ამოცანაა, მათ მაქსიმალურადგავუმარტივოთ ბიუროკრატიული ნაწილი, ამიტომაც საჭიროების შემთხვევაშისაოპერაციო და ტექნიკურ-ადმინისტრაციულ საკითხებშიც ვეხმარებით“, - აცხადებს თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელიდირექტორი.

სოსო ნიბლაძე თქმით, ინვესტორების მოზიდვის პარალელურად, თბილისის თიზ-ისმმართველი ჯგუფი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებთან არსებულიხარვეზების გამოსწორების მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებს. პრობლემისძირითადი არსი კი იმაშია, რომ კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც ინდუსტრიულიზონები მუშაობენ, 2008-2009 წლებში შეიქმნა, მას შემდეგ კი დიდი დრო გავიდა დასიახლეები მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებებით შემოიფარგლა. სოსო ნიბლაძეგვიხსნის, რომ კომპანიები ხარვეზებსა და დისკომფორტს ძირითადად საოპერაციონაწილში აწყდებიან.

ქართველი და უცხოელი ბიზნესმენებისგან შემდგარმა „ზოდი ჰოლდინგმა“ სტრატეგიული გადაწყვეტილება თბილისის ინდუსტრიული ზონის შეძენის თაობაზეგასული წლის ბოლოს მიიღო. თიზ-ის ყოფილ მმართველ კომპანიასთანმოლაპარაკებები წარმატებით კი მიმდინარე წლის მარტში დასრულდა დაშესაბამისად თბილისის თიზ-ის ადმინისტრატორი და მმართველი „ზოდი ჰოლდინგი“ გახდა, ჯგუფი რომელსაც თიზ-ების მართვის 14 წლიანი გამოცდილება აქვს.

თბილისის თიზ- კომპანიების გარკვეული ბაზა ჰქონდა. ჩვენს მისვლამდეთიზ-ში ძირითადად სავაჭრო პროფილის კომპანიები საქმიანობდნენ, თუმცა ჩვენთავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ვიმუშაოთ, ანუ სხვადასხვა შენობა-ნაგებობების, სერვისების ინტეგრაციაზე თავისუფალზონაში, რათა  კომპანიებს მაქსიმალური კომფორტი შევთავაზოთ“, - ამბობსBusiness Insider Georgia-თან სოსო ნიბლაძე.

როგორც თბილისის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი გვიხსნის, „ზოდიჰოლდინგს“ ადგილზე ინფრასტრუქტურა გარკვეულწილად განვითარებული დახვდა, თუმცა სამრეწველო და სასაწყობო შენობა-ნაგებობების ნაკლებობა იყო. რადგანთავიდანვე მმართველმა ჯგუფმა ეს მიმართულება პრიორიტეტულად დაისახა, სამუშაოებსაც აქტიურად შეუდგა და ფაქტობრივად 6 თვეში 4 000 კვ. მეტრისმოცულობის მულტიფუნქციური შენობა ააშენა. აქ სხვადასხვა პროფილის კომპანიებიუკვე საქმიანობენ.

თბილისის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი გვიყვება, რომ ფართის დიდინაწილი იმ უკრაინულ კომპანიას დაეთმო, რომელიც სამშენებლო ბადეებს აწარმოებს. წარმატებული გამოდგა მოლაპარაკებები აზერბაიჯანელ ინვესტორთანაც, მეზობელიქვეყნის კომპანია სამგზავრო და სატვირთო ლიფტების წარმოებით არის დაკავებული. ჯამში ორივე პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე მინიმუმ 100 ადამიანიდასაქმდება. ჩვენი რესპონდენტი დარწმუნებულია, რომ განვითარებასთან ერთადდასაქმებულთა რაოდენობაც გაიზრდება.

ჩვენი მთავარი საქმე ინვესტორის მოზიდვაა. ვთვლით, რომ კარგი ტემპი დადინამიკა გვაქვს, მაღალია ინტერესი, მოლაპარაკებები მიმდინარეობს მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნესებთან. უფრო მეტი დეტალის თქმა ახლა არ შემიძლია, თუმცა მიგვაჩნია, რომ კონკრეტული დადებითი შედეგები გაცილებით ადრედაიდება, ვიდრე ამის მოლოდინი გვქონდა“, - აცხადებს სოსო ნიბლაძე.

 

ავტორი:

სოფო ბერიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

5 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები